გადავხედე წინა პოსტებს და ჰეთთრიკის და ბაზერას სპეციალისტების შედარებითი დახასიათების სურვილი გამიჩნდა
ჰეთთრიკს ვთამაშობ წელიწადზე მეტია (წინა აგვისტოდან). თითქმის თავიდანვე რომ ავიყვანე ხარაშო ტრენერი, 1 მეკარის ტრენერი, 9 ტრენერის თანაშემწე, 10 ექიმი, 10 ფიზიოთერაპევტი და 10 პიარშიკი, არც შემიხედია სპეციალისტებში და კაკ მინიმუმ 1 სეზონი არც შევიხედავ. მერე შეიძლება ტრენერი გამოვცვალო უკეთესზე (ანუ უკეთეს ლიდერობიანზე). ვიხდი ცოტათი მეტს ვიდრე ვთქვათ ოლა, რომელსაც ალბათ 10 ექიმი არ ყავს და როცა ჭირდება (ანუ ვინმე დაემტვრევა) მარტო მაშინ იყვანს და როცა არ ჭირდება ისევ უშვებს. მე პროსტა მეზარება ჩალიჩი და არც იმდენი ხარჯია რომ თუნდაც კვირაში (ან 2 კვირაში) ერთხელ ერთი კლიკის გაკეთება მიღირდეს

ვინც არ უნდა მიმტკიცოს საინტერესო სპეციალისტების სისტემააო, ვერ დამაჯერებს

ამის ფონზე ბაზერას სისტემა უფრო ჩახლართულია და შესაბამისად საინტერესოც. ყველა ტიპის სპეციალისტთან გვაქვს ვარირების საშუალება, რაც გუნდის განვითარების გეგმის მიხედვით შეგვიძლია მოვირგოთ და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვცვალოთ. ვარიანტი საკმაოდ ბევრია, შესაბამისად ყველას ვერ განვიხილავ (თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ არ მიფიქრია ყველა შემთხვევაზე). ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი:
არ მაქვს ბატონო ფული და მინდა რაც შეიძლება უკეთ გამოვიდე ჩემპიონატში. ამისათვის იაფად ვიყიდი ბებერ კალათბურთელებს, ავიყვან მასაჟისტ ექიმს, ხალხის სიყვარულს რომ მომიმატებს ისეთ ექიმს და მწვრთნელს, რომელიც კარიერას გამიხანგრძლივებს.
ფინანსურად რატომაა ეს სისტემა უფრო ხარჯიანი, ვერ ვხვდები. ხელფასები იგივე ეფექტის პირობებში აშკარად შემცირებულია (ანუ მეტი ფული გვრჩება). ვისაც მეტი ფული აქვს დაგროვებული რა თქმა უნდა შეუძლია უკეთესი სპეციალისტი აიყვანოს, მარა მეტი ფულის დამგროვებელი რატომაა უფრო სტაჟიანი არ მესმის

მე მაგალითად კაპეიკი არ მაქვს ეხლა და ვიცი 1-2 მეორელიგელი რომელსაც მილიონი უდევს მუთაქაში.
მე თუ მკითხავთ ეს სისტემა სწორედ რომ ახალბედებისთვისაა მომგებიანი. ეხლა მე მართლა არ მაქვს იმისი ფუფუნება რომ მე-6 დონის სპეციალიზაციიან ტრენერში ფული გადავიხადო (უნდა გავყიდო იგროკი და იმისი ფულით ტრენერი გამოვცვალო, იგროკი რომ გავყიდო საჩემპიონო ამბიციებს დაერხევა

). ამ დროს ახალბედა გაყიდის საშუალო დონის იგროკს და ტრენერს აიყვანს.
მოკლედ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. ზოგადად ამ თამაშში ეს "იდიოტ ამერიკელები" ცდილობენ ისეთი წესები შემოიღონ, რომლებიც ახალბედების შანსს გაზრდის. სულაც არ უნდათ რომ მილიონ იუზერზე (რომელსაც ალბათ გეგმავენ) ასვლის შემდეგ აღმოჩნდეს რომ მიმინოსა და BC Törööö-ს მოგების შანსი არასოდეს არავის ქონდეს

კი ბატონო, ეშლებათ ხოლმე რაღაც-რაღაცეები, მარა ჩემი დაკვირვებით ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას