ე.ი. შევედი, ჯერ რომ დამინახეს ორსულად ვიყავი, რა თქმა უნდა არ ესიამოვნათ, ახლა ამის დეკრეტები გვაკლიაო, ალბათ იფიქრეს,
დავჯექი "ორ კილომეტრში"

, ასე იდგა კონკურსანტის სკამი და პატარა მაგიდა, გამომცდელები რა თქმა უნდა შორს ისხდნენ,სხვა ,მაგიდასთან, დისტანციას ინარჩუნებენ, აბა როგორ, კიდევ კარგი, წყალი მაინც იდგა,(ნახევრად სავსე, ალბათ ვინმე ანერვიულეს)ისე მეც ვნერვიულობდი თავიდან.
მოგვიყევი შენს შესახებო-დავიწყე ბლა ბლა ბლა, როგორც იყო სტანდარტულად, კარგიო, ახლა მითხარი სად ცხოვრობო, საბურთალოზეთქო.ოო, მაშინ აქ რა გინდა იქ, რატომ არ წახვედიო, 1) ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობათქო ტერიტორიულად სად ვიცხოვრებ და სად ვიმუშავებ და 2)იქ არ იყო მსგავსი ვაკანსიათქო, კარგიო, ახლა მითხარი რომელი სამი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი რაიონიო, დავფიქრდი და გავიხსენე,სოციალური და ბინათმესაკუთრეობასთან დაკავშირებული, ნუ მესამეზე დავიწყე ფიქრი და ერთ ერთმა გამომცდელმა(რაიონის გამგებელმა) თვითონ მითხრა ინფრასტრუქტურაო, (ნუ კარგი ეს იქეთ იყო და რატომ უნდა იცოდეს კონკურსანტმა რა პრობლემებია რაიონში, ეგ რომელ საკონკურსო თემატიკაში შედის საერთოდ, ნუ რომ დაფიქრდებოდი მიხვდებოდი, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია)
კარგი ეს მესამე თვითონ შემახსენა და გავუღიმე, მერე თვალებში მიყურებს და მეუბნება:
გამგებელი:იცი რა, მე მჭირდება ადამიანი, ვინც ერკვევა მშენებლობაში და ინჟინერიაში.
მე:რაა?(გაფართოებული თვალებით)
მცირე პაუზა:
ისევ მე: მაშინ დაგეწერათ მოთხოვნებში მშენებელ-ინჟინერი და არა იურისტი
გამგებელი: (პასუხს თავს არიდებს)შენ ასეთ საკითხებს თავს გაართმევ?
მე-რომელს, მშენებლობა-ინჟინერიას?(აღარ ვნერვიულობ, უკვე მინდა მაგრად დავცინო)
გამგებელი მიმეორებს:მჭირდება ადამიანი ვინც კარგად ერკვევა ამ საკითხში, კარგი გადავიდეთ სხვა თემაზე,
კონკრეტულად ჩამომითვალე, რას კეთდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით?
მე-ამას მოიცავდა საკონკურსო თემატიკა?მე კარგად მახსოვს იქ რა ეწერა( *ამას ვინმე თუ მეტყვის რომელი საკონკურსო თემატიკა მოიცავდა ამ საკითხებს, მაგრამ დებულება მქონდა წაკითხული,თუმცა ეგ არ შედიოდა საკონკურსო თემატიკაში, მაგრამ მაინც წავიკითხე, სადაც ეწერა გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების ფუნქციები, ვაპირებდი ჩამოთვლას, მაგრამ უცებ ისევ წავაწყდი ამ კაცის ცივ თვალებს,გადავიფიქრე და კარგიც გავაკეთე)
გამგებელი:არ ვიცი, იქ რა ეწერა, მაგრამ უნდა იცოდე
მე-ამას ჩამოგითვლით თუ არა, რა აზრი აქვს?(უცნაურად მიყურებს , არ მოელოდა ასეთ რეაქციას)თქვენ მაინც წინასწარ იცით გასაუბრების შედეგები, თავს აღარ შევიწუხებთ, სულ,კარგად ბრძანდებოდეთ.
მოიცა, მოიცა, მესმის შეძახილები,რიგითი ლაქიების, თვალებში რომ შესციცინებენ იმ ვითომ კაცს, კარს ვიჯახუნებ და მოვდივარ,
ვოტ ტაკ, ასე იყო ამ ერთ ვაკანსიაზე, მეორეზე ერთი საათის შემდეგ მქონდა გასაუბრება და პრინციპულად აღარ შევედი.ნუ მივხვდი რა ხდება,
სხვა გასაუბრებეზეც გავსულვარ და ასეთი სიტუაცია არსად მინახავს, ნუ ხმაც რომ არ ამოეღოთ იგრძნობოდა განწყობა.მშენებელ-ინჟინერი, ჰმ.
ჭირი იქა ლხინი აქა.
This post has been edited by ratom86 on 22 Jul 2015, 02:33