მოკლედ ეს გუნდი აღარ ხუმრობს, ჯერ დასავლეთ კონფერენციის ერთ ერთი ლიდერი დაამარცხეს ეხლა აღმოსავლეთის ტოპ4-ეულის ატლანტა (მათი სავარაუდო მოწინააღმდეგე პლეიოფში) დაამარცხეს. სეზონის დასაწყისში დავწერე რომ ამ გუნდისგან და მისი ძალიან მაგარი ტრენერისგან სიურპრიზს ველოდი, აი ახდა კიდეც, თუმცა ეჭვი მაქვს სიურპრიზები ჯერ არ დასრულებულა
ერთადერთი ვერ ვხვდები რატომ არის ჯენინგსი ძირითად შემადგენლობაში, ბაზარი არაა არის ამ კალათბურთელში რაღაც მაგრამ ჯერ ერთი რომ ცუდად თამაშობს, მეორე - არის ძალიან კარგი შემცვლელი რიდნურის სახით რომელიც მაგარი ჭკვიანი, მუშა იგროკია ჯენინგსივით "პა ვარაბიამ" არ უშვებს ბურთს ყოველ წუთას და შედეგიც სახეზეა ამ ბოლო დროს ბევრად უფრო ნაყოფიერია მისი თამაში. ბოლო ბოლო ჯენინგსზე უკეთესი რუქები (კოლისონი, ტორნტონი, ლოუსონი) არიან ბენჩზე, ზოგი მათგანი უარეს კლუბებშიც კი, მაგრამ შედეგს უკეთესს აჩვენებენ ამიტომ ცოტა შემოლაწუნება ჭირდება ამ ყმაწვილს ძაან თავში რო არ აუვარდეს და ნიჭი რო უაზროდ არ დაიკარგოს.
სხვა რა შეიძლება ითქვას, დელფინო არის მაგარი შტერი იგროკი მაგრამ სუპერსნაიპერია თვალდახუჭული ჩააგდებს საიდანაც გინდა ამიტომ მისი ადგილი ძირითადში არის, თან სალმონსი აბალანსებს მას , თავისი ჭკუით, გამოცდილებით და პოტენციალით. პირადად მე ძალიან მინდა რო ილიასოვამ დაიკავოს ადგილი ძირითადში, მაგარი კალათბურთელია, ცოტა არასტაბილური და ნერვიული მაგრამ ვიცი ბევრად მეტი შეუძლია რაც არაერთხელ დაამტკიცა კიდეც.
ჰოდა მოკლედ ირმები საკმაოდ საინტერესო გუნდად ჩამოყალიბდნენ რომლებისგანაც ამ წლის და მომავალი სეზონის პლეიოფებში შეიძლება ბევრი სასიამოვნო მომენტი ვიხილოთ