თორნიკეეხელშეკრულებაში თუ არის განსაზღვრული, რომ არასამუშაო საათებში შესაძლოა მოხდეს გამოძახება საგანგებო სიტუაციაში, რაც შესაბამისად ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად, მაშინ კი. სხვა შემთხვევაში რა ვალდებულია ადამიანი თავისი თავისუფალი დრო და მთელი დღის ხელფასი (ტაქსი წინ და უკან) დაუთმოს ვიღაცის ხუშტურს, როცა სხვა დროც გამოინახება, როცა ყველა ერთდროულად სამსახურშია?
იქნებ დაგეგმილი აქვს ადამიანს რამე საქმე, მიდის ვინმესთან, ან ქალაქგარეთ ან სულაც ქვეყნიდან და უცებ ურეკავ, მოდი საქმე გავარჩიოთო. რატომ უნდა გადადოს პირადი გეგმები? აქ ლაპარაკი არაა რამდენიმეათასიან ღრმადსაპასუხისმგებლო სამსახურზე, 500 ლარზეა ლაპარაკი თვეში და კიდევ დასვენების დღეც არ შეარგო??
აუცილებლობაა თუ არა მაგარი ახატია ადამიანს არასამუშაო დროს. მონა არაა, რომ სულ გამოჭიმული იყოს მზადყოფნაზე. სამუშაო საათები რეგულირდება ხელშეკრულებით და მორჩა. ნებისმიერი სხვა გამოძახება არის ზეგანაკვეთური და ისიც არასავალდებულო, თუ არაა ხელშეკრულებაში გაწერილი.
მე მაგალითად თვეში 1 კვირა მაქვს, როცა ვალდებულება მაქვს ხელშეკრულებით, რომ თუ რამე გადაუდებელი მოხდა, 24 საათი მისაწვდომი ვიყო (ონლაინ ან თუ დაიქცა ყველაფერი, ოფისში მისვლა) და ამ 1 კვირაში, უბრალოდ იმის გამო, რომ მზადყოფნაში ვარ, 250 ევროს მირიცხავს კომპანია: დისკომფორტია, კომპიუტერი უნდა ატარო სადაც იქნები და ოფისიდან ნახევარი საათის მისადგომში უნდა იყო.
ესაა ნორმალური მიდგომა. სხვა შემთხვევაში ვინმემ დამირეკოს როცა ვისვენებ, მოდი ოფისში, საქმე მაქვსო, სადაა ეგრე

საქმე უნდა იყოს სამუშაო დროს. ჩემი თავისუფალი დრო არის მხოლოდ ჩემი და არავის ხათრით არ გავაჩუქებ