ეჰ :||
ეს მატჩამდე მცირედი მიმოხილვა : (((

ორი წლის წინ. როცა "ტორონტო რეპტორი" ესტუმრა ესპანეთს "NBA Europe Live 07 tour"–ის ფარგლებში, მაშინ "მადრიდის რეალმა" სტუმრები დაამარცხა. დღეს ადგილობრივი დროით 20:45 საათზე თეთრები კიდევ ერთ სტუმარს "იუტა ჯაზის" სახით მიიღებენ, შეხვედრა ალბათ საინტერესო საყურებელი გამოვა.
ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და NBA–ს კლუბი დღეს საღამოს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "მადრიდის რეალისთვის" ეს მესამე NBA–ური გამოცდა იქნება.
"ბოსტონ სელტიკი" მადრიდს 1988 წელს ესტუმრა და მოიგო 111:96 ანგარიშით. ორი წლის წინ თეთრებმა ხორხე გარბახოსას "ტორონტო რეპორტსი" დაამარცხეს ანგარიშით 104:103. კლუბის ახალწვეულ ტრევის ჰანსონს ეძლევა შანსი დაუპირისპირდეს მშობლიური ქალაქის კლუბს.
"იუტა ჯაზს" ჯერი სლოუნი უკვე 20 წელია, რაც წვრთნის. კლუბმა წინა წელს აღმოსავლეთ კონფერენციაზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულა– 49 გამარჯვებითა და 38 მარცხით. პლეი ოფის პირველ რაუნდში ისინი დამარცხდნენ კობი ბრაიატნისა და პოლ გასოლის "ლოს–ანჯელეს ლეიკერსთან" 4:1. "იუტა ჯაზის" ვარსკვალავი არის დერონ ვილიამსი, რომელიც წინა სეზონში საშუალოდ თამაშში 19,4 ქულას აგროვებდა და ასისტენტის როლში კი 10,7–ჯერ მოგვევლინა.
ს.ჯ. მაილსი ტრავმირებულია და გამოტოვებს შეხვედრას, მწვრთნელის განკარგულებაში კიდევ სხვა კალათბურთელები არიან, როგორებიცაა: ანდრეი კირილენკო, მეჰმედ ოკური, კარლოს ბოზერი და პოლ მილსაპი.
"მადრიდის რეალის" შემადგნელობაში ფელიპე რეიესი, ლავრინოვიჩი და ტომას ვან დე შპიგელი ტრავმების გამო გამოტოვებენ შეხვედრას...
დერონ ვილიამსმა "იუტა ჯაზის" მცველმა ისაუბრა მის კლუბსა და "მადრიდის რეალს" შორის დღეს გასამართ შეხვედრაზე.
"ეს სანახაობრივი თამაში იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი კარგად არიან მომზადებულნი და ასევე ძალიან მოტივირებულნიც, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცუდად მზად დღევანდელი შეხვედრისთვის."
"ეს ჩვენთვის საკუთარი თამაშის საპოვნელად კარგი შანსია სეზონის დასაწყისისას"
"ლუიშ ბალოკი შესანიშნავი კალათბურთელია. ჩვენ გვყავს კალათბურთელები, რომლებმაც ევროპაში რამდენიმე წელი გაატარეს, კარგ დროს ვატარებთ ამ ტურის განმავლობაში. ეს გვეხმარება ჩვენ გავძლიერდეთ, როგორც გუნდი."
"ესპანელებს უყვართ კალათბურთი. ეს ამ სახეობაში ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა. ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანია."
მატჩის მიმოხილვას მოგვიანებით დავდებ





This post has been edited by Merengues on 9 Oct 2009, 13:30