დამსაქმებელს იგივე სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და მკითხა, ესა და ეს როგორი კაციაო.
ცოტა უცნაური ვინმეა-მეთქი, ნეიტრალური პოზიცია დავიჭირე.
უცნაური კი არა, ძალიან ცუდი ადამიანი არისო, გაასაზიზღრა თავად.
შემდეგ მკითხა, ი.გ.-სთან თუ ხარ სახლში ნამყოფიო.
არა-მეთქი, ვუპასუხე. მგონი, ჩემი თაობის სტუდენტებიდან არავინ იყო ი.გ.-სთან სახლში ნამყოფი. გარდა ამისა, არასდროს მიყვარდა პედაგოგებთან თუ ლექტორებთან ზედმეტად ახლო ურთიერთობა.
ვაჰ, რას ქვია ნამყოფი არ ხარო, გაიბღინძა, მაშ, არც მისი სტუდენტი გქვიაო, რამდენი რამე დაგიკარგავსო, ეჰ.
შენმა მზემ, ნეტავ უკანალს არ ათამაშებდე-მეთქი, გავიფიქრე გულში
არც იმ სამსახურში ამიყვანეს