მოგესალმებით, მინდა ერთ-ერთი ვაკანსიის შესახებ დავწერო ორიოდე სიტყვა
შეიძლება იცოდეთ კიდევაც QNET.NET-ის შესახებ რაიმე მაგრამ მინდა ვინც არ იცის იმან გაიგოს და ვინც იცით თქვენი შეხედულებები დაწერეთ ძალიან გამომადგება პირადათ მე და საერთოდ ყველას.
რომ არ მივედ-მოვედო ეგრევე დავიწყებ წავყევი მეგობარს რაღაც სამსახურის "თემაზე" (უმუშევარი ვარ) თან მითხრა შენთვისაც არისო მეც გამიკვირდა და რომ ვკითხე ოფისში იყო სამუშაო.
მივედით მეტრო "ტექნიკურ უნივერსიტეტთან" არსებული მაკდონალდის უკან ნიკორას მაღაზიასთან ერთ-ერთ კორპუსში ნაქირავებ ბინაში ავედით.
რომ ავედით ძალიან უცნაური გარემო დამხვდა დაცარიელებული სახლი, ოთახებში დავინახე მაგიდა და სკამი მხოლოდ
არავითარი კომპიუტერი ფურცლები და ა.შ
შეგვიყვანეს ოთახში და ვისაც ქონდა ნაქირავები ბინა ის შემოვიდა და დაგვიწყო ლაპარაკი ძალიან არეულ-დარეულად ლაპარაკობდა
ძალიან ბევრი ილაპარაკა და ტვინი მოხნა მაგრად და ბოლოს სანამ არ ჩავეჯინე და რამდენიმე კითხვა რამდენჯერმე არ გავუმეორე მანამდე თავისასა უბერავდა. (ცუდი მოლაპარაკე იყო)
ბოლოს გავარკვიე რაც უნდა ეთქვა და ეგ ყველაფერი უნდოდა 3 დღეზე გაენაწილებინა და ძლივს ვათქმევინე
QNET.NET ზე უნდა დავრეგისტირირებულიყავი რაც ღირდა 30$ შემდეგ უნდა მეყიდა რაიმე ნივთი მინიმუმ 1 ცალი რომლის ღირებულებაც იყოს მინიმუმ 1800$ (საიტს გადახედეთ მანდ არის პროდუქცია) ამ ყველაფრის შემდეგ მე უნდა მომეძია 2 ადამიანი რომელიც ასევე დარეგისტრიდებოდა იმ საიტზე და იყიდიდა რაიმე მინიმუმ 1 ნივთს და იმ ორ ადამიანსაც რომლებიც იყიდიდნენ ნივთებს იმათაც უნდა მოეძიათ ორ-ორი პიროვნება და ასე მიდიოდა პირამიდასავით
იხილეთ სურათი და მის ქვემოთ ახსნა.

ახლა აგიხსნით ამ სქემას
1 ვარ მე ან თქვენ(როგორც გაგიადვილდებათ) B და B2 არიან თქვენი მოძიებული ხალხი რომლებმაც იყიდეს მაგ საიტიდან რაიმეს (საიტზე მინიმუმ 1800$ ღირს ნივთი მე ასე მითხრეს მაგრამ საიტზე ფასები ვერ ვნახე)
B და B2-მა უნდა მოიწვიონ ორ-ორი პიროვნება ანუ B2-ის მოწვეული არის C და C2
ხოლო B-ს მოწვეული არის მის ქვემოთ ორი რგოლი და ასე გრძელდება უსასრულოდ.
რაც შეეხება ფულს! B და B2 რომ დავარეგისტრირე და ვაყიდინე ნივთები თითო-თითო მაინც, მე საიტი ჩამირიცხავს 200$-ს და ასე მიდის და მიდის და მოდის მუქთა ფული
მართალია ცოტა გაუგებრად მიწერია მაგრამ მგონი მიხვდებით
ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის