დიდი ბოდიში, რომ ამდენ ხანს დავაგვიანე პასუხი, მართლა ძალიან ცოტა დრო მაქვს, ასეთ კითხვაზე პასუხს კი 5 წუთზე მეტი სჭირდება, თორე მიფუჩეჩება გამოვა

დავიწყოთ იქიდან, რო 80-იანები ლაივში არ მინახია, რადგან 79-იანი ვარ

მაგრამ ზოგადად ცხადია ნანახი მაქვს თამაშებიც და დოკუმენტურებიც და თან წაკითხული კიდევ უფრო მაქვს (მაგით მაქვს თავი გამოვსებული და ღამე კოშმარებად მესიზმრება

). ჯორდანმა კი თვალწინ გამირბინა
ჯორდანს ძალიან კარგ დროში მოუწია თამაში, ახალი ეპოქის ყველა სუპერის წინააღმდეგ ითამაშა დაწყებული ირვინგით და დამთავრებული კობი-აივერსონით, ასე რო მაგის ხსვებთან შედარება ძალიან იოლია. ყველს წინააღმდეგ ძალიან მაგრად თამაშობდა და ტექნიკაში მაგისი უპირატესობა თვალში საცემი იყო 80-იანებშიც და 2000-იანებშიც კი (ცხადია ნაწილობრივ).
ჯორდანს მერე დავუბრუნდეთ ახლა ბერის და მეჯიქის ამბავი ვთქვათ,
ბერდი და მეჯიქი რო იწყებდნენ (79) მაშინ ნბა-ს უსასტიკესად ქონდა დანძრეული. საერთოდ კალათბურთს ჰქონდა დანძრეული, რადგან კარგა ხანს ორად იყო გახლეჩილი, 1967-76 წლებში ნბა-ს პარალელურად არსებობდა მეორე ლიგა, აბა, რომელიც არაფრით უარესი არ იყო ნბა-ზე და დიდ კონკურენციას უწევდა, კალათბურთელებს ახევდა და რამე. აბა-ში დაიწყეს კარიერა ირვინგმა, მოზეს მელოუნმა, ჯორჯ გერვინმა და კიდე ბევრმა სხვა კაი ტიპმა, მაგალითად დევიდ ტომპსონმა რომელმაც მერე ნბა-ში ერთ თამაშში 73 ქულა გააკეთა და ეგაა მესამე შედეგი ჩემბერლების 100 და კობის 82-ის მერე (ისე ჩემბის +70 თამაშები ქონდა კიდე 5-6)
(თემიდან ნუ გადავუხვევთ )
კაროჩე კალთბურთი მაგრად დაჭაობებული იყო. ხალხს მუღამი და ნდობა ქონდა დაკარგული, მიუხედავად იმისა რო 76-ში აბა დაიშალა და იქიდან ოთხი გუნდი ნბა-ს დაემატა (დენვერი, სან ანტონიო, ნეტსი და ინდიანა), მაინც ვერ დაიბრუნა ნდობა, ირვინგის ფრენებიც არ შველოდა ამ საქმეს. ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო, სპორტში ფული არ ტრიალებდა......
ჰოდა აი ასეთ ვითარებაში გაიჩითნენ ბერდი და მეჯიქი. ორივე თავისებურად უნიკალური იყო. მეჯიქს უთესლესი ტვინი ქონდა, ისეთ პასებს ჩითავდა რო ყველას აყლ...ებდა. თავიდან გუნდელებიც ვერ უგებდნენ, ვინმეს ბურთი რო მოხვდებოდა, მერე მოდიოდა აზრზე რო მეჯიქამ პასი მისცა. თანდათან დაამხეცეს და ისეთი კალათბურთი შეუბერეს, როგორიც მანამდე არავის არ უთამაშია, მოედანზე დაწუოდნენ, ფარზე ჯაბარი ყავდათ და მოხსნები არ უჭირდათ, ასე რო უსწრაფესი Fასთ-ბრიქები გაჩითეს და ეგეთებში მეჯიქას გაჩერების შანსი არ იყო. პოზიციურშიც არ უჭირდათ, ქარიმა ყავდათ. მეჯიქას ყველაზე დიდი ჯადოქრობა ის იყო, რო ამხელა კაცი გამთამაშებელად გაიჩითა. 206 სანტიმეტრიანი იყო და ბურთს 190-იანი მასტების დონეზე ატარებდა. ქარიმაზეც იგივეს თქმა შეიძლება, 218 სანტიმეტრის კვალობაზე ძალიან ტექნიკური იყო და ერთ-ერთზე ნებისმიერ ცენტრს მოატყუებდა + ბურთის დაბლა დაშვება არ ეშინოდა. მერე სასტავს ვორსი დაემატა, მერე სკოტი. მოკლედ, გუნდი-ფანტასტიკა. "კოსმიურ" კალათბურთს თამაშობენო, ეგრე ამბობდნენ.
ბერდის უნიკალურობა რა იყო? მკვლელი სროლა ქონდა, ალბათ ძალიან ბევრი ივარჯიშა, ეგეთი სროლა რო დაემხეცებინა, მაგრამ მარტო ვარჯიში არ შველის მაგას. შიგნიდან იყო მაგარი, ნერვი არ აუტოკდებოდა ისე ჩაგიგდებდა ნებისმიერი ტოჩკიდან ნებისმიერ დროს და ვერც ხელს შეუშლიდი. ფსიქოლოგიურად უნძრევდა მეტოქეს. მაგის დამარცხება თუ გინდოდა (ყველასთან ბოიშმომითხოვია და) პროჭზე უნდა გახეულიყავი და ორმაგად კარგად გეთამაშა. უჯიუტესი მასტი, სირზე ეკიდა ყველა მეტოქე, არაფერს არ დაუთმობდა, ერთი მიზანი ქონდა და რქებით მიდიოდა იქით. მერე ანდაზა ხო გაგიგიათ (ტაჩკას საყურადღებოდ) ხარი ხართან რო დააბაო, ბოსტონში ყველა მაგას დაემსგავსა, თან რედ აუერბახმა თანაგუნდელებიც შესაფერისი გაუჩითა - მუშა და ჟილკიანები, მაგალითად დენის ჯონსონი, კევინ მაკჰეილი.......
84-ის ფინალში ეგ ორნი რო დაეჯახნენ, მთელი ამერიკა ზანზარებდა (

ძველმოდურ გამოთქმაზე ნუ დამცინებთ), ქუჩაში მოძრაობა წყდებოდა, ყველა ტელევიზორში იყო შემძვრალი და კალათბურთი გახდა - სპორტ ნამბა ვან!!!! ვოტ!!!! აი ასე იყო მაი ამბავი

და ამიტომ ითქვა, რომ ბერდის და მეჯიქის დაპირისპირებამ ჯერ გადაარჩინა და მერე კი უფრო მეტად განავითარა კალათბურთი, ვიდრე მანამდე იყო.
მაგ ფინალში ყველა წინასწარ ბაზრონდა ლეიკერსის გამარჯვებაზე, ბოსტონში პირველი ორო თამაშიდან ლეიკერსმა ერთი აახია და მერე ლოს ანჯელესში მესამეში 137:104 მოუგო (აქ შპარგალკაში ჩავიხედე

), ისე შეარცხვინა რო მერე ლოსანჯელესელები იძახდნენ, ჩვენს უმცროს დაიკოებს ვეთამაშთ და იასნია რო ეგრე მოვუგებდითო.
ბოსტონელები ისე დაიბოღმნენ, რო მეოთხე თამაშში მაკჰეილმა გარღვევაზე წასული კურტ რამბისი თავით ჩაარჭო პარკეტზე. გაწევ-გამოწევა კი ატყდა, მარა ეგ იყო ამ სერიის გარდამტეხი მომენტი, რადგან ლეიკერსი მაგრად დაჩმორდა და ისე თავისუფლად ვეღარ დაწუოდა.
საბოლოოდ ბოსტონმა 4:3 მოიგო და ეგ იყო ზედიზედ მგონი მერვე გამარჯვება ფინალში ლეიკერსის წინააღმდეგ (60-იანების ჩათვლით). მერე ეგ გუნდები კიდე ორ ფინალში შეეჯახნენ და ლეიკერსმა ორივეჯერ აჯობა, იმიტო რო რეალურად უფრო ნიჭიერი და სწრაფი გუნდი იყო, მაგრამ ბოსტონი ამ დიდი ჯახიდან მაინც ძალიან ღირსეულად გამოვიდა და ისტორიაშიც ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სახელით შევიდა.
ახლა რაც შეეხება მაიკლ ჯორდანს (ხო არ დაიღალეთ?

)
ჯორდანი 1000 მიზეზის გამო შეიძლება ულაპარაკო საუკეთესოდ დაასახელო, მაგის სასარგებლოდ მეტყველებს პირადი სტატისტიკა, გუნდური მიღწევები, სათამაშო ტექნიკა, შეტევაში ილეთების უმდიდრესი არსენალი, მებრძოლი ბუნება, სპორტული ინტელექტი, მყარი ფსიქიკა... კაროჩე ყველაფერი, რის გამოც ერთი კალათბურთელი მეორეზე წინ შეიძლება დააყენო.
იდეალური კალათბურთელი. უნივერსალური ჯარისკაცი, კაროჩე რემბო რეალურ ცხოვრებაში

