ეგ უეჭველი. მოვითხოვ გუდმენას ლინჩის წესით გასამართლებას

ტაააკ დავიწყებ დღის მატჩით და შემდეგ დანარცენებსაც დავწერ
დღის მატჩი Toronto - Denver
ძალიან პრინციპული მატჩია იმის გათვალისწინებით რომ ტორონტოს ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს , გუნდი იმყოფება 12 ადგილზე კონფერენციაში, აუცილებელია თამაშის გამოსწორება, და რათქმაუნდა მოგებაც, თან დენვერი არ არის ისეთი ძლიერი მეტოქე ვის წინააღმდეგადაც წარმოუდგენელი იყოს მოგება! კიდევ ინტრიგა იმაში სძევს

რომ ტორონტო რატომღაც გასვლით შეხვედრებს უფრო იგებს ვიდრე საშინაოს! კიდევ ერთი ფაქტი რაზეც ტორონტოს მწვრთნელი სემ მიჩელი უნდა დაფიქრდეს. ეს არის კობის მიერ გაკეთებული 81 ქულა. აშკარად დაცვაში დიდი გარღვევაა. წესით ამ ფაქტმა უნდა იმოქმედოს როგორც დიდმა მოტივატორმა რათა კანადელებმა გამოასწორონ თამაში დაცვაში.
რაც შეეხება დენვერს. დენვერი წელს ძალიან კარგ თამაშ აჩვენებს. დივიზიონში არის პირველ ადგილზე 23 მოგებითა და 19 წაგებით. როგორც წესი ჩრდილო დასავლეთ კონფერენცია ითვლება ერთ ერთ სუსტად მთელს ნბა-ში და აქ უკვე პლეიოფში ადგილის განაღდება მხოლოდ I ადგილის მოპოვებით შეიძლება. პირველი ადგილისთვის პაექრობენ დენვერი 23-19, მინესოტა 19-19, და იუტა ( რომელმაც მიჭიპა დეტროიტი) 20-21. ამიტომ ამ სამი გუნდის ყოველ თამაშს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. პლიუს ამას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ დენვერმა 5 თამაში მოიგო ზედიზედ ( მათ შორის ერთი სან ანტონიოსთან ესბისი ცენტრზე). ნუ ძალიან სანახაობრივი მატჩი უნდა იყოს და იმედია წააგებს დენვერი
მიმაგრებული სურათი