ახლა რადგანაც ფულს არ მიხდიან კიარა ხელფასსაც კი არ მიხდიან ამაში, გთავაზობთ ამბავს დრაკონისა და ჭიჭიკიასი:
(უფასოდ და უფულოდ, კაპიკიც არ მინდა ამაში)
ერთ მშვენიერ დღეს, ჭიჭიკიამ გადაწყვიტა, უნდა წავიდე და უკვდავების წყალი უნდა ვიშოვოო.
აისხა ხმალ-აბჯარი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ხედავს რაღაც წყარო მოწანწკარებს...
გაიხედ-გამოიხედა და იქვე დრაკონია ჩამომჯდარი.
ჭიჭიკიამ ლოგიკურად იმსჯელა: აგერ წყარო, დრაკონი დარაჯობს და ყარაულობს, ეს იქნება უკვდავების წყაროო...
მივარდა დრაკონს და თავი მოაჭრა. დრაკონს მოჭრილი თავის ადგილას ორი თავი ამოუვიდა...
აჭრის ჭიჭიკია თავებს და დრაკონს თითო მოჭრილი თავის ადგილას ორჯერ მეტი თავები ამოსდის...
დაიღალა ჭიჭიკია და ჩამოვჯდები დავისვენებო და იქვე ჩამოჯდა...
ვინ ხარო? - ეკითხება დრაკონი
ჭიჭიკია ვარო - უპასუხა
რა გინდა ჭიჭიკიაო?
წყალიო -ჭიჭიკიამ
მერე დალიე შეჩემანალა, შიგ ხო არა გაქვს, რა ხმალაობა გამიმართე აქაო - მიუგო დრაკონმა
* * *
გაგრძელება:
მოიცა და ეს უკვდავების წყალი არ არისო - ეკითხება ჭიჭიკია
რაის უკვდავების წყალი ჭიჭიკია, შენ ბევრს ხო არ ანძრევდი ახალგაზრდობაშიო - კითხვითვე უპასუხა დრაკონმა
აბა რას დარაჯობ და ყარაულობ ამასო?
და ვინ გითხრა რომ მაგას ვდარაჯობ და ვყარაულობო? - შეუბრუნა კითხვა დრაკონმა
აბა რას უზიხარ აქაო?
რაო და სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი და ავტობუსს ველოდები სახლში უნდა წავიდეო - დრაკონმა
* * *
ეხლა კიდე კარგად ვერ მოვყევი... იქ უნდა ყოფილიყავით... დაიხოცა ხალხი სიცილით...
სგ სგ მაგარი ხოცია