ურბანული იდეების ლაბორატორია, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში გასაკრავი მეტროპოლიტენის რუკის დიზაინზე. რუკა უნდა გამოსახავდეს თბილისის მეტროპოლიტენის ორ ხაზს, სადგურების ახლოს მდებარე ძირითად ქუჩებს და ლენდმარკებს. რუკა შესაძლებელია იყოს როგორც სქემატური, ასევე გეოგრაფიული.
მოთხოვნები:
1. რუკა უნდა იყოს კვადრატული ფორმატის და იკითხებოდეს გარკვევით 45x45 სმ ზომით დაბეჭდილ ვერსიაზე მინიმუმ ერთი მეტრის მანძილიდან;
2. რუკა დატანილი უნდა იყოს თეთრ ფონზე;
3. თითოეული მეტროსადგურის სახელწოდება მითითებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
4. პირველი ხაზი აღნიშნული უნდა იყოს წითელი ფერით, ხოლო საბურთალოს ხაზი – მწვანე ფერით;
5. სადგურ ,,ვაჟა-ფშაველადან“ მშენებარე სადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტდე“ მონაკვეთი აღნიშნული უნდა იყოს წყვეტილი მწვანე ხაზით;
6. რუკა უნდა იყოს სწრაფად აღქმადი, არ უნდა იყოს ზედმეტი დეტალებით გადატვირთული. ამასთანავე, რუკამ ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას მგზავრს თითოეული მეტროსადგურის მდებარეობის შესახებ; რისთვისაც მასზე აღნიშნული უნდა იყოს მეტროსადგურებთან მდებარე ძირითადი ლენდმარკები (მაგ, პროსპექტი, მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ღირსშესანიშნაობები), რომელთაც შეარჩევს რუკის ავტორი;
7. რუკაზე აღნიშნული უნდა იყოს მტკვარი, ლისის ტბა, კუს ტბა, თბილისის ზღვა, ფუნიკულიორი, რიყის და კუს ტბის საბაგირო ხაზები, რკინიგზის ცენტრალური სადგური და ავტოსადგურები ორთაჭალაში, სადგურის მოედანსა და დიდუბეში;
8. რუკაზე მითითებული უნდა იყოს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები: 6:00-24:00, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი: 293-44-44 და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი – 112.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ რუკის ელექტრონული ვერსია JPEG და PDF ფორმატებში არაუგვიანეს 4 ნოემბრის 18:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე: urbanlab@tbilisiurbanlab.org
მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსანტები მზად უნდა იყვნენ, წარმოადგინონ, ფაილი სხვა ფორმატებშიც.
საუკეთესო რუკის ავტორები გადავლენ შერჩევის მეორე ეტაპზე და რუკებთან დაკავშირებით, მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს 9 ნოემბერს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი რუკის საბოლოო ვერსიები, უნდა გამოიგზავნოს 16 ნოემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული გამოვლინდება 21 ნოემბერს და მიიღებს პრიზს – 250 ლარს.
ყველა საავტორო უფლება რუკაზე, გადადის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: T 557 41 86 66 და 592 91 97 98 ან მოგვწერეთ ,,ურბანული იდეების ლაბორატორიის“ ფეისბუქ გვერდზე
https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/სადგურების სახელწოდებები
პირველი ხაზი – The First Line:
ვარკეთილი – Varketili
სამგორი – Samgori
ისანი – Isani
300 არაგველი – 300 Aragveli
ავლაბარი – Avlabari
თავისუფლების მოედანი – Liberty Square
რუსთაველი – Rustaveli
მარჯანიშვილი – Marjanishvili
სადგურის მოედანი – Station Square
ნაძალადევი – Nadzaladevi
გოცირიძე – Gotsiridze
დიდუბე – Didube
ღრმაღელე – Grmagele
გურამიშვილი – Guramishvili
სარაჯიშვილი – Sarajishvili
ახმეტელის თეატრი – Akhmeteli Theatre
საბურთალოს ხაზი – Saburtalo Line:
სადგურის მოედანი 2 – Station Square 2
წერეთელი – Tsereteli
ტექნიკური უნივერსიტეტი – Technical University
სამედიცინო უნივერსიტეტი – Medical University
დელისი – Delisi
ვაჟა-ფშაველა – Vazha Pshavela
სახელმწიფო უნივერსიტეტი – State University
გთხოვთ იხილოთ დანართები:
http://www.jobs.ge/125975/
Real SAABs don't leak. They just mark their territory.