მე მართლა მაინტერესებს, რა აზრი აქვს "შრომის კოდექსის" არსებობას და დასაქმებულის ვითომ უფლებების დაცვას, როდესაც შრომის კოდექსი ისეა გაწერილი, რომ ყველაფერს რეალურად აზრი ეკარგება.
გიწერია რომ 40 საათია სრული განაკვეთი, დანარჩენი - ზეგანაკვეთური სამუშაო, ვითომ 48 საათზე მეტი მუშაობა "არ შეიძლება", თუმცა არაპირდაპირ დაშვებულია. ყველაზე ცუდი, ჯერ კიდევ არ გვაქვს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება (ფორმალურად მაინც რომ იყოს), დამსაქმებლები 24 საათი რომ ამუშავებენ ხალხს და 50-60 ლარს რომ უხდიან, ვითომ ერთი დღისთვის სოლიდური ანაზღაურებაა და სხვებზე კარგად გიხდითო და 24 საათს რომ ერთი დღის სამუშაოდ თვლიან. რეალურად 3 ლარიც კი არ გამოდის საათობრივი ანაზღაურება, არადა კოდექსით გაწერილია, რომ ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება უფრო დიდი უნდა იყოს, თუმცა ამის კონტროლი შეუძლებელია, სანამ საათობრივი ანაზღაურების მინიმუმი არ იქნება შემოღებული.
იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ განვითარებული ქვეყნები უკვე მიხვდნენ, რომ 24 საათი ან ამხელა გრაფიკი არ შეიძლება და დამანგრეველია ზოგადად ადამიანისთვის. თან ერთი დღის სამუშაოდ რომ თვლიან ხოლმე, ამაზე უფრო ნერვები მეშლება
ან თუნდაც 24 საათი არა და 16-18 საათიანი ვაკანსიები რომ არის ხოლმე, ან 6 სამუშაო დღე

დამსაქმებლების თავხედობას მართლაც არ აქვს საზღვარი.
შრომის კოდექსი კიდევ ერთი დიდი თავის მოტყუებაა (განსაკუთრებით სამუშაო განაკვეთის ნაწილი) და კიდევ ასე დარჩება, სანამ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ იქნება შემოღებული, რომ ცოდა ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და არარაციონალური სამუშაო გრაფიკი ოდნავ მაინც დაექვემდებაროს კონტროლს და შეწყვიტონ დამსაქმებლებმა სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და თან რეალურად სამი სამუშაო დღისთვის ერთი დღის ხელფასის გადახდა.
This post has been edited by Arcbell on 18 Mar 2022, 15:58