მეც ისეთ ადგილას ვმუშაობ, სკავები პუნქტი არც არის გარშემო.
სამაგიეროდ, არის მაღაზია, სადაც შეგიძლია სახლში გამომცხვარი ცომი იყიდო, ერთჯერად პარკში დაფასოებული და ზედ ბურბუშელების ყუთზე დაყრილი.
ცხადია, არაფერს ვყიდულობ ამ მაღაზიაში, ყველაფერი საოცრად გავს კიბოს: გაღუნულ კარდონის კოლოფში ჩასხმული ნატურალური რძე და კეფირი, ძეხვეულობა და ყველი ნაჭერ-ნაჭერ,
პლასტმასის ფორმაში მოთავსებული ნაირ-ნაირი სალათები დამზადების ვადისა და შიგნეულობის აღწერის გარეშე, კრემიანი ნამცხვრები, რომელბსაც ბუზიც არ ეკარება
და მზეზე დაყრილი ხილ-ბოსტნეულობა. ზრდილობისთვის, თევზეულობაც იყიდება და როგორც ვატყობ, ეს თევზები ყველაზე ძირძველი ბინადრები არიან აქაურობის.
მიყვარს ეს მაღაზია. ხშირად შევდივარ. ეგზოტიკას მგვრის და პატიოსნად, არაფერს ვყიდულობ, ისე გამოვდივარ.
საერთოდ, გამომცხვარ რაღაცებს იშვიათად ვეტანები სახლს გარეთ. ერთხელ ვიყიდე კრუასანი, 2 ქუჩის მიღმა და 3 ლარი გადამახდევინეს, ჩემი ბრალია.
უდაბნოში ყველაფერი ძვირი ღირს.
სახლში წიწიბურას ვხარშავ ან კარტოფილს და ყველთან ერთად მომაქვს სამსახურში.
ხან, წვნიანის (სუპის) საჭმელად მივდივარ ქალაქიის მეორე ნაწილში.
კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ, რომ ვაკვირდები, კულტურას უფრო ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ განსტრონომიულ ვნებებს.
ხვალ კვერცხს მოვხარშავ