მართალია პრე-სეზონის თამაში იყო და კობის გარეშე ითამაშა პრაქტიკულად ელეიმ, მაგრამ მაინც მგლების თამაშით მაგარი ნასიამოვნები ვარ... პერიმეტრიდან ესეთ თამაშს ნაღდად არ ველოდი... პირველი მეოთხედის მერე დაცვაშიც მოუმატეს და შეტევაშიც... საერთო ჯამში მომეწონა.. თუ ესე გაგრძელდა და რეგულარულშიც მიყვათ ესეთი განწყობა და თამაში გული მიგრძობს წელს პლეიოფი დაიდება, იმენა უსიმპატიურესი გუნდია

ჩემს აზრს ჩამოვწერ თითოეულ მოთამაშეზე ამ თამაშიდან გამომდინარე (იმედია ესე გააგრძელენ ბიჭები) :
მილიჩიჩი - პირველ მეოთხედში თითქოს შიშით თამაშობდა, ვერც შეტევაში ივარგა და დაცვაში ხო საერთოდ, მაგრამ მერე მაგრად მოუმატა ძალიან პროდუქტიული რამოდენიმე წუთიანი მონაკვეთიც ქონდა... საერთო ჯამში მშვენივრად ითამაშა, უბრალოდ ერთი ეგაა შეტევაში მეტი უნდა ისროლოს
ბისლი - პირველ მეოთხედში იმდენი შეცდომა დაუშვა, მეშინოდა ბურთის მიღებისას ხელიდან არ გავარდნოდა, მერე მოუმატა და ბოლოს თამაშის საუკეთესო მოტამაშეც შეიქმნა, შეტევაში 5 იანს ვუწერ

დაცვაში მოიკოჭლებდა და ბევრი უაზრო თარნოვერი ქონდა.
ლავი - ამ კაცზე ახალს ვერაფერს ვიტყვი... დრევანდელი მინესოტას უმთავრესი ვარსკვლავია
უესლი ჯონსონი - ნორმალურად ითამაშა, რაც ისროლა ჩააგდო, დაცვაში არა უსავდა, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა.. ამ ბიჭისგან ბევრად მეტს ველი.
რიდნური - ჩემდა გასაკვირად ძალიან ცოტა ესროლა, მაგრამ სხვა მხრივ 5 იანი....პასებიც არიგა და დაცვაშიც კარგად იტამაშა.
პეკოვიჩი - ნორმალურად ითამაშა, უბრალოდ ეგ იყო ბლოკისკენ რამდენჯერაც გაიწია იმდენი ფოლი აიკიდა, მოსამატებელი აქვს ამ მხრივ... შეტევაში დიდად არც უაქტიურია.
უებსტერი - რაც ისროლა ყველაფერი ჩაყარა... უმაგრესი იყო, ესე თუ გააგრძელა პერიმეტრზე რაღა გვიჭირს, ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა, მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებდა...
კორი ბრიუერი - დღევანდელი იმედ გაცრუება, საშინლად ითამაშა... შარშანდელს არაფრით გავდა... ძალიან ბევრი უაზრო და განწირული ბურთი ისროლა...იმედია მოუმატებს.
ტოლივერი - მომეწონა ენტონის თამაშიც, მაგრამ დაცვას თუ არ მიხედე ეგრე საქმე არ გამოვა, ნელსონი სრულ თავისუფლებას აძლევდა და დაცვა სულ Yლეზე ეკიდა (ნელსონს როდის არ ეკიდა დაცვა

) საერთო ჯამში კარგი იყო
კუფუსი - პეკოვიჩი ბევრად ჯობდა, რეგულარულში თუ ვინმე არ დაიმტვრა და უბედურება არ დაემართა არა მგონია დიდი დრო დაუთმონ.
უეინ ელინგტონი - ეს ბიჭი მეცოდება.. ნაღდად ეკუთვნის მინიმუმ 20 წუთი, მაგრამ პგ ზე ცოდოა, ერთი-ორჯერ გაუვარდა ბურთი სრულიად უაზროდ დრიბლისას... მაგრამ სხვა მხრივ, არც სროლები ეშინოდა და დაცვაშიც საკაიფოდ უბერავდა, მაგრად ვბალეშიკობ ამ კაცს წელს.....
იმედია აგერის, ჰარტის და ტომასის თამაშის ხილვა არ მომიწევს