#49177279 · 2 Nov 2016, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (GeorgePx @ 26 Oct 2016, 16:14 ) | რეალურად აქ დამსაქმებელი არ შემოდის. არც აქ და არც ვითომდაც 'დასაქმების საიტებზე" რეალური ვაკანსია არ დევს. მე ერთ წელზე მეტია ვუყურებ ამ განცხადებებს და სულ ერთი და იგივე განცხადებები მეორდება და მეორდება თვითონ საიტის მიერ ბაზიდან ყოველდღიურად ათობით და ასეულობით ამოყრილი. სისულელეა ეს ყველაფერი. დროის კარგვაა. იმ აზრამდე მივდივარ რომ გაყიდო ყველაფერი რაც გაბადია და გადაიხვეწო ამ ქვეყნიდან. რაც არ უნდა სამუშაო იშოვნო ღირსებას მაინც არავინ შეგილახავს. |
ერთი და იგივე ვაკანსია ხშირად რომ დევს დაბალ პოზიციაზე, ნიშნავს კადრების მაღალ დენადობას და შეგიძლია ჩათვალო რომ არც ისე მიმზიდველი ადგილია (მაგალითად კონსულტანტის პოზიცია ქსელურ მარკეტებში და ა.შ.) თუ მაღალ პოზიციაზეა ერთი და იგივე ვაკანსია ნიშნავს რომ დამსაქმებელი არაადექვატურ მოთხოვნებს აყენებს შეთავაზებულ პირობებთან მიმართებაში. 5 სხვადასხვა კომპანიაში მაქვს ნამუშევარი, პირველ ორ სამსახურში ჯობს ჯით მოვხვდი, მესამეში ჯობს ჯი + რეკომენდატორი (საქმიანი რეკომენდაცია), მეოთხეში ჩემი თავი შესთავაზეს კოლეგებმა (საქმიან რეკომენდაციად ჩავთვალოთ), ბოლო სამსახური სააგენტომ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა (სიმართლე რომ ვთქვა გამიკვირდა ამ პოზიციაზე პირადი ნაცნობობის გარეშე რომ ამიყვანეს) არცერთი რეკომენდატორი არ იყო ჩემი ნათესავი, უბრალოდ ერთად გვქონდა ნამუშევარი. ზოგადად პირველი სამსახურის შოვნა არის ყველაზე რთული ან თუ წყვეტა გქონდა დიდი ხნით
This post has been edited by FinEx on 2 Nov 2016, 15:29
--------------------
არაა ეგრე, პოლიტ ელიტაა მტერი, ზოგადად დასავლეთის. ტრამპთან დაკავშირებით იმედები იყო, რომ რევოლუციონერი გამოდგებოდა (როგორც სააკაშვილი), მაგრამ, როგორც ჩანს და ისეთი პირი უჩანს, რომ გახედრეს @ ქოცი არ არის მაგრამ
|