GeoDevilრატომ აძლევ ისეთ რჩევას რაშიც არ ხარ დარწმუნებული? რა IQ ტესტები,მერიის ტესტირებაზე კანონები ბარდება.მხოლოდ 15 კითხვაა უნარებიდან.
Merilenგადადი ვაკანსიაზე და რა კანონებიცაა ჩამოთვლილი ის უნდა ისწავლო.სულ 60 კითხვაა.აქედან 45 კანონები და 15-ზოგადი უნარები.
ჩამოგიწერ რისი ცოდნაც აუცილებელია თითქმის ყველა ვაკანსიაზე,არ აქვს მნიშვნელობა იურისტი ხარ თუ ჯანდაცვის სპეციალისტი:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";
აქედან იქნება 60კითხვიანი ტესტიდან 45 კითხვა.
დანარჩენი 15 საშუალო სირთულის ზოგადი უნარების ტესტია.ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული იყო,15-ვე სწორად მქონდა.
კანონები ძალიან დეტალურად თუ არ იცი გაგიჭირდება დაწერა,საკმაოდ ჩახუჭუჭებული და რთული კითხვები იყო.

გასაუბრებისთვის კიდევ მოგეთხოვება დამატებით კონკრეტული კანონების ცოდნა საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე.(ეს შეგიძლია მოგვიანებით ისწავლო ტესტირების ეტაპს რომ გადალახავ).ხოლო ზემოთჩამოთვლილი 5 აუცილებლად უნდა იცოდე და საკმაოდ დეტალურად რომ ჩააბარო ტესტირება.