მანრესა 81-84 რეალი 
რეალ მადრიდის საკალათბურთო გუნდმა, საფეხბურთო გუნდის მსგავსად შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა და საფეხბურთო გუნდისგან

((( განსხვავებით იმარჯვა. სამეფო გუნდმა 3 ქულის სხვაობით 81-84 მანრესა დაამარცხა.
პირველი მეოთხედი რეალის უპირატესობით წარიმართა, სამეფო გუნდმა მასპინძლები პირველ მეოთხედში 18-25 დაამარცხეს.
რაც შეეხება მეორე მეოთხედს, მასპინძლებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს, რაც ანგარიშზეც აისახა. მანრესამ მეორე მეოთხედში რეალი 21-19 დაამარცხა.
მესამე მეოთხედში კი ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. რეალმა მანრესა მესამე მეოთხედში 15-22 დაამარცხა.
რაც შეეხება მეოთხე მეოთხედს მასპინძლებმა თამაში აშკარად გამოასწორეს და დაჯაბნეს კიდეც რეალი . თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მანრესამ მეოთხე მეოთხედი 27-18 იმარჯვა არ გამოდგა საკმარისი, რომ ემარჯვა, რეალმა საბოლოოდ 81-84 იმარჯვა.
გუნდების შემადგენლობა:
მანრესა:(18+21+15+27): როდრიგესი(6), მარტინესი(5), გრიმაუ(7), ასელინი(7), რუბიო(30), მიგელ(3), ბულფონი(16), იბაკა(2) და ალზამორა(4).
რეალი:(25+19+22+18): ლოპესი(11), ბულოკი(14), ვინსტონი(5), ჰერვილი(12), რეიესი(19), ტომასი(9), ლუი(11), მასეი(2) და ვანდერ სპეიგელი(1).
. . .
ორშაბათს კი მადრიდში ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტი შეიკრიბება. ამ შეკრებაზე შესაძლებელია, რომ რეალის საკალათბურთო გუნდის უდავო ლიდერმა ფილიპე რეიესმა "MVP"-ს ტიტული მიიღოს, რაც პლეიოფის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი პრიზია.