არ მჯერა
ბარსელონა 63 - 70 მადრიდის რეალიმადრიდის რეალმა "პალაუ ბლაუგრანაზე" რეგალ ბარსელონას 63–70 სძლია და მომდევნო ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ევროლიგის 1/4 ფინალური პლეიოფების ჯამური ანგარიში ამჟამად 1–1 –ია, "ვისტალეგრ არენაზე" კი კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, რომელიც 1/2 ფინალისტს გამოავლენს.
პრიგიონიმ, კაუკენასმა, იარიჩმა, გარბახოსამ და ტომიჩმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყეს და შეძლეს, მისი სადავეები თავიდანვე ხელთ ეგდოთ. კარგი დაცვისა და სწრაფი, შედეგიანი შეტევის წყალობით, "თეთრებმა" მეტოქე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს.
ტომიჩი უბრალოდ შეუჩერებელი იყო და რეალი პირველ პერიოდში 7 ქულიან უპირატესობას დაეუფლა (5–12). ცუდი შეხვედრა ჩაატარა ნავარომ, რომელიც თითქმის არ ჩანდა და ტყორცნათა უმეტესობა მიზანს ააცილა.
მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მეორე პერიოდში შეძლეს (16–17), მაგრამ იარიჩის სამქულიანმა და ბულოკ–ტომიჩის წყვილის შედეგიანმა ტყორცნებმა ბლანკოსს პირველი ტაიმის ხუთქულიანი უპირატესობით დასრულების საშუალება მისცა (27–32).
მესამე პერიოდში მოედანზე შეკრებილი საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა გუნდის დასახმარებლად, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, რეალს კონცენტრაცია არ დაუკარგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ შეტევაში გუნდი ძველებურად ვეღარ თამაშობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა დაცვა, განსაკუთრებით კი – ბულოკი ნავაროს წინააღმდეგ (40–50).
ბარსელონამ შეტევები უფრო გააძლიერა და თითქმის მოახერხა კიდეც, ჩამორჩენა აღმოეფხვრა (54–57). მადრიდისტებს მეტოქისთვის დაწევის საშუალება აღარ მიუციათ და, საბოლოოდ, შეხვედრა დამსახურებულად, 63–70 მოიგეს.
მიმაგრებული სურათი