გამარჯობა
LOLZპირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის საიტის ბეტა ვერსია, შესაბამისად გარკვეული ნაკლოვანებები შეიძლება ქონდეს, (ენები, ქართული კლავიატურა, სხვა დიზაინები ეს ყველაფერი გაკეთდება დროთა განმავლობაში) მიუხედავად ამისა სრულფასოვანი CV გენერირდება თავისუფლად. ვისაც სურვილი ექნება ისარგებლებს ამ საიტით, ვისაც უნდა ვორდით და ამათ გარდა უამრავი რესურსია ონლაინ მსგავსი სივების კეთების.
პირადი მონაცემების დაცულობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მსგავს საკითხებს, რომელიც თავისთავად ჩვენზეც ვრცელდება, შესაბამისად ამ თემაზე ზედმეტად მსჯელობის მიზეზს ვერ ვხედავ.
CV-ს ფორმაში "სქესი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, დაბადების თარიღი" ეს მონაცემები არ ჩანს. (მაინც მადლობა შენიშვნისთვის) შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://gocv.ge/files/CV%20%E1%83%A4%E1%83%...1%83%90%20B.pdfდიპლომის მიწეპებას, ჩახატვას და ა.შ. არ ვითხოვთ, საიტს არ აქვს "აუცილებელი" ველები, მომხმარებელი თვითონ წყვეტს რა ჩაწეროს და რა ატვირთოს.
საოფისე პროგრამების თემაზე, ტრენინგებზე და სხვა აკადემიურ აქტივობაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმული:
http://gocv.ge/index/howto10 გვერდზე საოფისე პროგრამების და სხვა ტიპის ცოდნის თემები დაკონკრეტებულია.
7 გვერდზე ჩანს დამატებითი სექცია "დაამატე აკადემიური აქტივობა" სადაც თავისუფლად იწერება ტრენინგები, გრანტები, სტიპენდიები და სხვ.
http://gocv.ge/files/CV%20%E1%83%A4%E1%83%...1%83%90%20B.pdf ამ ბმულში ნაჩვენებ სადემონსტრაციო CV-ში შეგიძლიათ ნახოთ თავისუფლად ყველაფერი.
საერთო ჯამში ეს CV გენერატორი არის მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 30% პროექტის. თანდათან გამოჩნდება სხვა მხარეები, ვფიქრობთ, რომ საჭირო და გამოყენებადი რესურსი იქნება.
მადლობა შენიშვნებისთვის, მათი ნაწილი გვაქვს გათვლილი, მაგრამ დანარჩენებს გავითვალისწინებთ აუცილებლად.
* * *
ინგლისურ და რუსულ ენებთან დაკავშირებით გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
* * *
როდესაც სარგებლობთ ბაზაში არსებული ჩანაწერებით
(ქვეყანა, ქალაქი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, ხარისხი, ენები და საოფისე პროგრამები, კომპეტენციები და პიროვნული თვისებები) ინგლისურ და რუსულ ენებზე გადასვლისას საიტი ავტომატურად ავსებს შესაბამის ველებს. აქედან გამომდინარე ზედმეტად ხელით შეყვნა ინფორმაციის ინგლისურ და რუსულ ენებზე საჭირო არ არის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბაზები შესაძლებელია მწირი იყოს, დროთა განმავლობაში მოხდება ჩანაწერების შევსება.
This post has been edited by gocv.ge on 21 Jan 2016, 02:25