ქართლოსიჩემი საყვარელი კაფეა დღემდე ,,Carpe Diem'', ნარიყალასთან არ მისული, იმ გზაზეა.
მთელ თბილისს გადაჰყურებ, სიმშვიდე და ოჯახური გარემოა.
ხალხიც მშვიდი და წყნარი დადის ხოლმე (დღის საათებში დავდივარ ხოლმე, შაბათ-კვირას, საღამოობით იმატებს ხალხი).
მყუდროა, ასევე, მეიდანზე, ზემოთ, ,,Art-Home''. ძალიან მისტიკური გარემოა თავისი მისტიკური ოთახებითა და დიზაინით.
ისე იმუშავებ, კაცი არ შეგაწუხებს. იქ დავდივარ ხოლმე.
კარგია, ასევე, Le Toit (იმედია, სწორად დავწერე სახელი), ზედ ლესელიძეზეა, თბს-ის ცოტა რომ ჩამოცდები, გვერდიდანაა შესასვლელი. აწერია გარედან კაფეს სახელი.
მარჯანიშვილზე იყო საყვარელი ადგილი - ტერასა და დახურეს

გადავიდნენ სადღაც. იქ დავდიოდი ხშირად.
შარდენზე არის კიდევ ,,რეტრო" (ადრე ჯეზვე ერქვა). მივყუჩდებოდი ხოლმე ჩემთვის ბოლოში, ვმეცადინეობდი და შეგიძლია მთელი ღამეც იმუშავო, დარჩე (დილამდე ვმეცადინეობდი ხოლმე). არაჩვეულებრივი ყავა აქვთ ქვიშაზე მომზადებული.
კიდევ მომწონდა ჩაჩავას წინ, ფილარმონიის წინ, ახლა გადაარქვეს და ,,Gusto'' დაარქვეს.
კიდევ დავწერო ჩემი სია? თუ საკმარისია? ჯერ ესენი დალაშქრე, ამოარჩევ, თუ არადა, კაი ადგილებს კიდევ დაგიწერ