მდაა :/
ნუ პირველ რიგში, არანორმალური, უძლიერესი გუნდია გოლდენი, ბოლო წლების საუკეთესო გუნდია იმჰო.
მიუხედავად იმისა,რომ ვარიორზი ნამდვილად გვჯობია და კონლი პრაქტიკულად ნახევარი ძალით თამაშობდა(სულ ეტყობოდა ერთი სული ქონდა მასკა მოეხსნა+ ფეხის ტრავმა ქონდა თითქმის მთელი სეზონის მეორე ნახევარი) და ალენი მეხუთე-მეექვსე თამაშში არ იყო ნორმალურად ვითამაშეთ.
ჯანმრთელები რომ ვყოფილიყავით, სხვა სერია იქნებოდა უფრო დაძაბული,ვარიორზი ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი გუნდია ლაპარაკიც არ უნდა მარა რეალურად შეგვეძლო ჯანმრთელებს ამათთან სერიოზულად გატრაკება,ნუ რაც იყო იყო, ამათთან 6 თამაშში გამოვარდნა ნაღდად არ ტეხავს.
კონლის დიდი რესპექტი რაც გააკეთა, ერთ-ერთი საუკეთესო პოინტ გარდია იმჰო ლიგაში.
გასოლმაც საერთო ჯამში მაგარი სეზონი დადო, კი მოუკლო ოლ სტარის მერე,მაგრამ მაინც.
ზიბო ისევ ზიბო იყო
ტონი ალენი 1Vs1 დაცვაში უძლერესია, დიდი იმედი მაქვს ჩვენთან დაამთავრებს კარიერას,მაგრამ გამისწორდება თუ შემოდეგი სეზონიდან ბენჩიდან შემოვა ხოლმე.
კორტნი ლი-საერთO ჯამში კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ პერიმეტრიდან პირველი ოფშენი არ არის ეგ კაცი და შეეცი თუ გინდა,ერთ თამაშში ყველაფერს ჩაყრის,მეორე თამაშში ყველაფერს გამაზავს.
კუფოსი- საუკეთესო ბექაფ ცენტრია იმჰო,გაასწორებს თუ დარჩება.
კარტერის მოყვანა მითუმეტეს 4 მილიონით ფინანსურად ძაან ცუდი მუვი იყო, დაეტყო რომ 38 წლისაა უკვე,მარა ნებისმიერ შემთხვევაში კარგია რომ გუნდშია, ყოველთვის გულით თამაშობს დღეს ის პატარა რანი მთლიანად მისი დამსახურება იყო,ჩაჯმული დადიოდა ყველა.
უდრიხი მესამე პოინტ გარდად შეიძლება, მეორედ არა, დაცვაში სრული 0 ია და სამიანებს ცუდად ყრის, თუმცა რასაც მისგან ელოდნენ,იმასთან შედარებით არანორმალურად კარგად თამაშობს.
კალათჰესი- მგონი თიმ ოფშენი გვაქვს და იმედია წავა.
რუქები ორივე ნორმალური ბიჭები არიან, მითუმეტეს 2 ნომერზე სრული გარღვევა გვაქვს ბექაფის მხრივ, რაც ითამაშეს (თითქმის არაფერი) ნორმალურად თამაშობდნენ მარა შესცა ამ კაცმა კალათჰესს,იმედია შემდეგ სეზონიდან დროს მისცემენ ორივეს,
ლაიერი წელს რისთვის იყო გუნდში ხზ.
ჯეფ გრინი- აშკარად არ გვეწყობა, ფლეიერ ოფშენი აქვს და მეეჭვება გამოიყენოს,მარა იმედია წავა, ჩვენთვისაც კარგი იქნება და მისთვისაც საკალათბურთო მხრივ.
ოერგერი- ჩავარდნა იყო წელს ჩემი აზრით, რუქები ვერ განავითარა საერთოდ, ტვინი #####ა თავისი ამოჩემებული იგროკებით, ვერანაირი ცვლილება ვერ გააკეთა როცა საჭირო იყო წმინდად მოუგო კერიმ ბოლო 3 თამაში სერიაში. მეეჭვება გაუშვან,მარა გამიხარდება თუ წავა.
წელს ზაფხულში ფრი აგენტები ხდებიან გასოლი და კუფოსი, ტიმ ოფშენი გვაქვს კალათესზე და ფლეიერ ოფშენი აქვს ჯეფ გრინს დანარჩენი ყველას აქვს კონტრაქტი მინიმუმ მომავალ წლამდე.
გასოლი ალბათ დარჩება და იმედია 16-17 მილიონზე, კუფოსს ბევრი გუნდი იმაზე მეტს მისცემს ვიდრე ჩვენ და არაა გამორიცხული წავიდეს.
კალათესს იმედია გავაგდებთ
უამრავი კარგი შუთერია ფრი აგენტი წელს, დანი გრინი დაგვხატავდა, თუ ჯეფ გრინი წავიდა, ქეფ სფეისი გვექნება 10 მილიონამდე რომ შევთავაზოთ,სხვაც ბევრია და იმედია ვინმე სმოლ/გარდს მოიყვანენ კარგი დაცვით 2 შუთერი მაინც რომ დაცვდოთ ამ ზაფხულში, შემდეგ სეზონში ბევრად უკეთEსი გუნდი ვიქნებით,ფეინთის გატენვა აღარ გამოუვათ ჩვენთან.
არ იყო ცუდი სეზონი საერთო ჯამში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, საბოლოოდ უფრო ძლიერმა და დაბალანსებულმა გუნდმა გამოგვაგდო, საინტერესო ზაფხული უნდა იყოს, მითუმეტეს შემდეგი 2 წელი ალბათ ამ სტილის მემფისისთვის ბოლოა.
ადიოს შემოდგომამდე
მიმაგრებული სურათი