M43DL0პრეს რელიზი რა.
ამ კვირაში 4 ოფიციალური შეხვედრის გამართვა მიწევს, არადა სულ 13 კაცი მყავს, იქიდან 2 დამვტრეული იყო.
პირველი შეხვედრა საბედნიეროდ უმაღლესი ლიგის მაჩანჩალა გალათასარაისთან მომიწია. დავაყენე მეორე შემადგენლობა და ნახევარი ძალით თამაში. საბედნიეროს ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად.
ახლა კი დავდექი დილემის წინაშე -- როგორ გავანაწილო ლიდერების წუთები დარჩენილ 3 თამაშზე და როგორ უნდა შევინარჩუნო გუნდში ენთუზიაზმის რაღაც დონე მაინც.
მომდევნო შეხვედრა მაქვს მიმინოსთან, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად სატელევიზიოა! ესე იგი, მთლად 40 ქულით არ უნდა წავაგო -- ან ნახევარი ძალით თამაშზე უარი უნდა ვთქვა, ანაც საუკეთესო თუ არა, საუკეთესოსთან მიახლოებული ხუთეული დავაყენო...
რადგან შემდეგი ორი შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია -- ჩემპიონთა თასის შეხვედრაზე აღარაფერს ვლაპარაკობ. ეს ქვეყნის პრესტიჟია და ახალზელანდიელი ჩემპიონი ყველა ვარიანტში მძღნერიანად უნდა შევჭამო. უნდა დავაყენო ქრანჩიც და საუკეთესო ხუთეული უნდა გამოვიყვანო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაჯლაჯასთან თასზე უნდა ვითამაშო დაბალი ენთუზიაზმით, ნახევარი ძალით და კაკ მინიმუმ 2 წამყვანი მოთამაშის გარეშე...
ანუ, დარჩენილი სათამაშო კვირის გეგმაა:
1. ჩისთან მაქსიმუმ 15 ქულით წაგება
2. ახალი ზელანდიის ჩემპიონის გაგდება
3. მაჯლაჯას გაგდება
4. წუთების ოპტიმალური განაწილება ცენტრებზე, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ
5. წუთების ნორმალური განაწილება გუნდის დანარჩენ წევრებზე, რათა არც ფორმის და არც გამძლეობის ვარდნა არ მოხდეს

ეს იყო და ეს