ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ ამ სფეროში. ვარ მოქმედი დისპეჩერი, ვმუშაობ ამერიკულ სადისპეჩერო კომპანიაში. კომპანიის დამფუძნებლები ყოფილი სსრკ-დან არიან

მოკლედ, ვემსახურებით Carrier-ებს, ყველა მძღოლი კარენოი ამერიკელია. როგორც წესი, ჩვენთან მოდიან Power Only-ები, რომლებიც ეხლა იწყებენ საქმიანობას და ასეთებს ძალიან ჭირდებათ დისპეჩერები.
რომ იცოდეთ, თუ რა არის Power Only, ეს არის სატვირთო, ტრეილერის გარეშე. ეხლა რა პრობლემებია ასეთი მანქანის დატვირთვის, სულ ორი ვარიანტია: ან უნდა მოძებნო ლოუდ ბორდზე (ჩვენ DAT-ის ვიყენებთ) Hook & Drop ტვირთი. ეს არის ტრეილერი, რომელსაც დატვირთავენ ლოუდით, მძღოლი მივა დანიშნულების ადგილას, მიაბამენ მის მანქანას ამ ტრეილერს, რომელიც უკვე დატვირთულია ლოუდით და მძღოლი მას გადაზიდავს. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ასეთ ტვირთ-ში იმდენს არ იხდიან. ამიტომ მძღოლებს ასეთი ვარიანტები არ მოწონთ ხოლმე.
არის მეორე ვარიანტი: ლოუდ ბორდზე ეძებთ გასაქირავებელ ტრეილერს, როგორც წესი, მას აქირავებენ ხოლმე კომპანიები 7-10 დღით. მას ქირაობთ (რა თქმა უნდა ჯერ ამას უთანხმებთ მძღოლს) და უკვე ამის შემდეგ ეძებთ ტვირთს Dry Van-ისათვის. ამას, როგორც ხვდებით დრო მიაქვს და არც თუ ისე ცოტა. არადა ყველაზე კარგი ტვირთები მალევე მიდის ლოუდ ბორდიდან, პირველ 2 საათში, მერე უკვე რაც რჩება არის ნარჩენები, არც თუ ისე კარგი rate per mile-ით ან ტვირთი არც თუ ისე კარგ ლოკაციაში მიდის, საიდანაც უკან დასაბრუნებლად ძალზედ დაბალ ტარიფს გადაიხდის ბროკერი.
მაგრამ ამ მეორე ვარიანტს აქვს ერთი ნეგატიური მომენტი, შეიძლება იქირაოთ ესე ტრეილერი, მიიღოთ RateCon, მძღოლი მივიდეს ადგილზე და აღმოაჩინოს, რომ ტრეილერი არის იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება. ამის შემდეგ ურეკავთ ბროკერს, უგზავნით მძღოლის მიერ გამოგზავნილ ტრეილერის სურათს და თხოვთ, რომ შეგიცვალოთ ტრეილერი. ამას დამატებით დრო სჭირდება. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ იმ ეზოში, სადაც რამდენიმე ათეული ტრეილერია არც ერთი არ ვარგა და მძღოლს უწევს სხვა ადგილას მისვლა, შედარებით ნორმალური ტრეილერის სანახავად. ესე თუ მოხდა, ჩათვალეთ ის დღე დაიკარგა სრულიად და ტვირთს ვეღარ აიღებთ.
კიდევ ერთი მომენტი, როცა Carrier არის ახალი და მას ჯერ გადაზიდვების ისტორია არ აქვს, მასთან მხოლოდ 1 ბროკერი TQL (Total Quality Logistics) იმუშავებს, სხვა არავინ მას ტვირთებს არ მისცემს და ისიც TQL-იც კი ყველა ტვირთს არ მოგცემთ, ნებისმირ ტვირთს ამ ბროკერთანაც ვერ აიღებთ.
ხო, და წარმოიდგინეთ, აი, ასე წვალებით ტვირთავთ ამ Power Only-ის, ნელა ნელა გროვდება გადაზიდვების ისტორია, ასეტაპთ მას უკვე სხვა ბროკერებთან დროსთან ერთად, გეხსნებათ ტვირთების სხვა ვარიანტებიც, უკვე არა $2 იღებთ 1 მილში, არამედ უფრო კარგი ტვირთების აღებაც შეგიძლიათ. ეს მძღოლიც მდიდრდება ნელ-ნელა

შედეგად ყიდულობს ტრეილერს, თქვენი და თქვენი სადისპეჩერო კომპანიის დიდი მადლირია, თქვენ უკვე დროს აღარ კარგავთ გასაქირავებელი ტრეილერების მოძებნაში და იღებთ კარგ ტვირთებს და ფიქრობთ, რომ ცხოვრება აიწყეთ, ყველაფერი კარგად ლაგდება და ბედნიერი ხართ, თქვენი შემოსავალიც იზრდება

მაგრამ მალევე ამჩნევთ, რომ ამ მძღოლს ელ.ფოსტაზე ბროკერებისაგან მოსდის ტვირთის გადაზიდვის შეთავაზებები, ეს თქვენც გეგზავნებათ, რადგან CC-ში ხართ თქვენც

, შედეგად მძღოლი თანხმდება ამ შეთავაზებებს და აქედან, თქვენ რა თქმა უნდა არაფერი არ შეგხვდბათ. მერე მძღოლიც ყიდულობს წვდომას DAT-ზე, ნელა-ნელა სწავლობს ტვირთების აღებას და ხვდება, რომ თქვენი სადისპეჩეროს მომსახურება აღარ სჭირდება.
აი, ასეთი ნაბოზვრები არიან ეს მძღოლები და მინდა გითხრათ, რომ ეს პატერნი ყოველ ჯერზე მეორდება, რადგან ეს ამერიკელი მძღოლები, ყველა ერთი მამის შვილია

))))) შედეგად ამ Carrier-ს კარგავთ და თქვენთან მოდის ახალი Carrier და რა თქმა უნდა Power Only

აი, ასეთია დისპეჩერის ბედი

წლებია უკვე ვმუშაობ 4 Carrier-ს ვტვირთავ და აქედან მხოლოდ ერთი არის Reefer და დანარჩენი 3 Power Only.