ყველა ქვეყანაში ყველა სადაზღვევი "ჭამს".
მაგრამ ჭამს იმას, რაც ეკუთვნის.
რისკს იღებს თავის თავზე და იმიტომ.
შეიძლება ჭამოს, შეიძლება ვერა.
ერთ მაგალითს მოვიყვან იმ სადაზღვევო კომპანიიდან, სადაც ვმუშაობ.
გვაქვს მცირე ბიზნეს-ობიექტებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტი.
ღირს თვეში 20 ლარი.
ბავშვთა სამყაროს ხანძრის შემდეგ სულაც 50%-იანი ფასდაკლება გვქონდა, სოციალური აქცია.
და საკმაოდ ბევრი დაეზღვა, ხანძრის შემდეგ ყველას ახსენდება ხოლმე.
ვთქვათ დაეზღვა 1000 მაღაზია.მცირე საწარმო.
თვეში 20000 ლარია და ჩნდება შეგრძნება, რომ სადაზღვევო ჭამს ამ ფულს.
შარშან ელიავაზე ერთი ავტონაწილების დიდი სავაჭრო ცენტრი რო დაიწვა, მანდ იყო დაზღვეული ჩვენთან მაღაზიები და დაახლოებით 600,000 ლარი მარტო მაგ ერთ სავაჭრო ობიექტზე გადავუხადეთ რამდენიმე მაღაზიას,
600,000 გადავიხადეთ იქ, საიდანაც წელიწადში 10,000-საც არ ვიღებთ შემოსავალს.
მეორე შემთხვევა - საწყობი გვქონდა დაზღვეული, სადღაც 30 ლარს იხდიდა თვეში კლიენტი.
გაუსკდა მილი, დაეტბორა მარაგები და დაახლოებით 80,000 გადავიხადეთ, 2-3 თვის წინ.
ანუ ფული რო "ჭამოს" სადაზღვევომ, კიდევ 200 ეგეთი ობიექტი უნდა ქონდეს დაზღვეული და იმათ არაფერი მოუვიდეთ.
დაზღვევა რა არის ეგ არ ესმის ხალხს.
არ ესმის და საჭიროებასაც ვერ ხედავს.
არც იცის რო საკმაოდ ხელმისაწვდომია დაზღვევა ადამიანებისთვის, ძვირი გონიათ სტერეოტიპულად.
იაფი რო იყოს, ფულს ხო ვერ შეჭამენ.
ასეთი მიდგომა არის კულტურის არქონა.
მე პირადად ყველაფერი დაზღვეული მაქვს. მარტო მე არა, ოჯახს.
ჯანმრთელობები, მანქანა, სახლი, აგარაკი. საზღვარგარეთაც არასოდეს მივდივარ სამოგზაურო დაზღვევის გარეშე.
და არ ვთვლი რომ ფულს ტყუილად ვიხდი იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში იმ სარგებელს ვიღებ, რაშიც ფული მაქვს გადახდილი.
ხო ვმუშაობ მაგ სფეროში, 12 წელზე მეტია უკვე და ვინმეს გონია რომ ტყუილად ვიხდი ფულს?

ბიზნესი რო გაქვს და თვეში 20 ლარის გადახდა გენანება დაზღვევაში, მანქანა რო გყავს და თვეში 6 ლარს არ იხდი პასუხისმგებლობის დაზღვევაში, საზღვარგარეთ მიდიხარ და დღეში 1 ლარი გენანება სამოგზაურო დაზღვევისთვის, კი ხარ ღირსი მოგივიდეს შემთხვევა და ან დაიღუპო(გაღატაკდე), ან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნას.
ხო და მაგიტომ აწესებს სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევებს.
This post has been edited by Frankens†ein on 20 Dec 2018, 09:53
Mens sana in corpore sano...