#62599605 · 22 May 2026, 20:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Fibercell აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება) ძირითადი ფუნქციები: • ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა-კონტროლი; • ბუღალტერიის დეპარტამენტის მართვა / თანამშრომლებისადმი დავალებების მიცემა და შესრულების მოთხოვნა • ყოველთვიური ბრუნვითი უწყისის ფორმირება; • საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა /გადასახადების გაანგარიშება და გადახდა; • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება; • ფინანსური რეპორტინგის წარმოება; • საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.); • შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების ასისტირება • მასალების აღრიცხვა და კონტროლი (მიღება, გადაადგილება, ჩამოწერა), პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება; • კომპანიის მენეჯმენტისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება; • ფინანსური დირექტორის დავალებების შესრულება / მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • მსხვილ კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (წარმოებაში მთ. ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება); • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა; • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა „ბალანსის“ ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ; • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები: • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; HR მობ: 599 672 022
|