vinsaniti94-ში ანუ პირველ უჯორდანო წელს, რეგულარში ქონდა 55-27 და მე-3 ადგილი ისთში. პლეი ოფში პირველ რაუნდში კლივლენდთან 3:0 გაისეირნა და მეორეში ბოი ქონდა ნიუ იორკთან (57-25). 0:2 აგებდა, მერე სახლში 2 მოიგო, მერე 3:3 და ბოლოს მეშვიდეში წააგო. მაგ ნიუ იორკმა ისთ-ფინალში იმ ინდიანას მოუგო 4:3, რომელმაც პირველ რაუნდში შაკის ორლანდო 0:3 ჩატოვა და მეორეში ატლანტას მგონი 4:2 მოუგო.
მარტო ალაგ-ალაგ მომენტები მაქვს ნანახი, მაგრამ ზეპირად მახსოვს მთელი ეგ პლეი ოფი
მაგ წლის ანუ უჯორდანო წლის ფინალი იყო ჰიუსტონი ნიუ იორკი 4:3. ოლაჯუონი vs იუინგი. და ოლამ იძალა. აუ იმენა გენია იყო. ეგრე ცენტრი არ დამვასებია. იმენა გენია. თესლზე თესლი და გოთვერანი, ჭკვიანი თან ათლეტი, ქულა, მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება... ანუ ყველაფერი რა. კაცს ორჯერ აქვს ოთხმაგი დუბლი გაკეთებული, ნუ ერთხელ არ ჩაუთვალეს. ერთი საყოყმანო დაფარება დააკლეს თუ რაღაც ეგეთი და მეორედ გააკეთა.
შემდეგ წელს (1995) ბოლოსკენ რო დაბრუნდა ჯორდანი, მაინც ჰიუსტონი გახდა ჩემპიონი. ჯორდანი ჯერ ფორმაში არ იყო, თან ჰორას გრანტი ორლანდოში გადავიდა, როდმანი კი ჯერ არ იყო ჩიკაგოში გაჩითული, ანუ ფარზე არავინ ყავდათ ჯორდან-პიპენს, ლონგლის (

) თუ არ ჩავთვლით. ორი წრე მაინც გაიარეს და ისთ-ფინალში წააგეს შაკ-პენი-ჰორას-ნ.ანდერსონ-დ.სკოტის ორლანდოსთან.
95 დიდ ფინალში ოლამ და დრექსლერმა 4:0 დაჩაგრეს ორლანდო თავისი სუპერხუთეულით. მარა ჰიუსტონში სხვებიც კარგები იყვნენ _ ჰორი (მესამე სეზონი), კასელი (მეორე სეზონი)... კასელმა ფინალის ერთ თამაშში 31 ქულა გააკეთა
კიდევ ერთს ვიტყვი რა: 94-შიც და 95-შიც ბარკლის ფინიქსი ჰიუსტონს მეორე რაუნდში შეხვდა და ორივეჯერ 2:0 უგებდა, მაგრამ ორივეჯერ 4:3 მოიგო ჰიუსტონმა. თან 90-იანები დიდი ცენტრების დრო იყო (ოლა, რობინსონი, იუინგი, დოჰერტი, მურნინგი, მუტომბო, სმიტსი, დივაცი, საბონისიც...), როგორც 2000-იანი წლებია მაგარი 4 ნომრების დრო (დანკანი, გარნეტი, ნოვიცკიი, ვებერი, ამარე, ბრენდი, ბუზერი, ჯერმენი.... ბოშყო ლამის ბოში გამომრჩა). ყველაზე მაგარ ცენტრად მაშინ რობინსონი ითვლებოდა, მაგრამ ოლაჯუონი თავისი ჭკუით და ეშმაკობით უგებდა ხოლმე.
რო ვამბობ შაკზე ვერ ვკაიფობ-მეთქი, იმიტომ რომ ოლაჯუონის თამაში მაქვს ნანახი.