ატანსიონ! ატანსიონ!
დადგა ზოგისთვის ნანატრი,ზოგისთვსიაც გულდასაწყვეტი მომენტი-სეზონის ბოლო.ლიგაში 6 თვიანი პაუზა ცხადდება და დადგა იმის დრო,რომ თქვენმა მონა-მორჩილმა აღადგინოს ტრადიცია და სეზონის ბოლოს გაარჩიოს განვლილი სეზონის პერიპეტიები, ანუ დაწეროს მიმოხილვა.
მაშ ასე:
უპირველეს ყოვლისა,გილოცავთ სეზონის დასრულებას.ერთი მხრივ,დასანანიც კი არის,ამ თამაშს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს,დილა ამით იწყებოდა და არც ისე იოლია 6 თვიანი იძულებითი პაუზის აღება.
სეზონი იყო შთამბეჭდავი! გენიალური! ასეთი დაძაბული სეზონი მე არ მახსენდება.ყველაფერი ძალიან კანონზომმიერი იყო და ცხრილმაც ისეთი სახე მიიღო,როგორიც უნდა მიეღო!
Pertini Patriots - ჩემპიონ,ბლინ! : D საღოლ,ირა,წელს დაამტკიცე,რომ უძლეირესი იგროკი ხარ,დაამტკიცე ორჯერ - საკვალიფიკაციოში და სუპერში.მომავალ წელს თუ ხუთეულში შეხვალ(მე ეჭვიც არ მეპარება),მაშინ შენ შემოხვალ ფენტეზის vip იგროკების სიაში : D ანუ მუდმივ ფავორიტებში,რა სასტავიც არ უნდა გყავდეს,რა ფორმაშიც არ უნდა იყო და დრაფტზე სულაც რომ არ იყო,მაინც უდიდესი ანგარიშგასაწევი ძალა იქნები ყველასათვის.შარშან არ ვიცი,როგორ თამაშობდი,შარშან მოწყვეტილი ვიყავი ლიგის პერიპეტიებს,მარტო სასტავს ვაყენებდი 1 კვირით ადრე ი ვსიო.რამდენადაც ვიცი,იქ კარეგად ყომარობდი რუქის პირობაზე და ტრავმები რომ არა,ხუთეულშიც უპრობლემოდ შეხვიდოდი. ჯერ კიდევ შარშან მიიქციე ყურადღება.რუქი იყავი,მაგრამ სწრაფად აუღე ალღო ამ თამაშს და ზოგიერთი გროსმეისტერული ხოდიც გააკეთე : ) შარშან შენგან არავინ ითხოვდა სასწაულებს და ლიგის მოგებას(რუქი ვერასოდეს მოიგებს ამ თამაშს,თუ გამოცდილ იგროკებს არ ჩაგვეძინება რამდენიმე თვით : ) ).წელს მაგრა მოუმატე,ეგ კი არა,ტიტულიც კი წამართვი,როგორც საუკეთესო მენეჯერი,რომელიც ყველაზე მაგრად მუშაობს ფრი აგენტებთან : D ეგ ყოველთვის ჩემი კანიოკი იყო და მაგით ყოველთვის ვამაყობდი : D მაგრამ წელს მაგ კომპონენტშიც დამჯაბნე,ვაღიარებ.ზოგიერთი ისეთი ხოდი გააკეთე,რომ თმები ყალყზე დამიდგა.მადეირა გამახსენდა დიდების პერიოდში - მასთან ყველა ბანძი ფრი აგენტი სეზონის საუკეთესო მატჩებს ატარებდა,როცა აჰყავდა.ეს საჩემპიონო ნიშანი იყო.ძალიან ბევრჯერ "გაარტყი"-იგივე ჯეიმსი,ბარეა და ა.შ....სისწრაფეშიც არაფერი დაგეწუნებოდა,დილით ადრიანად ან ღამითვე ითრევდი ხოლმე "ბომბა" იგროკებს.ყველაზე მეტი "მუვ" შენ გააკეთე და ძალიან იშრომე,რაც დაგიფასდა.დრაფტი ერთია,მაგრამ თუ არ იაქტიურე ფრი აგენტებთან,ისე ჩემპიონი ვერ გახდები ახლანდელ დროში.ეს ორჯერ ორი ოთხია.დრაფტი ნახევარი საქმეა,ნახევარი საქმე კი დრაფტის მერე იწყება.
