ნაკრებმა ჩაილურის წყალი დალია? .
* * *
ჩემო ორ ტურიანი უქმობის შემდეგ გადავწყვიტე ისევ დამეწერა მიმოხილვები, რატომღაც მეგონა რომ ჩემს მეტი 1-2 კაცი თუ კითხულობდა...მაინც...anyway , მე გავაგრძელებ და სხვამ თუ უნდა წაიკითხოს

მოკლედ ასე
გაიმართა მორიგი ტური საქართველოს უმაღლეს ლიგაში
ყველაზე დრამატული მატჩით დავიწყებ, ბიგ ბენი თამამად შემიძლია მოვნათლო სპილბერგის პროფესიის გამგრძელებლად, რაც ამ გუნდმა ითამაშა ბოლო თამაში თრილერი ნაკლებად ერქვა, ასეთივე თამაში წინა ტურში და ყველაფერზე გაცემულია კითხვა
ბიგ ბენი - ჩემიქალს, თამში რომელიც ჩემიქალს თითქოსდა ადვილი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა , მაგრამ პირველი მეოთხედი ბიგ ბენის უპირატესობით დამთავრდა, მართალია შემდგომ ჩემიქალსმა შეძლო თამაშის გამოსწორება და მეოთხე მეოთხედის წინ 4 ქულიანი უპირატესობაც ქონდა მაგრამ მეოთხე მეოთხედში ბიგ ბენმა "ამოქაჩა" ეს 4 ქულიანი ჩამორჩენა და პირველი ოვერტაიმი, სადაც ბოლო წამებზე ჩემიქალსი სამ ქულიანმა იხსნა, მეორე ოვერტაიმი, იგივე, და მესამე ოვერტაიმში ბიგ ბენმა ჩამოყარა ყურები, ჩემიქალსმა მოიგო, მოიგო გამოცდილების ხარჯზე , მოიგო რადგან უკეთესი გუნდი ყავს ბევრად, ბიგ ბენს კი ვურჩევ ისევ თავის სახლში, მეორე ლიგაში დაბრუნდეს
შემდეგი საინტერესო თამაში იყო დინამო თბილისის და ნუჩუისტების...ნუჩუისტებს ბაზერის თასზე ქონდათ თამაში და აშკარად დაზოგეს გუნდი, რის შემდეგ მომძლავრებულმა დინამომ, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერდება გამარჯვება მოახერხა, ანგარიშით 102-97