selinaმე სტატიები შევთავაზე უფასოდ, რომელიც სხვათა შორის ბევრ შრომაზე და სწავლაზე დაყრდნობითაა დაწერილი, მათ შორის ლონდონის უნივერსიტეტის ტრენინგების და ბევრი კარიერული ბესტსელერების გაცნობის შემდეგ, ასევე ქართველ რეკრუტერებთან კონსულტაციის შემდეგ და საკუთარი გამოცდილებიდან.
გრძელი სივი სულაც არ ნიშნავს კარგს.
როცა გუგლავ და ამოგიყრის ლინკებს, რომელს ხსნი ყველაზე პირველად? რომელიც უფრო მეტ შესაბამის სიტყვას შეიცავს და რომელიც უფრო შენს ინტერესზე მორგებულად გეჩვენება. ასეა სივის შემთხვევაშიც. მე თუ მინდა მარკეტერი, მომეწონება სივი, სადაც დავინახავ ამ მიმართულებას მკაფიოდ.
კრიტიკაში ყველანი მაგრები ვართ

ნაცნობობას რაც შეეხება, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ყველგან ეგრეა. ნეთვორქინგი მსოფლიოში საუკეთესო დასაქმების საშუალებად ითვლება. ნეპოტიზმზე და არაკვალიფიციური ნათესავების დასაქმებაზე არაა სუბარი. მე თუ მყავს ნაცნობი, რომელიც რეკომენდაციას გამიწევს, ე.ი. მას აქვს იმის იმედი, რომ მე კარგად შევასრულებ სამუშაოს და ეგ უკვე ჩემი დამსახურებაა. თუმცა ნაცნობობის გარეშეც საქმდება ხალხი და დემოტივატორები ნუ ვიქნებით
This post has been edited by TSH on 10 Mar 2016, 12:27