3 კაციც გვაკლია და ასნი ვიქნებით!!
შეიძლება ითქვას, ქართულმა ბოზერმა გაუძლო ომს და ინფო-ბლოკადაც.
ვინც ბოზერის ფორუმზე არ შედიოდა, რამდენიმე ახალი ამბავი მოკლედ.
- ყველას ფულში დაერხა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე მოთამაშეთ გაუფასურება ჯერ არ დაწყებულა.
- ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ავირჩიეთ დუფსტერა. მან პირველი 2 თამაში გაგვასმევინა -- შესაბამისად ფინეთთან და საფრანგეთთან

- დიდების ნაკრებმა ბოლო ამხანაგურ თამაშში ძალიან დასანანად წააგო ბოზერას ერთ-ერთ გრანდ ბრაზილიასთან. 1 წამით ადრე 2 ქულას ვიგებდით, ბრაზილიელმა ისროლა და ააცილა, თუმცა ჩვენიანი დაჯარინდა

ბრაზილიელმა ჯარიმები ჩააგდო... ოვერტაიმი კი წავაგეთ
- თასის მეორე წრეში გავარდა სამი ფავორიტი -- მიმინო, სფეროუ და თქვენი მონა-მორჩილი
- მაჯლაჯუნა "აირჩიეს" მოლდავეთის ნაკრების ტრენერად

- ჩიმ ჩემპიონთა თასის პირველი 2 თამაში მოიგო და ნახევარ საათში მესამე წრეში ითამაშებს პოლონეთში
- 100 ზღვარს ვერა და ვერ გავცდით. თუმცა 97 კაციდან 80 აქტიურად თამაშობს. ესეც საქმეა.