ეს პოსტი წავა ახალი თემისთვის?
სადაა, ზიზილ-პიპილოების გარეშე და თან ერთ პოსტში ეტევა ყველაფერი
ქალაქი: ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დაარსების წელი: 1966
კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზია: ცენტრალური
ლოგო:
შემადგენლობა:










მწვრთნელი:
არენა: "United Center"
ისტორია:ჩიკაგო ბულსი არის მესამე გუნდი ნბა-ში ჩიკაგოდან “პაკერს-ზეფირსის”(რომელიც ახლა ვაშინგტონ ვიზარდსია) და “სტეგების” შემდეგ. გუნდის დამაარსებელი იყო დიკ კლეინი, თავის დროზე პროფესიონალი კალათბურთელი.
გუნდმა ნბა-ში თამაში 1966-67 წლების სეზონში დაიწყო. პირველი მთავარი მწვრთნელი ნბა-ს ყოფილი ვარსკვლავი, წარმოშობით ჩიკაგოელი ჯონი “რედ” კერი იყო.
პირველი ორი სეზონის უმეტესი საშინაო მატჩები, ჩიკაგო “ბულსმა” “საერთაშორისო ამფითეატრის” დარბაზში ჩაატარა, სანამ “ჩიკაგო სტადიუმ”-ზე გადავიდოდნენ.
70-იან წლებში, ბულსი ჩამოყალიბდა როგორც მებრძოლი და ძლიერი დაცვის მქონე გუნდი. ამ დროს იგი ლეგენდარულ ჯერი სლოუნზე იყო აგებული, მაგრამ გუნდმა ამ პერიოდში, მხოლოდ დივიზიის ერთი ტიტული მოიგო, ხოლო ფინალებამდე, არასდროს მიუღწევია.
ჯორდანის გამოჩენა:
ყველაფერი 1984 წელს შეიცვალა, მაშინ როდესაც, “ბულსმა” დრაფტის მესამე პიკი მიიღო. ჩიკაგომ თავისი არჩევანი მაიკლ ჯორდანზე შეაჩერა, რომელმაც იმავე წელს ნბა-ს საუკეთესო ახალწვეულის ტიტული მიიღო. გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მთლიანად ჯორდანის გარშემო აგება. შემდეგ წელს, მათ შეიძინეს გამთამაშებელი ჯონ პაქსონი და დრაფტზე კლივლენდ “კავალიერისგან” მოიპოვეს უფლებები მძიმე ფორვარდ, ჩარლზ ოკლიზე. ჯორდანთან და ცენტრ დეივ კორზაინთან ერთად, მათ ბევრად გააუმჯობესეს თავდასხმა.
1985-86 წლების სეზონის დასაწყისში, ჯორდანმა ფეხი მოიტეხა და დაბრუნება მხოლოდ პლეიოფების დროს შეძლო, სადაც ჯორდანის გუნდი ლარი ბირდის ბოსტონ “სელტიკს”-ს დაუპირისპირდა. მართალია, “ბულსმა” სერია 0:4 წააგო, მაგრამ მეორე თამაშში ჯორდანმა პლეიოფების რეკორდი მოხსნა და 63 ქულა ჩააგდო. სწორედ მაშინ თქვა ბირდმა ლეგენდარული სტყვები:”ღმერთი ჯორდანადაა გადაცმულიო”.
1986-87 წლების სეზონში, ჯორდანმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა რეგულარულ სეზონში, მატჩში საშუალოდ 37.1 ქულის ჩაგდებით. მაგრამ გუნდმა რეგულარული სეზონი მხოლოდ 40 მოგებითა და 42 წაგებით დაასრულდა. მართალია, “ბულსი” პლეიოფეში მოხვდა, მაგრამ იგი პირველ რაუნდში კვლავ ბოსტონმა დაამარცხა 4:0.
შემდეგ სეზონში, ჩიკაგოში ცვლილებები მოხდა. გენერალურმა დირექტორმა, ჯონ კრაუსმა გუნდში მოიყვანა ცენტრი ოლდენ პოლინისი(დრაფტის მერვე ნომერი), მძიმე ფორვარდი ჰორეის გრანტი(დრაფტის მეათე ნომერი), შემდეგ კი, პოლინისი სიეტლს დრაფტის მეხუთე პიკში, სკოტი პიპენში გადაუცვალა. ახალი გუნდით, “ბულსმა” კონფერენციის ნახევარფინალებამდე მიაღწია, მაგრამ იქ დეტროიდთან დამარცხდა(5 მატჩის ჯამში). ჯორდანი ამ წელს, პირველად დაასახელეს MVP-დ(ეს ჯილდო თავისი კარიერის განმავლობაში, კიდევ ოთხჯერ მოიგო).
