ისე ეს მაგარი იდეაა სადოქტორო ნაშრომისთვის.
ყველაფერი, რაც ადამიანს ჭირდება არის დრო, შეუზღუდავი და სწრაფი ინტერნეტი, საბაზო დონის ჰაკერული ნავიკები და სადღაც 2000 დოლარი.
მოკლედ ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების IPებით არეგისტრირებ 30 000 გუნდს. იწყებ ოდნავ გატრაკებას, რომ მაგალითად ლესოტოელი ხარ და შენი ქვეყანა არ არის სიაში. სამხრეთ აფრიკა კი ჭირივით გეზიზღება და ა.შ.
სადღაც 2 თვე გადიხარ აკლიმატიზაციას. შენი 100 გუნდისთვის ყიდულობ საპორტერს. წერ ფორუმში, შენვე პასუხობ სხვადასხვა ნიკებით. დისკუსიები ოდნავ სტრანნი მიმართულებით მიგყავს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დისკუსიაში შენი ათობით ალტერ ეგო არის ჩართული, არავინ არაფერს არ იმჩნევს.
მესამე თვიდან გადადიხარ გატრაკებასა და ვოლიუნტარიზმზე. აკეთებ საეჭვო ტრანსფერს, მაგრამ ნუ მთლად კატასტროფულს არა. უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან საეჭვოს და შენი ერთ-ერთი ნიკით ატყობინებ რომელიმე გეიმმასტერს თაღლითობის შესახებ. გუნდის იბანება და აი აქ კი იწყება რაც იწყება... შენი 30 000-ივე ნიკით საშინელ ობტრუქციას უწყობ გეიმმასტერების ნაწილს. რეებით არ იმუქრები. საპორტერიანი ალტერ-ეგოები საპორტერ-პაკეტების საჯარო დახევით იმუქრებიან და ა.შ.
...
ნუ აქ წერა მეზარება. მოკლედ რამდენიმე თვის თავზე მთელი გეიმმასტერები შენ ჭკუაზე დაგყავს, ხოლო ახირებულობის ხარისხს დღითიდღე ზრდი. სიტუაცია ბაზერაში აუტანელი ხდება. ხალხი მასიურად ტოვებს თამაშს. რამდენიმე ერთგული ფანის გარდა სისტემაში მხოლოდ შენი 30 000 გუნდი რჩება. ყველა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ტრენერი შენ ხარ. სკაუტიც შენ ხარ. მიგყავს აქტიური დისკუსიები მსოფიოს სხვადასხვა ფორუმებზე შენივე ალტერ-ეგოებთან. ყველაფრის ნატურალობისთვის სწავლობ რამდენიმე ენას, მათ შორის, ჩინურს, იაპონურს და ნორვეგიულს.
მერე ხსნი ნონ-ბბ ფორუმზე ანეგდოტების თემას და იწყებ ანეგდოტების მოყოლას სხვადასხვა ერებზე -- ჩუქჩებზე, ებრაელებზე და ა.შ. ელოდები, რომ რომელიმე გეიმმასტერი შემოვა და რაღაც უწყინარ ანეკდოტს დაპოსტავს. და აი ისიც, BB-მარკი ყვება ანეკდოტს ჩრდილოგერმანელების სიტყვაძუნწობის შესახებ.
ხოდა აქ წევ იმენნა საშინელ ამბავს. შენი 30 000-ვე ნიკი საშინლად შეურაცხყოფილია. ყველა ფორუმზე წევ ისტერიას. ბომბავ ყველა გეიმმასტერის საფოსტო ყუთს ანეკდოტის მომწოლის გადაყენების მოთხოვნით და მერე დემონტრაციულად ტოვებ ბაზერას შენი 30 000 ნიკით. 6 კვირის თავზე ყველა შენი გუნდი ბოტდება და სისტემაში 17 აქტიური გუნდი რჩება.
ჰა, ცუდი თემაა სადოქტოროსთვის?