ეხლა ვუყურე მინესოტას პრესკონფერენციას ახალ კალათბურთელებთან დაკავშირებით და მაგარი მესიამოვნა ისეთები იბაზრეს.
დვეინ კეისიმ თქვა რო ძალიან ბედნიერი ვარ ესეთი ახალი იგროკები რო გახდნენ ჩვენი ფრანჩაიზის წევრებიო, ის მესმის ძალიან ძნელია რო "დაკარგო" ისეთი მოთამაშე და პიროვნება როგორიც ვოლიაო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენი გუნდის athleticism-ის ( როგორაა ქართულად ვერ მოვიფიქრე

) გაუმჯობესებისთვისო, თან ეს 4 ახალი მოთამაშე არამარტო ძალიან ათლეტურები და დიდი პიროვნებები არიანო ნბა-შიო, არამედ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისინი ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნებები არიან მთელს მსოფლიოშიო.
რიკიმ განაცხადა, მე ვერსად წარმომედგინა ჩემი თავი ბოსტონის გარდაო, მაგრამ როგორც მოხდა გადმოვედი მინესოტაშიო, და ეს არის ის ერთადერთი გუნდი რომელშიც მინდოდა თამაში, ბოსტონის გარდაო.
ძალიან გახარებული ვარ რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და მოედანზე ვთამაშობ KG-სთან ერთადო. ეს ფაქტი უმრავლესობა NBA-ს კალათბურთელებისთვის დიდი სტიმულიაო როცა ისეთი დიდი კალათბურთელის გვერძე თამაშობ როგორიც KG-აო.მარკ ბლაუნტმა განაცხადა რომ რიკის მსგავსად ვერსად ვერ წარმოედგინა თავი ბოსტონის გარდა, მაგრამ როდესაც გაიგო ამ ტრეიდის შესაძლო განხორციელების შესახებ გული საერთოდ არ დასწყეტია,, ჯერესერთიც იმიტომ რომ მის 4 გუნდელთან ერთად გადმოდიოდა მინესოტაში და მეორეც ერთი იცოდა რომ მინესოტაში გადასვლით უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა ვიდრე ბოსტონშიც. ( როგორც ვხედავთ მისი მოსაზრებები გამართლდა).
ჯასტინ რიდმა და მარკუს ბენქსმა თითქმის ერთიდაიგივე თქვეს. ორივემ განაცხადა რომ ისინი მარკთან და რიკისთან შედარებით რუქიები არიან და მათ თავიდანვე იცოდნენ რომ ერთ გუნდში გაჩერება არ მოუწევდათ. მაგრამ თან დასძინეს რომ ბოსტონი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა რადგან ორივე ჯასსტინიც და მარკუსიც დრაფტზე ბოსტონის მიერ იყვნენ აყვანილები, მათ განაცხადეს რომ ყველანაირ ძალისხმევას გაიღებდნენ, მინესოტასთვის სასარგებლო და სასურველ შედეგის მისაღწევად.
მარკუს ბენქსი როგორც ვხედავთ ასრულებს ამ პირობას, წინა სეზონში მას ჰქონდა 4 PPG, ხოლო წელს კი რაც მინესოტაში თამაშობს 15 PPG!!!
This post has been edited by T@chka on 10 Feb 2006, 17:55