ნახეთ რას ყვება სპარში დასაქმებული და უკვე ყოფილი კონსულტანტი
https://www.facebook.com/mariagvalia/videos/1585672458202705და მერე კომენტარებში რა მიწერეს
სხვა ყოფილმა დასაქმებულებმა ასევე
სრული სიმართლეა ხალხო!!! ჩემი მეგობარი მუშაობდა სპარში, ღამის ცვლაში იყო და მეორე დღეს დაურეკეს რო შენი ცვლის დროს ძვირადღირებული სასმელი დაიკარგა და ხელფასიდან ჩამოგეჭრება თანხაო, ნუ რათქმაუნდა ძალიან ინერვიულა ამ გოგომ, ცალკე მენეჯერსაც ელაპარაკა რომელი სასმელი დაიკარგაო ან რა ფასიანიო და არავინ პასუხს არ სცემდა. ბოლოს მოითხოვა იმ ღამის ვიდეო ჩანაწერები მანახეთო და მენეჯერმა გეხუმრეთო

)) უბრალოდ იმ საღამოს რამოდენიმეჯერ ტელეფონი გეკავა ხელში და იმის მერე მეტი ყურადღება რომ მიგექცია მაღაზიისათვისო იმისთვის მოგატყუეთო

))
კიდე სხვა
მეც ცუდად მეხუმრნენ, ნუ თვითონ ამას ხუმრობას ეძახიან... დილით სალარო რომ ჩაიბარა მითხრა დიდი თანხა აკლიაო, რათქმაუნდა ვიკითხე არა თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ არ მიპასუხეს, სახლში წადი მენეჯერი მოვა სეიფი უნდა დაითვალოს და მერე გეტყვით ზუსტადო... მთელი დღე ისე ვინერვიულე მოვკვდი ლამის, ბევრჯერ დავრეკე მაგრამ არ გამცეს ნორმალური პასუხი, ვერ მოვითბინე გავედი საღამოთი და ასე უბრალოდ მითხრეს გეხუმრეთო , შენ მართლა დაიჯერეო? ჰოდა სულ კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი და იმის მერე ჩემი ფეხი არ ყოფილა იქ... მათხოვრები
კიდევ
მეგონა მე ვყვებოდი ამ ყველაფერს, სპარში გატარებული 4 თვის მიერ გამოწვეული სტრესი კიდევ არ გამნელებია.
არ ვიცი სხვა მარკეტებში რა ხდება, მაგრამ სპარი არის "ჯოჯოხეთი დედამიწაზე".
დილის 9-დან 9-მდე, ნუ ეს თეორიულად; დილით აუცილებლად 9-ზე იქ უნდა იყო, მაგრამ საღამოს ზუსტად 9-ზე მე იქიდან არ გამოვსულვარ არასდროს.
კიდევ რა დამრჩა ცუდად, ღამის სმენაში რომ ხარ და ყველაფერს შეასრულებ რაც გავალია, რომ გაწყდები წელში და ელოდები როდისს გათენდება, როდის მოვა მენეჯერი და გეტყვის დაისვენე, შეგიძლია წახვიდე სახლშიო და ამ დროს რა ხდება, მოდის მენეჯერი, გეუბნება ეს არ არის კარგად გაწმენდილი, აქ ერთი ლუდი აკლია, წადი გამოიტანე, ჯერ ნაგავი კარგად მოაგროვე და გადაყარე, გამოგავე, გამოწმინდე, მიდი ესენი შეიტანე , ის გამოიტანე...
მოკლედ, ამ ჯოჯოხეთში მენეჯერიც რომ არ გყავს ისეთი, რომელიც მოვა დილით და გეტყვის უძილო ხარ, დაღლილი, კარგად შეგისრულებია მოვალეობები და გიშვებ სახლში, წადი დაისვენე...არც ერთხელ არ მახსოვს ასე წავსულიყავი სახლში. ელემენტარული ადამიანური გაგებაც არ აქვს უმრავლესობას, იმ მძიმე პირობებში, რაშიც მუშაობა გვიწევს სრულწლოვანებს და რამდენს კიდე არასრულწლოვანს. და ბოლოს, 12 საათიანი გრაფიკით მუშაობ ყოველთვის სტრესულ გარემოში თან, არავინ ხედავს შენს შრომას და ხელფასის დღე რომ მოდის 400+ბონუსის ნაცვლას 200 შემრჩა ხელთ. რატომ? მაღაზიას ჰქონდა დანაკლისი, ვიღაცამ რაღაც მოიპარა, წაიღო და მოლარეების ბრალია კაცო. ამ სტრესულ გარემოში ამდენს რომ ვაკეთებთ, ქურდები ვეღარ უნდა შევნიშნოთ?!
მართლა შეგრცხვეთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ შრომის კოდექსის გაუმჯობესება და ამას არ აკეთებთ!
კიდევ
იგივეს თქმა შემიძლია Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი
Nikora • ნიკორა დაკავშირებით..
ისეთი მათხოვრული ხელფასები აქვთ რომ მუშაობა კი არა ცხოვრების ხალისს დაკარგავ.. 1თვე ვიმუშავე კონსუკტანტის პოზიციაზე და ადმინისტრატორისგან, რომელიც რეალურად თავისი საქმის პროფესიონალი არ იყო და აზრზე არ იყო როგორ უნდა მოქცეოდა თავის თანამშრომელს იმხელა სტერესი მივიღე ლამის ფსიქოლოგის კონსულტაცია დამჭირდა.
ამას პლიუს სტაფი საწყობში ან მენეჯერის კაბინეტში ვიკვებებოდით (ისიც თუ არავინ არ ყავდა ან ადგილზე არ იყო, რადგან ცოტა არ იყოს უხერხულია მენეჯერის კაბინეტში ჭამა :დ) არც კარადები გვქონდა სადაც ჩვენს ნივთებს შევინახავდით და იმ ყველაფერს აღარ გავიმეორებ რაც უკვე ითქვა.. ერთი სიტყით სრული კოშმარი იყო.
კიდევ
ორ ნაბიჯშიც იგივე სიტუაციაა,კონსულტანტი ხარ მაგრამ ყველაფერი შენი გასაკეთებელია,ხან ბოსტნეულში უნდა იყო,ხან,მაცივრებტან ხან მოლარე,ხან ცოცხით დარბიხარ და პოლისჯოხით,ხან მეშოკი უნდა გამოატრიო და 9 საათი სულ ფეხზე ხარ,დაჯდომა არ შეგიძლია.3 დღე ძლივს გავძელი და მერე დავანებე თავი
აღარ დავწერ დანარჩენებს იმდენი მაგალითებია
This post has been edited by Mr Angry on 19 Mar 2019, 00:13