ChiOlaizolaსაღოლ, კარგი წასაკითხი გამოვიდა თქვენი დისკულია. რამდენიმე სიტყვას მეც ჩავაკვეხებ.
1. ტრანსფერები.
ჰთ-შიც და ბბ-შიც კარგი მოთამაშეები ძალიან ძვირი ღირს. თუმცა, ბბ-ში შეიძლება ისეთი მოთამაშის საკმაოდ (ძალიან) იაფად ყიდვა, ვისაც საჭირო უნარების არასრული კომპლექტი აქვს და შემდეგ მისი გამიზნულად კაჩავი. ორიოდე თვეში ის უკვე კარგ კალათბურთელად შეიძლება ჩამოყალიბდეს, ერთ სეზონში კი ძალიან კარგად! ეს კალათბურთელი მერე არა მხოლოდ გუნდის, არამდეს ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გახდება (მთლად უმაღლეს ლიგაში თუ არ ხარ). ჰთ-ში ასეთი რამ შეუძლებელია, მოთამაშეს თუნდაც 50 ათასად თუ იყიდი, ის ვერასდროს ვერ გახდება ლიგის საუკეთესო მოთამაშე. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე სეზონის განმავლობაში.
2. ახალგაზრდები
ჰთ-ს იუნიორთა სკოლა თეორიულად საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ კვირას ახალი მოთამაშე დაიმატო და ეს კარგია. ამ მხრივ ჰთ ჯობია და არ დავიწყებ ამაზე გატრაკებას. მაგრამ ბბ-ში ამ მოდელის დანერგვა ჯერ ადრეა, ყოველ შემთხვევაში, სანამ უნარები ასე სწრაფად ვითარდება.
3. უნარები
აი აქ კი ბბ იმენნა უბადლოა. ჰთ-ში ყველაფერი მარტივადაა -- მაგალითად ცენტრალურ ნახევარმცელს ჭირდება ნახევარდაცვის უნარი, გამძლეობა, ნაკლებად პასი. ანუ, პირველი ორი თუ არ უვარგა, წასულია მაგის საქმე. ამ დროს ბბ-ში სიტუაციისდა მიხედვით შემიძლია ისეთი ცენტრები ვიყოლიო გუნდში, რომელსაც სულ არა აქვს მოხსნების კარგი მაჩვენებელი, ან ფაქრვეშა შეტევის, ან ფარქვეშა დაცვის. ვარირების უამრავი საშუალებაა მეტოქის ძლიერი მხარეების და შენი ტაქტიკის გათვალისწინებით. ხაზს ვუსვამ, რომ აქ ისეთ ვარირებაზეა ლაპარაკი, როდესაც ძირითადი ხუთეულის წევრები საჭირო უნარების კომპლექტში მოიკოჭლებენ, მაგრამ საერთო ჯამში ისე ავსებენ ერთმანეთშ, რომ გუნდი ძალიან ძლიერად თამაშობს. ეს ყველაფერი მაძლევს შანსს, რომ ძალიან "იაფიანი" გუნდით ძალიან ძვირიანს მოვუგო, რაც ჰთ-ში გამორიცხულია.
4. შეცვლები
ჰთ-ს მამები ამ პუნქტის გაუმჯობესებას კი იწყებენ, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. ამ დროს ბბ-ში არის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვით შემიძლია მოთამაშეთა მიერ პარკეტზე გატარებული წუთები განვსაზღვრო. საერთო ჯამში მე ეს ტაქტიკურ არსენალს მიფართოვებს -- შემიძლია სასტარტო ხუთეულში ისეთი ძალისმიერი დავაყენო, რომელიც ფარქვეშ კარგად იცავს თავს და მოხსნებშიც მაგარია. მეტოქის ძალისმიერი მასთან ვერაფერს გახდება, რის გამოც მწვრთნელი გუნდის ტაქტიკურ სქემას გადაახალისებს. ამ დროს გამოვა ძალისმიერის შემცვლელი, რომელიც დაცვაში დირკაა, სამაგიეროდ ტყორცნები კარგად აქვს განვითარებული. აქ იწყება მეტოქის დაბომბვა. ის რგოლი, რომელიც შეტევაში საფრთხეს არ წარმოადგენდა, უცებ ქულების მომტან მანქანად იქცევა და შენ გუნდს სწრაფ რანს გააკეთებინებს... სანამ მეტოქის მწვრთნელი აზრზე მოვა, თუ სადაა ძაღლის თავი დამარხული და შენი ძალისმიერის სუსტი დაცვის გამოყენებას არ დაიწყებს, იქამდე მისი გუნდი შავ დღესი იქნება... ამ დროს კი პარკეტზე ისევ შენი ძირითადი ძალისმიერ გამოვა დამეტოქის ყველა შეტევას ისევ ჩაახშობს

5. მიზნები და წარმატებები
ამ მხრივ ჰთ სრული კატასტროფაა. მოთამაშეთა 80%-ს უფრო მაღალ ლიგაში იარაღის მუქარით ვერ გადაათრევ. ყველა საკუთარ ლიგაში ცდილობს კვერცხების დებას და სანამ ძალიან არ მოძლიერდება და რამდენიმე მილიონს არ დააგროვებს, უფრო მაღალ ლიგაში გადასვლაზე თავს ფიქრსაც კი უკრძალავს. მერე გადავა მაღალ ლიგაში, იქ გაძუყნიან და გადმოვა უკან. ამ დროს ბბ-ში ყველა მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. რადგან მეტი შანსია, რომ ძალების რაციონალური გადანაწილების შემთხვევაში (ენთუზიაზმი და ტაქტიკები) ყველაზე სუსტიც კი უმოწყალოდ არ დაიძიროს. ანუ, ნიჭი და ჭკუა უფრო გიფასდება.
6. ექშენი
აქ უკომენტაროდ. ბბ-ს მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩის ყურებას მოაქვს ემოციათა ბუკეტი, მაშინ როდესაც ჰთ-ს რეპორტაჟი ჯალეტა ხუხაშვილის რადიორეპორტაჟს უფრო გავს.
------
დასაწყისისთვის ეს იყოს

თუმცა ეჭვი არავის შეეპაროს, რომ სამი ამდენის დაწერა კიდევ შემიძლია

პ.ს. მერე ბბ-ს და ჰთ-ს შედარებითი ანალიზი შევფუთოთ და ჰეთთრიქის თემაში დავდოთ. თან ეგრისთვის ვალერიანკა გავჩითოთ

----------
დღეს ორი უმაგრესი სათასო ბოი გველის. ყველას გირჩევთ თუნდაც ჩემი და სფეროუს თამაშის ნახვას