1. - რა გზებით?
- ლეგალურით. პოულობ დროებით სამსახურს, მიდიხარ და მუშაობ. ან არ მიდიხარ, იღებ დისტანციურად შესასრულებელ პროექტზე დაკვეთას და სამუშაოს ასრულებ დისტანციურად, თუ შესაბამისი პროფესია გაქვს.
სამუშაოს მოძიება: გამოიყენეთ საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, როგორიცაა EURES, LinkedIn, Indeed, Jooble და სხვა.
დამატებითი ინფორმაციას მოიძიებ ,,დაგუგლვით" ან ინფორმაციის აღსაქმელად თუ კითხვა-პასუხის რეჟიმი გჭირდება, შეგიძლია შეხვიდე
https://chatgpt.com -ზე და ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხო რაც გაგიხარდება.
2. - სად შეიძლება 3 თვით დასაქმდე?
- მაგალითად:
გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში.
გერმანიაში მარტივად და ოფიციალურად შეგიძლია დასაქმდე დროებით, თუ გერმანული ენა იცი (გამონაკლის შემთხვევებში დასაქმებას შეძლებ კარგი ინგლისურითც). გერმანიას რამდენიმე წელია გამარტივებული აქვს დროებით, სეზონურ, სტუდენტურ სამუშაოებზე დასაქმების პროცედურები უცხოელებისთვის. ამ ტიპის სამუშაოებზე ანაზღაურება საშუალოდ არის საათში 15 - 17 ევრო. (რაც შეეხება მინიმუმს, საათში 12.82 ევროზე ნაკლების გადახდა აკრძალულია კანონით.) გაითვალისწინეთ, ასეთ სამუშაოებზე მუშაობა გულისხმობს სამუშაო საათებში ინტენსიურ შრომას, უმეტესად - ფიზიკურად.
დასაქმების ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 90 დღე 180-დღიან პერიოდში, და არაუმეტეს 6 თვე 12-თვიან პერიოდში .
დასაქმების სფეროები: ძირითადად სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სასტუმრო-რესტორნების სექტორი.
დასაქმების პროცესი:
გერმანელი დამსაქმებელი (და არა შენ) მიმართავს გერმანიის ფედერალურ დასაქმების სააგენტოს (Bundesagentur für Arbeit) სეზონური მუშაკის დასაქმების ნებართვის მისაღებად.
დამსაქმებელი (და არა შენ) ავსებს შესაბამის ფორმებს და განაცხადებს.
დამტკიცების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის საელჩოს სამუშაო ვიზის მისაღებად.
ენის ცოდნა:
ზოგიერთი დამსაქმებელი არ ითხოვს გერმანულის ცოდნას (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში).
სასტუმრო/რესტორნების სექტორში – A1-A2 დონე სასურველია, ზოგჯერ აუცილებელიც.
საბუთების შევსება ხშირად გერმანულად ხდება – დამსაქმებელი ან თქვენ მიერ შერცეული და დაქირავებული მესამე პირი გეხმარება.
რეკომენდაცია: სასურველია A1 დონეზე მაინც შეისწავლო ყოველდღიური ფრაზები და ძირითადი კომუნიკაცია.
პოლონეთის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივეა.
პოლონეთში დასაქმების პროცესი:
დამსაქმებელმა უნდა მოიპოვოს სეზონური სამუშაოს ნებართვა (zezwolenie na pracę sezonową) ადგილობრივი შრომის ოფისიდან.
დამსაქმებელი აგზავნის მოწვევას, რის შემდეგაც თქვენ მიმართავთ პოლონეთის საკონსულოს სამუშაო ვიზის მისაღებად.
დამტკიცების შემდეგ, შეგიძლიათ იმუშაოთ კონკრეტულ დამსაქმებელთან სეზონური სამუშაოს ფარგლებში.
შენიშვნა: ვიზა გახლავთ ეროვნული ტიპის (D ტიპი), რაც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ პოლონეთში და იმოგზაუროთ შენგენის ზონაში 90 დღით 180-დღიან პერიოდში.
საფრანგეთის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივეა.
დასაქმების ხანგრძლივობა: სეზონური სამუშაო ვიზა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ საფრანგეთში მაქსიმუმ 6 თვე 12-თვიან პერიოდში.
დასაქმების პროცესი:
დამსაქმებელმა უნდა მოიპოვოს სამუშაო ნებართვა (autorisation de travail) საფრანგეთის შრომის ადმინისტრაციიდან.
დამსაქმებელი აგზავნის მოწვევას, რის შემდეგაც თქვენ მიმართავთ საფრანგეთის საკონსულოს სეზონური სამუშაო ვიზის მისაღებად.
საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში უნდა მიმართოთ ადგილობრივ პრეფექტურას მრავალწლიანი სეზონური ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
საფრანგეთი შედარებით მკაცრია ენასთან – ბევრი დამსაქმებელი ითხოვს A1-A2 დონის ფრანგულს.
სოფლის მეურნეობასა და ხელით სამუშაოებზე შესაძლებელია ენის გარეშე მუშაობა, მაგრამ დამსაქმებლის სურვილზეა დამოკიდებული.
რეკომენდაცია: ფრანგულის საბაზისო ფრაზები (A1 დონე) გაადვილებს ვიზის მიღებასაც და მუშაობასაც
3. - დაგრჩეს ნორმალური თანხა?
- გააჩნია:
1) რისი კეთება შეგიძლია ნორმალურად;
2) რამდენს დახარჯავ;
3) რამდენია შენთვის ნორმალური თანხა.
This post has been edited by φία on 15 Apr 2025, 14:17