კარგი ჩამონათვალია, მარა შეფასების კრიტერიუმი როგორია? ბოლო სეზონის მიხედვით საუკეთესო თუ კარიერის მანძილზე
მე მაინც კარიერის მიხედვით შევაფასებ, ბოლო სეზონში ყველამ იცის რომ ნოვიცკი, ლებრონი, კობი და ნეში ბრწყინავდნენ და ამ კრიტერიუმით შაკი და ზაზა შეილება ერთ პონტშიც გავიყვანოთ
გამთამაშებლებიდან სამს გამოვარჩევდი: ჯეისონ კიდი, სტივ ნეში და ალენ აივერსონი
ჯეისონ კიდი მაინც საუკეთესო მგონია, ყოველთვის სტაბილურად ბრწყინავს 10 წელზე მეტია უკვე, მაჩანჩალა ნეთსი ფინალში გაიყვანა ზედიზედ ორჯერ სანსიდან გადასვლის შემდეგ
სტივ ნეში რა თქმა უნდა ძალიან მაგარი კალათბურთელი იყო ყოველთვის მარა საუკეთესო თვისებები, ლიდერობა, მხოლოდ ფინიქსში გადასვლის შემდეგ მოახერხა, თუმცა ის ფაქტი რომ 2ჯერ გახდა MVP, მას ამ სამეულში მეორე ადგილს ანიჭებს, მაგრამ პირველობამდე მას ჩემპიონობა აკლია, არასდროს მის გუნდი კონფერენციის ჩემპიონიც კი არ ყოფილა
აივერსონი კარიერის უმეტეს მანძილზე უფრო 2 ნომერზე თამაშობდა, ამიტომ მას ვერანაირად ვერ მივცემ პირველ ადგილს გამთამაშებლებს შორის, თუმცა როგორც საერთოდ კალათბურთელი, შეილება კიდსაც და ნეშსაც ვამჯობინო, ძალიან ბევრი რეკორდი ეკუთვნის მას და სიამოვნებით მივანიჭებდი ჯილდოს კალათბურთის განვითარებისთვის, თან ის წლების მნაძილზე, ჯორდანის წასვლის შემდეგ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი იყო და არის კიდეც შაკთან და კობისთან ერთად
შუთინ გარდებიდან საუკეთესო უდავოდ
ბრაიანტი არის
3 ჩემპიონობა, მაგრამ არცერთი MVP (არც სეზონის და არც ფინალების)
მაგრამ სამაგიეროდ დღევანდელ NBA-ში ის ყველაზე მეტად ამართლებს სახელს: მსროლელი
და კიდევ 81 ტორონტოსთან და 50-ების სერია წინა მარტში, მოკლედ საუკეთესოა
დუეინ ვეიდი 2-ზე გამყავს, მისი არაჩვეულებრივი თამაშის სტილის და ჩემპიონობისთვის, ეს ბიჭი ძალიან მაგონებს მაიკლს

SF-ებში ისევ სამი კანდიდატია საუკეთესოობაზე, რომელთაგანც ვერ გამოვარჩევ საუკეთესოს, ესენია: LBJ23, VC15, T-Mac
ელბიჯეიზე მეტი რა უნდა ვთქვა, კალათბურთის ძალიან ბევრი სპეციალისტი მას უკვე ადარებს ჯორდანს
კარტერი საუკეთესო დანკერია ისტორიაში და მარტო მისი სახელი აზანზარებს ამერიკის ტერიატორიაზე არსებულ ყველა ფარს და ექოს ხმასავით ისმის სიტყვები: Its Over, Its All Over!!!
ტიმაკი კი საუკეთესო უნივერსალია მთელ NBA-ში კობისთან და კარტერთან ერთად, საუკეთესო მსროლელი კობისთან და ნოვიცკისთან ერთად და საუკეთესო დანკერი კობისთან, კარტერთან და რიჩარდსონთან ერთად და რაც მთავარია, მას თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია თამაშისას, მათ შორის 10 წამში 9 ქულის გაკეთება და თან ამ ყველაფერს ულამაზესად აკეთებს, ის ნამდვილი მარგალიტია NBA-ში
მძიმე ფორვარდები: ორი ციფრი: 2 & 1 და ორი სიტყვა:
გარნეტი და დანკანი. ბოლო 10-წლეულის ორი გიგანტი განსხვავებული სათამაშო სტილით, რეკორდული რაოდენობის დაბლ-დაბლებით, ბლოკებით და რებაუნდებით
ძალიან ბევრი რამის თქმა შეილება მატძე თუმცა ორივეს იმდენი პლიუსი აქვს რომ მიჭირს რომელიმეს გამორჩევა წმინდა სათამაშო ასპექტში, ერთადერთი რაც დანკანს უფრო მაღლა აყენებს ეს ის 4 ცალი ოქროს ბეჭედია, რომელიც სამწუხაროდ კეიჯის არადა არ ეღირსა
ცენტრებში კი საუკეთესო უდავოდ
შაკია, ძალიან ბევრი იმასაც ამტკიცებს რომ ის ყველა დროის საუკეთესო ცენტრია, მეტნაკლებად მეც მასე ვფიქრობ, არაფრით არის ნაკლები სხვა დიდი ცენტრებზე, ჰაკიმზე, ქარიმზე, რასელსა და ჩემბერლენზე
4-ჯერ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული, 6-ჯერ არის ფინალში ნამყოფი და 3-ჯერ აქვს ფინალების MVP აღებული
ის არის ბოლო 15 წლის მანძილძე NBA-ს ნამდვილი ბურჯი და Biggest Superstar
სიმბოლური 5-ეული ასეთია
ჯეისონ კიდი
კობი ბრაიანტი
ვინს კარტერი
ტიმ დანკანი
შაკილ ო'ნილი