დიდი მინუსი დაგმართია და რატომ დავწერ:
საერთოდ უნდა იცოდე რომ რეალურად რაც არის იმ პოზიციაზეე ანაზღაურება სხვაგან, რაზედაც შენ აპირებ მუშაობას, ხელფასი უნდა მოითხოვო არა იმდენი რაც არის რეალურად სხვაგან ან უფრო ცოტა ნაკლები კი არა რომ სამსახურში ლიჟბი აგიყვანონ და იმუშავო თუნდაც უფრო დაბალ ანაზღაურებაზეც იყო თანახმა...... მანდ არის ფსიქოლოგიური მომენტი, როგორც გამოცდილი ადამიანი გეუბნები... პირიქით უნდა თქვა უფრო მაღალი ვიდრე არის რეალური ანაზღაურება საერთოდ. შენ თუ სათანადოდ არ აფასებ საკუთარ თავს საკუთარ შესაძლებობას ცოდნას და ეჭვი გეპარება რომ შეიძლება ვერ გაქაჩო ან არ დაკარგო თუნდაც შემთხვევით გამოჩენილი ვაკანსია და ამბობ დაბალს ესეიგი გამოდის არ ხარ პროფესიონალი შენის საქმის, დაუფიქრდი აბა.... შენ რომ იმ გამსაუბრებლის ადგილას იყო მსგავს სიტუაციაში შენც დაბრაკავდი სხვას.
პროფესიონალმა იცის საქმეც და თავისი თავის ფასიც, ძირითადად ასეთი მიდგომაა და შენ ეტყობა ჯერ ან ძაან ახალგაზრდა ხარ ან ცოტა ეჭვი გეპარება საკუთარ თავში.
მსგავს გასაუბრებაში ეუბნები მაღალს და მერე თავად გევაჭრება რამდენის გადახდა უნდა ან შეუძლია დამსაქმებელს, შენც წინასწარ უნდა იცოდე საშუალოდ რამდენია მასზე ანაზღაურება და მიდის ვაჭრობა, ვაჭრობაშიც ეხლა ძაან არ უნდა შეტოპო თორემ ეგეც მინუსია...
შენც უნდა იყო ფსიქოლოგი და ამოიცნო მისი ხრიკები, ეხლა თუ გაგიმართლა და აგიყვანეს პოზიციაზე მერე უკვე შენზეა დამოკიდებული მართლა რამდენად პროფესიონალი ხარ შენი საქმისა, მაგრამ ის რომ ბევრი გასაუბრებასაც ვერ გადის ძირითადად მსგავს უბრალო საკითხებში იჭრებიან ხოლმე.
ეხლა ბაზარი არ არის ნაცნობობითაც კეთდება საქმეების ჩაწყობა მაგრამ თუ ხარ ფსიქოლოგიურადაც კარგად მომზადებული მსგავი გასაუბრების ბარიელს ადვილად გადალახავ, მთავარია ის საკითხი რაღაც დონეზე მაინც გესმოდეს რაზედაც აპირებ მუშაობას თორემ ეხლა რომ ვთქვათ მაგალითად: მძღოლობა გინდოდეს და ტარება არ იცოდე კარგად ...... მასეარ გამოვა საქმე ან მოლარე გამყიდველობას აპირებდე და გამრავლების ტაბულა არ იცოდე სხაპასხუპით .... მოკლედ მიხვდები რას ვგულისხმობ. დანარჩენი უკვე ბიძაშვილმამიდაშვილობა და ნაცნობმეგობრობის გადარეკვა გადმორეკვები მეორე ხარისხოვანია.
დამიჯერე კარგი სპეციალისტიც, კარგი მენეჯერიც, თუნდაც კარგი დამლაგებელი იქნება თუ მუშა ყველას ჭირდება, ოღონდ ეხლა ანაზღაურებაზე ცოტა მეტი უნდა მოითხოვო ისე დამაჯერებლად რომ მას ეს შენიდან პროფესიონალურად მოეჩვენოს.
This post has been edited by Amper on 14 Feb 2021, 02:53