სხვისი ტყვია მაგას არ ხვდება, თვითონ კიდე ყველას ამოხოცავს. ფიზიკურადაც იდეალური და პროპორციული, 198 სმ და 98 კგ. იცით რაზე ვკაიფობ? დაშვებული ცალი ხელით რო უჭირავს ბურთი და სადაც უნდა იქით ატრიალებს, ხელბურთელივით, ამასთან საკუთარ თავში და შესაძლებლობებში წამითაც არ ეპარება ეჭვი, არ ეშინია რო ბურთი გაუვარდება გაოფლილი ხელიდან, არ ეშინია აცილების და საერთოდ რაც უფრო იძაბება თამაში, ეგ მით უფრო ფოკუსირებული და თავდაჯერებული ხდება. ლეგენდებიდან ყველაზე ნაკლები ჩავარდნა ქონდა, ანუ სტაბილურიც იყო, მოკლედ ღმერთმა კალათბურთის სათამაშოდ გააჩინა.
ბაზარიც არ უნდა რო ბერდზე და ჯონსონზე დიდი მოთამაშე იყო, რადგან მაგის დროს კალათბურთი უკვე სხვანაირიც გახდა.
ბერდი და მეჯიქი შეტევის შემოქმედები იყვნენ, ჯორდანი კი შეტევაში მაგათზე მაგარიც იყო და მაგის გარდა დაცვაშიც კლავდა მეტოქის თამაშს, ანუ თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო ორივე ნახევარზე. ჯორდანში ყველაზე მეტად ვაფასებ არა ფიზიკურ მონაცემებს, მაგალითად იმას რომ ძალიან მაღალი ნახტომი ქონდა და იყო სხარტი+ძლიერი+ელასტიური. მაგის ყველაზე დასაფასებელი თვისება მგონია გონებრივი შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ფოკუსში ნებისმიერ მომენტში, არ იბნეოდა, არ ეფანტებოდა გონება, არ იფიტებოდა ფსიქოლოგიურად. მუდმივად ჩასაფრებული და გამზადებული. არაფერს არ გაპატიებდა....
მოკლედ ცაში ავიყვანე რა

მარა მაგან თვითონ აიყვანა თავისი თავი ცაში. მუდმივად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობის გაუმჯობესებას, ვარჯიშიც კი არ ეზარებოდა. შრომისმოყვარეობაც სანიმუშო, ეგეც კიდევ ერთი ძალიან დასაფასებელი თვისება.
ნბა-ში რო გაიჩითა, ერთი სული ქონდა ყველა დაემარცხებინა, ბერდის და მეჯიქის მუღამი ქონდა და ჯერ გაუჭირდა მაგრამ მერე გუნდიც რო გაძლიერდა, თავის დროზე ყველას დამარცხება შეძლო. მაგრამ ბერდამდე და მეჯიქამდე მაგას დეტროიტის ბარიერი უნდა დაეძლია. დეტროიტი საშინელ დაცვას თამაშობდა, ეგეთი დაცვა მანამდე არავის დაუყენებია, თანაც შეტევაშიც ძალიან მრავალფეროვანი გუნდი იყო. ჯორდანის ჩიკაგო სულ მაგათთან აგებდა და ამ ბრძოლებმაც მაგრად გამოაწრთო მაიკლა, დაცვა ასწავლა, მოკლედ გაზარდა როგორც მოთამაშე, თორემ თავიდანვე სუპერმენად კი არ მისულა ნბა-ში.
Joe Coleაშკარად და გამოკვეთილად პირველი ტიპია, განსაკუთრებით ჩემპიონობამდელ პერიოდში მიუხედავად იმისა რო პასებიც ბლომად ქონდა. თავიდან ჯორდანის გვერდით ხეირიანი არავინ იყო და საერთოდ მარტო თამაშობდა. მერე გუნდის პატრონები მიხვდნენ, რო მარტო ვერაფერს მოიგებდა (აი რატომაა კალათბურთი ასეთი მაგარი თამაში, რომ აქ ასეთი გენიოსების დამარცხებაც შეიძლება თუ კარგად დაბალანსებული და ჭკვიანი გუნდი გყავს _ ვთქვათ იმდროინდელი დეტროიტის პონტში. მაგალითად ბოსტონი არ მომყავს იმიტო, რომ ბოსტონის და ჯორდანის პიკი ერთმანეთს არ დაემთხვა. ჯორდანმა რო ფრთები გაშალა, ლარის თამაშო ცოტა მოძველდა და თვითონ ლარიც მობერდა) და ჩიკაგოს მიმართულება შეუცვალეს. 1989-ში გაიჩითა ფილ ჯეკსონი, რომელმაც გუნდურ თამაშზე გააკეთა აქცენტი და ჯორდანიც გუნდის ჩარჩოში ჩასვა. მაიკლა ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, ფილის სტილთან თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, იმიტო რო მიჩვეული ვიყავი ბურთი სულ მე რომ უნდა მქონოდაო, ფილმა კიდე ერთი თვე ისე გვათამაშა, რო მესამე კაცად მაქცია გუნდში პიპენის და გრანტის მერეო.... მაგათზე უფრო მეტი კომბინაციები კეთდებოდაო... (აზრზე ხართ ფილის გოთვერნობას?) მერე კი შევეჩვიე და მივხვდი რომ ასე უკეთესი იყო, ცოტა დავისვენე და გუნდურ თამაშის მუღამი უფრო მეტად დავიჭირეო....
ასე რო ჩემი აზრით მაინც პირველი ტიპი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით გუნდურ თამაშშიც მგელი გახდა და პასებიც ბევრი ქონდა. ჯორდანი პირველ რიგში უდიდესი ინდივიდუალისტი იყო.
მე ასე ვხედავ მაგ პერიოდს და მოთამაშეებს. და ცხადია არავის ვახვევ ჩემს აზრს