არამგონია დალასმა სამივე თამაში მოიგოს ზედიზედ, არ არის მაიამი ის გუნდი რომ 3 ზედიზედ დათმოს, თუ მაინცდამაინც დალასმა სამივე სასწაულად არ ითამაშა და იმათ კი პირიქით, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. ასე რომ, ალბათ, მოუწევს დალასს ერთხელაც ფლორიდაში გასეირნება და მოგების იქ გაფორმება

. 3:2-ით რომ წავიდეს მაიამიში ცუდი არ იქნება.
დღეს თუ ისევე ითამაშეს, როგორც მეორე თამაშში (მესამე პერიოდს და მეოთხეს პირველ ნახევარს არ ვგულისხმობ, რათქმაუნდა

, კარგი შანსები აქვთ, თუმცა, მგონია, უკეთესად უნდა ითამაშონ, აქვთ მაგის რესურსი, იგივე ბარეამ მეორეში გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველში, ტერიმაც მეორეში აიღო თავისი ქულები, მერიონზე აღარაფერს ვაბობ. მთავარია, ისევ მოხსნებში ივაჟკაცონ. წინა 2 თამაშში ვინც მოხსნები მოიგო, თამაშიც იმისი იყო. ჩანდლერმა უნდა იბრძოლოს მაგრად

. ამ თამაშში სამიანებსაც ველოდები, გუნდს ლიგაში საუკეთესო მსროლელები ყავს და პერიმეტრიდან იმდენ ქულას ვერ იღებენ, რაც უნდა აიღონ. წინა თამაშში ტერიმ ვერცერთი ვერ ჩააგდო, პეჯას საერთოდ არ უსვრია. მოკლედ, უფრო მეტი სამიანი და იმედია, ისევ ბოლო წამებამდე არ მიიყვანენ საქმეს