მოკლედ მახსოვდა რომ ამ უძლიერეს გუნდზე თემა იყო მაგრამ ვერ ვიპოვე, როგორც ჩანს წაშლიალია და გადავწყვიტე თავიდან გამეხსნა.
ეს არის ჩემი უსაყვარლესი გუნდი პირველი დღიდან რაც ნბას ვუყურებ.
გუნდი რომელიც ისტორიით, მიღწევებით და თავისი თამაშით მხოლოდ ბოსტონს და ლეიკერს ჩამორჩება.(ნუ ჩიკოაგოს არ ვთვლი ეგ იყო და დარჩება 6 წლის გუნდად).
გუნდი რომელმაც სამჯერ იზეიმა ჩემპიონობა და ერთი ორი ამდენსაც მოიხვეჭდა რომ არა ბილ რასელი.

მაგრამ ბილი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, მან თავად უილტ ჩემბერლენი დაჩრდილა თავის დროზე და რომ იტყვიან არ გაახარა.
ფილას რიგებში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა უილტ ჩემბერლენი, ჯულიუს ირვინგი, მოზეს მელოუნი, მორის ჩიკსი....
ეხლანდელი ფილადელფია არის ახალგაზრდა გუნდი რომლის სული და გული უბერებელი,უკვდავი ზეკაცია სახელად ალენ აივერსონი. რომელიც იმის მაგივრად სიბერესთან ერთად თამაშს მოუკლოს პირიქით უფრო და უფრო იხვეწება და უფრო ეფექტური ხდება.
წელს ფილას მთავარი მიზანი ფლეი-ოფში გასვლაა. მთავარია ანდრემ მოუმატოს, უებერმა დაცვაში თამაში გაიხსენოს და კორვერს პირველ სამ თამაშში ქება თავში არ აუვარდეს, თორემ A.I თავის საქმეს ყოველთვის ასრულებს და შეასრულებს.
სეზონი 3-0 მოგებით დავიწყეთ. ბოლოს მსგავსი შედეგი კი 2001 წელს დააფიქსირა ფილამ, იმ წელს როცა მე კალათბურთის ყურება დავიწყე

იმ წელს როცა ფილამ სუპერ ფინალში გავიდა და........... აღარ გავიხსენებ.
მოკლედ დავიწყეთ.