სასტავი ძალიან კარგი გყავდა,ჯერ მარტო ლებრონა რად ღირს.თუმცა,გამართლების ფაქტორიც იყო,რა თქმა უნდა,იგივე მერფი(საუკეთესო სეზონი კარიერაში),ჰარისი(ასევე),დენიელსიც კი ათამაშდა და ა.შ. მაგრამ უმართლებს უძლიერესს და ეს კანონზომიერებაა.
ხო,სასტავი უმაგრესი გყავდა,ძალიან დაბალანსებული-საუკეთესო იგროკი ლიგაში,ერთ-ერთი საუკეთესო პიჯი,ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი(მერფი),იქვე საკაიფო ცენტრ-რიბაუნდერი ნენეს სახით,უმაგრესი პაუერ ფორვარდები(აკ-47,ჩენდლერი) და უმაგრესი ფრი აგენტი-მეტ ბონერი! ამ ბიჭმა დაგხატა წელს.ვუტრიალებდი და აყვანას ვაპირებდი,მაგრამ გადავიფიქრე,არ ვენდე ბონერს,თან სან ანტონიოში თამაშობდა და ორმაგად უფრო არ ვენდე..შევცდი...ეს ერთი მიზეზია იმისა,თუ რატომ ხარ შენ ჩემპიონი და მე ხუთეულის ბოლო ადგილოსანი.
შენ სუპერ ლიგა მოიგე კვალის ბოლო ტურში,როცა გადამასწარი და ლებრონაზე მოიპოვე უფლება.ლებრონა ზედმეტად დიდი ფორა იყო ისეთი იგროკისათვის,როგორიც შენ ხარ.მე არ ვამბობ,რომ მარტო ლებრონის გამო მოიგე,ეს შენს სხვა უამრავ ღვაწლს არ აკნინებს.ღირსეული ჩემპიონი ხარ!
ისე,მომავალ წელს მე შენზე ზუბი ნამდვილად მექნება და პირობას გაძლევ,რომ გაგიმწარებ ფენტეზი-ლაიფს : D
ტროი როგორ დამიყენე ბოლო ტურში უტილზე,ა?! : D ვოლესს რომ ეთამაშა და შენ არ დაგეყენებინა ტროი,რიბაუნდებში +1 მექნებოდა და მესამეზე გავდიოდი,მაგრამ ვოლესი არ ათამაშეს და მაინც აზრი აღარ ჰქონდა,.თუმცა,ეს შენ წინასწარ არ იცოდი და მაინც პადნოჟკა დამიდე,იმის მიუხედავად,რომ შენთვის არაფერს ცვლიდა ტროის დაყენება.ისე,კარგიც კი არის,ასე რომ მოხდა-მეხუთე ადგილი ჩემი შრომით მოვიპოვე,სამადლო და ნაჩუქარ მესამეს ისევ ასეთი მეხუთე მერჩივნა.
ისე,იმაშიც გაგიმართლა,რომ შენები სეზონის ბოლოს საკმაოდ კარგად ყომარობდნენ.მე მახსოვს,1 თვის წინ შენ ჩემზე უკან იყავი(მე-5 თუ მე-6 ადგილზე).მაშინ ხელიდან გეცლებოდა მართვის სადავეები და გაგაფრთხილე კიდეც,დროზე გეშველა გუნდისათვის.მაშინ შენები საშინლად თამაშობდნენ,მაგრამ რაც მთავარია,სეზონის ბოლოს იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ესაა ყველაზე მთავარი.აქაც გაგიმართლა,მაგრამ უმართლებს უძლიერესს.
