გამარჯობათ ბიჭებო.
მეც დავბრუნდი და გამწარებული ველოდები ახალ სეზონს

წელს ფანტაზიაში მეტის იმედი მაქვს.
რაც შეეხება ტრეიდებს და ა.შ
მინესოტა გულდსაწყვეტია მაგრამ ნბა-ს ყველაზე სუსტ გუნდად იქცა. ბოსტონი ამ სემადგენლობით მინიმუმ აღმოსავლეთის ფინალშI რომ არ გავიდეს სირცხვილი იქნება. მე რაც კალათბურთს ვუყურებ ასეთი სამეული ერთ გუნდში არ მინახავს და საერთოდ 2-3 თუ იყო ნბა-ს ისტორიაში.
აღმოსავლეთში წელს ბოსტონია უმტავრესი ფავორიტი მის ყველაზე საშიშ მეტოქეებად კი ჩიკაგო და კლივლენდი მიმაჩნია. დიახ სწორედ ის კლივლენდი რომელიც სპურსთან გასაზიზღრდა. მგონია რომ ლებრონს და კომპანიას კიდევ ერთხელ შეუძლიათ აღმოსავლეთის ფინალშI გასვლა. დეტროიტი და მაიამი ჩიკაგოს და ბოსტონის ზღუდს ვერ გადალახავს. არმოსავლეთსი ფლეი-ოფში გამსვლელი 8 გუნდის სია ძალიან იოლად პროგნოზირებადია
ბოსტონი, ტორონტო, ნიუ ჯერსი, დეტროიტი, ვაშინგტონი, მაიამი, კლივლენდი, ჩიკაგო. თუ ტრამვებმა არ შეაწუხა რომელიმე გუნდი ამათ ვერავინ ვერ შეეცილება. ორლანდო კი გაძLიერდა მაგრამ ეგ არ უშველის. ნიუ-იორკსაც სეუძლია იბრძოლოს რენდოლფი არაა სახუმარო ბიჭი.
ჩემი ფილა წელს განწირულია. იმედია ახალგაზრდები კიდევ უფრო დაიხვეწებიან. ანდრესგან ველი პირველ რიგში პროგრესს. თადეუს იანგიც მაინტერესებს როგორ ითამაშებს.
დასავლეთში თუ ეღირსა ჰიუსტონს რომ ერთი სეზონი მაინც დაამტავროს ისე რომ სრული შემადგენლობა ყავდეს მაშინ ეს გუნდი ფრენსისის დაბრუნების შემდეგ ძალიან ძალიან სერიოზული ძალაა. დალასი შარშანდელ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და მინიმუმ მეორე წრეში გავარდება. სან-ანტონიო ისევ ძველ სპურსად დარჩება და ყველაზე ცუდ შემტხვევაშI ალბათ დასავლეთის ფინალში გავა.