selinaმადლობა გამოხმაურებისთვის
FbAccs მართალია, ეტყობა გამოგრჩა სადაც ვწერ, რომ უცხოეთში არ ვყიდით

მომავალში კი რომ ავმუშავდეთ ჯერ მანამდე ჩვენიდან ტვირთების გაგზავნის საკითხი უნდა მოწესრიგდეს. ამ ეტაპზე ძალიან ძვირია. ამას წინ, შვედი თუ ფინელი დამიკავშირდა, ბავშვის შამპუნი სურდა, რომელიც ჩვენთან ძალიან იაფი იყო მათ ფასებთან შედარებით. ყუთით აპირებდა ყიდვას, მაგრამ იმხელა ფასი ჯდებოდა მიწოდება რომ უარი თქვა. როცა და თუ დავიწყეთ უცხოეთში გაყიდვა იოგურტის გარდა გვექნება სხვა პროდუქტი, რომლის მიწოდებაც უფრო რეალური იქნება
FbAccs მადლობა რჩევებისთვის და თან ნამდვილად კარგი რჩევებისთის. უბრალოდ მთავარ ენასთან დაკავშირებით მაქვს მე ჩემებური მოსაზრება და არ ვიცი, შეიძლება ვცდები. ანუ, ვინაიდან მსურს რომ პატივისცემა გამოვხატო სხვა ენებზე მოსაუბრე ხალხის მიმართ, და ვინაიდან ყველა ენას ვერ ჩავსვავ არჩევანში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ინგლისური იყოს. რა თქმა უნდა ქართული ჩემთის პირადად მშობლიური და ყველაზე საყვარელი ენაა, მაგრამ თუ პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველას მიმართ მაშინ იყოს საერთაშორისო ენა მთავარი, და ვინაიდან ჩვენი მშობლიური ენაა ქართული ამიტომ იყოს მეორე ენა ქართული და სხვა არა.
არ ვიცი, რამდენად სწორად ვფიქრობ, მაგრამ აბა ეცადე ამ კუთხით შეხედო და მერე გამიზიარო კიდევ შენი აზრი.
რაც შეეხება ენის ასარჩევის უფრო თვალსაჩინოდ გამოჩენას აბსოლიტურად გეთანხმები. უბრალოდ ამ დიზაინის მიხედვით ეს პატარა გადამრთველი სადაც გინდა გადავიტანო არსად გამოჩნდება კარგად. მე ვფიქრობ მთლიანად უნდა შეიცვალოს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. დიზაინში ეს უფრო შეხამებულია და თუ ამ გადამრთველს შევცვლი მაშინ დიზაინიც უნდა გადავაკეთო ალბათ. ამიტომ, ამ საკითხს დიზაინის გამოცვლისას აუცილებლად გავითვალისწინებ

სხვა კი არა თავიდან მე რომ ვარჩევდი ამ დიზაინს მე გამიჭირდა პოვნა.

რაც შეეხება განვითარებას ბევრი მოვიდა და უფრო ცოტა წავიდა. თავიდან შეგროვდა 12 ადამიანზე მეტი, მერე ისე რომ არც არაფერი დაუწყიათ ნახევარი წავიდა. ეხლა დავრჩით ჯერჯერობით მყარად 6 ადამიანი და არიან კიდე ხალხი რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მაგრამ არ ვიცი რას გადაწყვეტენ საბოლოოდ.
ამ მუშაობის პროცესში ცოტა გაფართოება დამჭირდა. ახალ ოფისს ვიღებ და ამიტომ მე უფრე მეტი ყურადღება გადატანილი მაქვს მის მოწესრიგებაზე. დანარჩენები კი ჩემს გარეშე, თავისი მცირე დროიდან გამომდინარე, ახერხებენ მუშაობას რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ამ თვის ბოლოს წესით უნდა გადავიდეთ ახალ ოფისში და ვფიქრობ უფრო უნდა დაჩქარდეს ჩვენი მუშობის ტემპები
FbAccs მადლობა რომ დაინტერესდი ჩვენი ამბებით

ასე, რომ თუ კიდევ არიან მსურველები დიდი სიამოვნებით გელით.