ჩემი იდეალური სამსახური:
გონებრივი და ფიზიკური მუშაობის თანაშერწყმა, სფერო - ინჟინირინგი/დიზაინი/R&D/წარმოება/მომსახურება.
სამუშაო გრაფიკი - თავისუფალი, მაგრამ ყველა თანამშრომელი უკვე დილის 8 საათზე სიხარულით რომ მოდიოდეს სამსახურში.
ანაზღაურება - გამომუშავებით (დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის პროექტი).
კომპანიის აქციების გარკვეულ წილს დასაქმებულებიც უნდა ფლობდნენ.
ადგილმდებარეობა - ქალაქიდან/დასახლებული პუნქტიდან ცოტა მოშორებით, ბუნების წიაღში, პარკის ან ტყის პირას.
ოფისი - თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი, ნათელი 2-3 სართულიანი შენობა, დიდი, ნათელი ფანჯრებით, რამდენიმე აივნითა და ბევრი ოთახის მცენარით.
ოფისი აგებული უნდა იყოს მდინარისგან ან (ხელოვნური) ტბისგან ცოტა მოშორებით, გარეშემო ხეები უნდა იყოს დარგული და ფანჯრებიდან მშვენიერი ხედები იშლებოდეს, ხოლო გაზაფხულზე ლამაზად აყვავებული ბუნებისგან სასიამოვნო სურნელი უნდა იფრქვეოდეს.
ჩაცმაზე შეზღუდვა არ უნდა იყოს. მათთვის, ვინც ველოსიპედებით დადის სამსახურში, უნდა გვქონდეს ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილი დასაყენებელი ადგილი.
ასევე უნდა გვქონდეს დასასვენებელი ოთახი, სადაც შესვენების დროს მსურველები შეძლებენ სიმყუდროვეში წიგნის წაკითხვას, მუსიკის მოსმენას და ა.შ.
კოლეგებთან უნდა მქონდეს მეგობრული ურთიერთობა და რამდენიმე მათგანი ჩემი ახლო მეგობარი უნდა იყოს.
ხო კიდევ, საცხოვრებელი სახლიც ახლოს უნდა მქონდეს, 15 - 20 წუთში ფეხით თავისუფლად რომ შემეძლოს მისვლა.
მგონი სულ ეს არის