აი კლასიკური მონობა

კვალიფიკაციიდან გამომდინარე

მე პირადად თან გამეცინა თან გავბრაზდი
იურისტის ანაზღაურებადი სტაჟიორი
სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას იურდიულ განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე.
სტაჟირება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
სტაჟიორის ფუნქციებს წარმოადგენს უშუალოთ ასისტირება გაუწიოს იურდიული განყოფილების ხელმძღვანელს და შეასრულოს მისი სხვადასხვა დავალებები.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
რეიტინგული ქართულ იურდიულ სკოლაში მიღებული უმაღლესი განათლება, კერძო სამართლის მიმართულებით, ფოკუსირება ბიზნეს და საკორპორაციო სამართალზე. აკადემიური მოთხოვნა - ბაკალავრი ან მაგისტრატურის სტუდენტი; დასავლური განათლება მიიჩნევა უპირატესად;
მაღალი აკადემიური მოსწრება, სულ მცირე GPA 3.5;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სტატიები, კვლევები პუბლიკაცია, მიიჩნევა უპირატესად;
ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი) ინგლისური IELTS -7.5 (მინიმუმი); გერმანული ენის ცოდნა მიიჩნევა უპირატესად; LSAT -ის გამოცდის ჩაბარება მიიჩნევა უპირატესად;
ევროპის ან ამერიკულ უნივერსიტეტში პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიჩნევა უპირატესად;
სტაჟირება წამყვან იურდიულ ფირმაში ან კომპანიაში მიიჩნევა უპირატესად;
სამოქალაქო აქტივობა, მოხალისედ მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვის უნარი მიიჩნევა უპირატესად;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა, სამუშაოების დაგეგმვის უნარი, ერთდროულად სხვადასხვა დავალებების შესრულება, პუნქტუალურობა, თავაზიანობა, სიმშვიდე, კორექტულობა, დავალებების მიმართ ლოიალობა და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
სტაჟირების პერიოდში კანდიდატს მიეცემა ანაზღაურება და სამედიცინო დაზღვევა. ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის და უნარების გათვალისწინებით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრება /ტესტირებას და შესაძლებელია შეასრულონ წერითი დავალებაც.
კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით არაუგვიანეს 2017 წლის 10 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: Law@healthywater.ge;