15 წლიდან, ყოველ ზაფხულზე, სკოლის არდადეგებზე ვმუშაობდი და ჩემი ფული მქონდა, ძირითადად შავ მუშად მშენებლობაზე და ა.შ, ვყიდდი facebook ექაუნთებს და გვერდებს, 17 წლის ასაკში, 2016 წელს პირველი დანაზოგი პირველი 1000$ მოვაგროვე და პირველი მანქანა ვიყიდე, აბიტურიენტობის ჟამს ახლობელთან ერთად უძრავი ქონების აგენტობასაც ვითავსებდი (მანქანას საწვავი და მოვლა სჭირდებოდა)
ახლა სადაცაა 19 წლის გავხდები, საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ, ჩემთვის არც თუ ისე ცუდი ხელფასით... აგერ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადაც ამოვწურე და დაზღვევაც ავიღე

თან ვსწავლობ ჩემს მომავალ პროფესიას რომლითაც მერე კარგი კარიერის გაკეთებას ვაპირებ და ვერ ვიტან 40 წლის ბავშვებს რომლებიც ისევ მშობლის კისერზე არიან.
P.S. მთავარია მონდომება და მუშაობა ყოველთვის, ყველა ასაკში შეიძლება
P.P.S. თუ ვინმე უმუშევარი, ინგლისურის კარგად მცოდნე (საუბარი რომ შეეძლოს) ახალგაზრდა კითხულობს ამას, შემიძლია ერთი კარგი ვაკანსიის შემოთავაზება. უმრავლესობა სტუდენტები ვართ, სწავლას მარტივად ვუწყობთ სამუშაოს.