რამოდენიმე დღის წინ იყო NBA.COM ზე სტატია: My favourite game და ერთ-ერთ ჟურნალისტს ეწერა მინესოტა - საკრამენტო გეიმ 7.. და ქეი ჯის სუპერ თამაში

ისეთი მაგარი სტატია იყო ლამის ცრემლები მომადგა და ჟრუანტელმა დამიარა: "ჩემი რაღაცეები გამახსენდა"
-ზუსტად იმ სეზონში დავიწყე ენბიეის ყურება (14 წლისამ), და ალბათ ყველას ესე მოსვლია: რომელი გუნდიც ყველაზე მაგრად თამაშობს და რომელი მოთამაშეც ბრწყინავს მაგის "ბალეშიკი" ხდები... იმ სეზონში მინესოტა ბრწინავდა: (ქეი ჯი, სპრიუელი, კასელი, ოლოვოკანდი, ჰოიბერგი, ჰასელი, გარი ტრენტი და ა.შ. ) და ქეი ჯი კაშკაშებდა

.. ენბიეის თამაშებს იმედზე თუ ვუყურებდი, რადიოში ყოველ დილით დიტო მარინაშვილს ვუსმენდი

და მინეს ყოველი თამაშის სტატისტიკას ფურცელზე ვიწერდი (იშვიათად ბოლომდე რო გამოეცხადებინა ყველა მოთამაშის სტატები) ანაც გაზეთებს ვყიდულობდი (მაშინდელი "სპორტი" ეხლანდელი - "ლელო", სარბიელი, ოლიმპი) სადაც სტატისტიკა ხშირად ბოლომდე ეწერა და ზედ თამაშების მიმოხილვაც ერთვოდა... იმ წლიდან მგლები ჩემს უსაყვარლეს გუნდად იქცნენ და ქეი ჯი ჩემს ფავორიტ კალათბურთელად... ალბათ მთელი სეზონის, რეგულარულის განმავლობაში სულ 10 - 15 თამაში ვნახე "მინესი", მაგრამ აი გარნეტი რასაც აკეთებდა ეგ უბრალოდ სასწაული იყო, გუნდის მთელი სული და გული, ყველაფერს აგდებდა, ტენიდა, ბლოკავდა, ჩაჭრიდა, პასებს არიგებდა.... რაღაც სასწაული იყო....ჩემთვის სეზონის პიკი კინგსთან სერიის მე 3 თამაში იყო: სერიაში 1:1 და და ალბათ ყველაზე გადამწყვეტი მეფეებთან ის 2 გასვლითი თამაში.... პლეიოფების წინ ყველა საკრამენტო - ლეიკერსის ფინალს იზახდა, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა რო ქეი ჯი და კომპანია ტავისას გაიტანდნენ... გეიმ 3 მაგრად მახსოვს, გარნეტის მორიგო არანორმალური თამაში 1 ქულით მოგება.. სასწაული იყო.... მაგ სერიის მეტი თამაში არ მინახავს... არ მინახავს გეიმ 7! ქეი ჯის მორიგი ბენეფის! ჰაილათები ალბათ მილიონჯერ მაქვს ნანახაი, მაგრამ მაგ სტატიის მერე თამაშის მთლიანად ყურების სურვილი მაგრად გამიჩნდა....ვისთვის კობი, ვისთვის ტიმი, ლებრონი, ნეში, ჯორდანი და ა.შ. მაგრამ ჩემთვის არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს (ჯორდანის თამაში მე არ მახსოვს

) თამაშებს იმდენი სიამოვნება და ემოციები არ მოუტანია რამდენი გარნეტისას.. მიუხედავად მისი უდიდესი ეგოიზმისა...ჩემთვის ყოველთვის კევინ გარნეტი, ბოსტონში გადასვლის მიუხედავად, დარჩება #1 კალათბურთელად და ჭეშმარიტ მგლად

..
ეჰ რამმდენი ვწერე, მაგრამ მაგ სტატიის მერე ნაღდად მომაწვა ნოსტალგია.. უმაგრესი მინესოტა
პ.ს. ვისაც მოგეპოვებათ მინესოტა- საკრამენტოს გეიმ7 - ლინკი, ტორნეტი ან რაიმე...გაირეთ მოწყალება და დამიპოსტეთ
ქეი ჯის დაბადების დღე და სეილის გარდაცვალების დღეს....