თქვენ იხუმრეთ და რაც მე გასულ კვირას დამემართა მტრისას და ავისას ტო.
მოკლედ გერმანიაში ვცხოვრობ ძირითადად ოჯახთან ერთად, მეგობრები მოვიდნენ და საკმაოზე მეტი დავლიეთ სუფთა ქართული ღვინო.
მეორე დილით ადრე ავდექი, ვიფიქრე მანქანას სამრეცხაოში გავარეცხინებ, მანამდე მეუღლე რამე ქართულ საჭმელს მოამზადებს მეთქი, მივედი და ჩემს მანქანაზე ჰიტლერი არაა მიყუდებული?!
პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო, ზედმეტი მომივიდა დალევა და პიპეც მოლანდებები დამეწყო მეთქი, ახლოს რომ მივედი ჰიტლერია ტო.
აი მაშინ კი დავიგრუზე და იქვე ახლოს მცირე სკვერის სკამზე ჩამოჯდომა დავაპირე, უარეს დღეში არ ჩავვარდე მეთქი, ჩამოვჯექი და 3 გესტაპოელი არ მოდის, აი მანდ კი ბოლომდე დავიდა ცუდადაა ჩემი საქმე მეთქი, კიდევ კარგი უმცროსმა ბიჭმა მომისწრო, თორემ ცუდად იყო საქმე.
ბიჭმა მითხრა ამ ვითომ მსახიობებმა ხომ 2 დღეა ტვინი წაიღესო, რა მსახიობები მეთქი. თურმე რაღაც ქუჩის წარმოდგენას მართავდნენ და იმისთვის ემზადებოდნენ.
რაც მე მათ ვაგინე ქართულ-მეგრულად, ნახევარი თუ მივიდა გერმანელებს ასე 100 ბავშვი მაინც შეემატებათ.
ბატონი რობინიც ჩემსავითაა სავარაუდოდ და საგანგაშოც არაფერია.
შურისძიება ეს მართმსაჯულების სისუსტის შედეგია.