1989-90 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელი, დაგ კოლინსი, მისმა ასისტენტმა, ფილ ჯექსონმა შეცვალა. ამის შემდეგ, ბულსმა სამჯერ მოიგო ნბა 1990-91, 91-92, 92-93 წლებში, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ჯორდანმა კალათბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
1993-94 წლების სეზონი ბულსმა ჯორდანის გარეშე ჩაატარა და პლეიოფების მეორე რაუნდიდან გამოვარდა. იმავე წელს “ბულს” ტონი კუკოჩი დაემატა, მაგრამ მომდევნო წელს მათ ჰორას გრანტი, ბილ ქართრაითი და სკოტ უილიამსი დაკარგეს, კონტრაქტის ამოწურვის გამო, ხოლო ჯონ პაქსონმა კარიერა დაასრულა. მათ ნაცვლად ბულსმა რონ ჰარპერი და დენის როდმანი დაიმატა. ასევე, მარტში ცნობილი გახდა, რომ ჯორდანი დაბრუნებას აპირებდა. ეს ასეც მოხდა, მაგრამ ბულსი პლეიოფებში შორს ვერ გავიდა და მეორე რაუნდში შაკილ ო’ნილის ორლანდო მეჯიკთან დამარცხდა.
ამის შემდეგ, “ბულსმა” კვლავ ზედიზედ სამჯერ შეძლო ნბა-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის, დენის როდმანისა და საუკეთესო მეექვსე მოთამაშის, ტონი კუკოჩის გუნდის წინააღმდეგ ყველა უძლური აღმოჩნდა.
ყველაზე საინტერესო 1997-98 წლების სეზონი აღმოჩნდა. ექსპერტები მაიკლ ჯორდანს კალათბურთიდან წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, არც ფილ ჯექსონის საქმეები იყო კარგად, უკმაყოფილო სკოტი პიპენი კი, ახალ კონტრაქტს ითხოვდა ხელმძღვანელობისაგან.
მაგრამ "ბულსი" კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და რეგულარული სეზონი 62 მოგებითა და 20 წაგებით დაასრულა. ისინი კონფერენციის ფინალამდე ადვილად გავიდნენ. იქ კი, რეჯი მილერის ინდიანა “პეისერსი” დახვდათ. ექსპეტები თვლიდნენ, რომ "პეისერს" "ბულსის" გამოგდების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ "ბულსმა" დაძაბულ ბრძოლაში, მაინც მოახერხა ინდიანას დამარცხება(სერიაში 4:3). ფინალში ჩიკაგოს კარლ მელოუნისა და ჯონ სტოქტონის იუტა “ჯაზი” ელოდა, რომელსაც ჩიკაგოს ლეგენდარული მოთამაშე, ჯერი სლოუნი წვრთნიდა. მეექვსე მატჩისთვის, ჩიკაგო სერიაში 3:2 ანგარიშით იყო წინ. მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, მაგრამ ჯორდანის ნიჭმა თავისი გააკეთა. მან გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო მატჩის დასრულებამდე 5.2 წამით ადრე და ჩიკაგო მეექვსედ გახადა ჩემპიონი.
ჰეგემონიის დასასრული:
კრიზისი:
1999 წლის 13 იანვარს, ფილ ჯექსონის შემდეგ, ბულსიდან ჯორდანიც წავიდა, რომელმაც მეორედ განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ამის შემდეგ, ჩიკაგოს მძიმე პერიოდი დაუდგა. 1999 წლიდან 2004 წლამდე გუნდს არცერთხელ არ უთამაშია პლეიოფებში. 2003 წელს ჯერი კრაუსი გადადგა და მისი ადგილი ყოფილმა მოთამაშემ, ჯონ პაქსონმა დაიკავა. ამით დასრულდა "კრაუსის ერაც".
პლეიოფებში დაბრუნება:
2004 წელს ბულსმა დრაფტზე ლუოლ დენგი და ბენ გორდონი აიყვანა. ასევე, გუნდში მოვიდა ოლიმპიური ჩემპიონი, არგენტინელი ანდრეს ნოჩიონი.
2005-06 წლების სეზონში, ბულსი პლეიოფებში გავიდა, მაგრამ პირველივე რაუნდში, მომავალ ჩემპიონთან, მაიამი “ჰიტთან” დამარცხდა. მომდევნო პლეიოფებში, ბულსი პირველ რაუნდში კვლავ მაიამის შეხვდა, მაგრამ ამჯერად სერიაში 4:0 დაამარცხა. შემდეგ, ჩიკაგო დეტროიტ ”პისტონს” დაუპირისპირდა და 4:2 დამარცხდა.
2007-08 სეზონში ბულსმა პლეიოფები გამოტოვა. 2008 წელს ჩიკაგომ დრაფტის პირველი პიკი მიიღო და დერიკ როუზი აირჩია.2009–10 წლების წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდის მწვრთნელი გახდა ტომ თიბიდო
აქ მთავრდება წარსული და იწყება აწმყო
This post has been edited by გიუშა on 9 May 2011, 23:16