პ.ს. იმედია,უკვე მიიღე გამოცდილება და მომავალ წელს სეზონის შუაში აღარ იტყვი,რომ ცალი ფეხით ჩემპიონი ხარ,რახან 10-15 ქულას უგებ მეორე ადგილოსანს და არც კონკურენეტების დაუფასებლობას დაიწყებ(გაგახსენებ,რომ ჩემი "მათხოვარი" გუნდით სეზონის გარკვეულ ეტაპზე უკან მოგიტოვე კიდეც მაგ საუბრის მერე : ) )
მოკლედ,ღირსეული ჩემპიონი ხარ,სხვა რაღა ვთქვა,მაგრამ გაითვალისწინე-ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია,ვიდრე მისი მოპოვება.მადეირას ჰკითხე.
კიდევე რთხელ გილოცავ დამსახურებულ და ოფლით მოპოვებულ ჩემპიონობას!
BC Olaizola - კო-ჩემპიონ,ბლინ! : D
საღოლ,ოლა! მომილოცავს,ეს სახუმარო მიღწევა არაა. სიმართლე გითხრა,სეზონის წინ არ მიგიჩნევდი ფავორიტად(ირასგან,მადეირასგან და ვინსისგან განსხვავებით) და სასიამოვნოდ გამაოცე.კვალი ჩააგდე,მაგრამ სამაგიეროდ იქ იყოჩაღე,სადაც საჭირო იყო.ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: დრაფტზე ელდა მეცა,როცა მეხუთე(!!) ფიქად ტონი პარკერი აიყვანე(მივიწყებული და ტრავმირებული,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,რამდენიმე დღეში გამოდიოდა მოედანზე).მეხუთე ფიქად პარკერის(უმაგრესი პიჯის) აყვანა ისეთი ფორაა,რომ ეს კაცი აღარ ხუმრობს,ხო იცი-გავიფიქრე ჩემთვის.მაგრამ იმდენად არ გთვლიდი ფავორიტად(რაც,კვალის გავლენა უფრო იყო),რომ მალევე მივეცი დავიწყებას ეს ფაქტი,და როგორც აღმოჩნდა,აქაც მივქარე,ვერ დაგაფასე სათანადოდ.როცა ვინს კარტერი აიყვანე პირველ ფიქად,ამან ღიმილი მომგვარა სახეზე,მაგრამ ვინსმა დაბრდღვნა ეს სეზონი.გაგიმართლა,ეს ასეა,მაგრამ მარტივი ჭეშმარიტებაა-უმართლებს უძლიერესს.
ჯეისონ ტერის აყვანასაც ღიმილით შევხვდი,მაგრამ ამანაც გაგიმართლა.უმაგრესი სეზონი ჰქონდა.ტიმ დანკანსაც არ უნდა ემდუროდე, წესით.შენც ძალიან დაბალანსებული გუნდი გყავდა-თუ გყავს კარგი პიჯი(უმჯობესია ორი) და კარგი ცენტრი-ჩათვალე,დაბალანსებული გყავს გუნდი.
ოლას გუნდს ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა-სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა.ის ნელ-ნელა,მაგრამ მეთოდურად მიიწევდა ცხრილის ზედა ნაწილისკენ,იგივე ირასგან განსხვავებით,რომელსაც პერეპადკები ჰქონდა და მისი გუნდი შიგადაშიგ შემაშფოთებელ არასტაბილურობასაც იჩენდა.ირა ხან ლიდერი იყო,ხან -10 რამდენიმე დღეში და მე-4-მე-5 ადგილი.ოლა ძალიან სტაბილურად მიიწევდა ცხრილის სათავისკენ.
