tsurkavaყველა ბოტს ეთამაშე ნახევარი ძალით. ენთუაზიაზმი მაგარი საჭირო რაღაც არის ამ ტამაშში. ამას სწორად არჩეული ტაქტიკები და სწორად შერჩეულ შემადგენლობები თუ დაემატა, ძალიან ბევრ თამაშს მოიგებ. მათ შორის ისეთსაც სულ რომ არ ელოდები.
RAULAრესურსის პოვნა ყოველთვის შეიძლება. მთავარია პრიორიტეტები გაანაწილო სწორად. მე იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ან ჩემპიონატში ან თასზე საუკეთესო ხუთეული დავაყენო. ამიტომ ვაკეთებ შემდეგ რაღაცას -- უძლიერესი ხალხით ვთამაშობ ჩემპიონთა თასს (ეს შენ არ გეხება), ჩემპიონატის ერთ და თასის შეხვედრას ვთამაშობ შერეული შემადგენლობით -- ნახევარი ძირითადი ხალხი, ნახევარი სათადარიგოები... და ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც ვთამაშობ იმენნა მეორე სასტავით.
Cocxiასაკთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ძნელია. ბოზერაში ეს საკითხი არ არის ბოლომდე დარეგულირებული. ნუ, ბებრები უნარებს შედარებით ნელა იმატებენ და ტრავმებიც ოდნავ ნელა უშუშდებათ. სხვა მხრივ იგივეა რა. მოთამაშის ღირებულების შეფასება თუ გინდა, უნარები დაგვიდე ამის და დაახლოებითი სიზუსტით გეტყვით
majlajunaწუთებს მიაქციე აუცილებლად ყურადღება. ხალხს 36-72 წუთს თუ ათამაშებ კვირაში, ფორმა აქვთ ან ძლიერი, ან უძლიერესი. შენ სასტავს რომ გადავხედე დავინახე, რომ ამ მხრივ მაგარი პრობლემები გაქვს. იტოგში, "კვირის სტატისტიკა" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ტამაშის.
---------
უკვე 75-ნი ვართ. მაგრამ ახლები არ იწყებენ სწორად. კარგი იქნება, აქ თუ დაპოსტავენ და რჩევებს მივცემთ. თორემ თავიდანვე თუ არ დაამუღამეს ბოზერას მთავარი ამბები, მოვეზრდებათ ეს ამბავი კვირანახევარში.