მაცალე, ჩამოვაყალიბო აზრები
* * *
მოკლედ დრაფტის შესახებ:უკვე ყველას გამოგვიჩნდა დრაფტის სია. იმის მიხედვით, თუ რამდენს ხარჯავდით სეზონის განმავლობაში სკაუტებზე, ეს სია მეტნაკლებად სრულია.
არჩევის პრინციპი მარტივია: უნდა დაალაგოთ მოთამაშეები თქვენტვის სასურველი თანმიმდევრობით. როდესაც თქვენი არჩევის დრო მოვა (არჩევის პროცესი ავტომატურია, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება), სიიდან პირველივე თავისუფალ იგროკს იყვანთ (ანუ იგროკს, რომელიც არავის აუყვანია).
სიაში არის 6 სვეტი. მოთამაშის ნომერი, საუკეთესო პოზიცია და ასაკი ალბათ ახსნას არ საჭიროებს. გადავიდეთ რეიტინგზე.
მაქსიმუმი რეიტინგებიდან არის 5 რგოლი. მინიმუმი 1. 1 და 2 რგოლიანი იგროკები ეგრევე ჩამოყარეთ სიის ბოლოში. მაგათგან არაფერი გამოვა და თუ მასეთი მაინც "შეგეტენებათ", 90% გასაგდები იქნება. 5 და 4 რგოლიანები აყარეთ სიის თავში (რა თქმა უნდა ჯერ ხუთიანები დააწყვეთ). სამიანები გემოვნების ამბავია, მე მაგალითად შუაში რანდომათ გადავანაწილე, ურგოლოებში (გამოუკვლეველებში) ავურიე.
შემდეგი სვეტი რეიტინგის სკალა. ეს არის რეიტინგის ცოტა უფრო განზოგადებული ვარიანტი. 5 რგოლიან იგროკებს შეესაბამება ასო A, ოთხრგოლიანებს B, სამიანებს C, ორიანებს D და ერთიანებს F. შესაბამისად არსებობს თითოეული ასოს სამი ვარიანტი. მაგალითად A-, A, A+. ეს არის იგროკის ქვედონეები. A+ არის ყველაზე კარგი, A- ყველაზე ცუდი. თუ ვთქვათ გყავთ 4 ცალი 5 რგოლიანი იგროკი, სიაში პირველი დააყენეთ A+, ბოლო A-. შუაში აურიეთ A და ისეთი ხუთვარსკვლავიანები რომელთა რეიტინგის სკალაც არ ჩანს (არაა გამოკვლეული).
პოტენციალი: ესეც მაქსიმუმი არის 5 რგოლი. როგორც წესი (საკუთარი ორსეზონიანი გამოცდილებით ვამბობ) 4-5 რეიტინგიანებს პოტენციალი 1 არ აქვთ. ცუდ ვარიანტში არის 2, საშუალოდ 3. პოტენციალი 3 დაახლოებით შეესაბამება "ოლ-სტარის დონეს" (პლიუს-მინუს ერთი დონე). რაც საკმაოდ მისაღებია ჩვენს პირობებში.
აგრეთვე ყოველი მოთამაშისთვის გვაქვს კემპის ერთი მატჩის სტატისტიკა, რომელსაც რა სერიოზული ინფორმაცია მოაქვს ჯერ ვერ დავამუღამე

აბა წავიდა ეხლა კითხვები, არ გამომივიდა მთლად ამომწურავი და დალაგებული ნაშრომი