მანაც ისევე დაიმსახურა ჩემპიონობა,როგორც ირამ და სრულიად კანონზომიერია მისი პირველი ადგილიც! ოლაც მუდმივი ფავორიტების სიაში შედის,მაგრამ თავს ანებებს თამაშს და ეს აღარაფერს ნიშნავს : (
ისე,გამოგიტყდებით და,ოლას ჩემპიონობა თან მინდოდა და თან არ მინდოდა.მინდოდა იმიტომ,რომ მინდოდა

ირა არ მინდოდა ჩემპიონად,ზედმეტად ბევრს აქებდა თავის გუნდს და ზოგიერთ კონკურენტს დაუმსახურებლად აძაგებდა : D არ მიდნოდა ოლას ჩემპიონობა იმიტომ,რომ ეს ლიგისთვის ცუდი იქნებოდა.როცა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ტოვებს ლიგას,ეს ლიგაზე ცუდად იმოქმედებდა და დიდი დარტყმა იქნებოდა.ახლაც ძალიან დასანანია,ოლა რომ გვტოვებს : ( უმაგრესი მენეჯერია,ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა,მაგრამ ლიგას საფრთხე აღარ ემუქრება-ის ერთპიროვნული ჩემპიონი აღარაა და ცხრლშიც ფორმალურად ირა წერია პირველ რიადში : )
დიდი იმედი მაქვს,რომ ოლა გადაიფიქრებს და აღარ დაგვტოვებს.მართლა საწყენია მისი დაკარგვა.
ისე,კვალიდან ძლივს გავიდა და მერე ჩემპიონი გახდა : D ასეთი რამ არ მახსენდება.წელს უცნაური ლიგა გვქონდა.
vinsaniti - აპიაც ვინს : D აპიაც წავაგე ნიძლავი(თუმცა,ის აღარ ამხსოვს,რა ნიძლავი იყო : D).ნუ ერთი მექნება ჩასაბარებელი მომავალი წლის დასაწყისში,მეორეს მომავალ წელს გავურასხოდებ,პირობას ვდებ ერისა და ქვეყნის წინაშე : D
მოკლედ,რესპექტები,ქება და დიდება,ვინს : ) საღოლ რა! პირველად ვახსენებ ტრავმების ეპიდემიას ამ პოსტში და მაგის ექსკლუზივსაც შენ გაძლევ.1-2 ისეთი ბობოლა დაგემტვრა(პირველ-მეორე ფიქები,მგონი თუ პირველ-მესამე),რომ შენი მესამე ადგილი პირველის ტოლფასია,ჩათვალე : ) სასწაული მოახდინე,ახალი ვერაფერი დაამტკიცე-ისედაც ყველამ ვიცით,რომ გენიალური მენეჯერი ხარ და მუდმივი ფავორიტების სიაშიც შედიხარ.გინდაც მომავალ წელს გავარდე D-ლიგაში,ეს არ შეცვლის არაფერს.დასამტკიცებელი შენ აღარავისთან აღარფერი გაქვს.გესმის საგანი : up:
თუმცა,ერთი საყვედური მაინც-როცა იცი,რომ მოსიარულე ტრავმა-იგროკია ესა თუ ის,არაა საჭირო,ეგ დაითრიო.თუ არადა,მზად უნდა იყო იმისითვის,რომ out-of-season გახდება ადრე თუ გვიან.ლაზარეთი ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია,ესეც ტაქტიკის ნაწილია და ზოგჯერ ისიც საჭიროა,არატრავმირებადი იგროკები აიღო უფრო დაბალი სტატებით,ვიდრე მოსიარულე ტრავმები ცოტა უკეთესი სტატებით.
ვინს,შენ მე მომიგე ჰეივუდით! ვერ ვინელებ,როგორ ითრიე ფრი აგენტებიდან.მე მის გამოსვლას თვეების განმავლობაში ველოდი და მაინც გამომრჩა მისი გამოსვლის მომენტი.სეზონის ბოლო იყო და ყურადღება მოვადუნე.ჰეივუდი რომ არა,ახლა ჩემს უკან იქნებოდი.მაგრამ ეს ის ბაზარია,ბებიაჩემს რომ Yვერები ჰქონოდა,ბაბუაჩემი იქნებოდაო.ეს მხოლოდ ჩემი ბრალია,წინ რომ გაგიშვი.მტკივნეულია თუ არა ეს?-რა თქმა უნდა! : D ძალიან მტკივნეული,მაგრამ ვიცი ღირსეულად წაგება და ღირსეულადაც გადავიტან მტკივნეულ მარცხს.წინ ყოველთვის მომავალი სეზონია,სადაც ყველაფრის გამოსწორების შანსი გექნება და მე ყველაფერს ვიზამ,ეს შანსი გამოვიყენო.
საოცარია,კაცს ბარონ დევისი ჰყავს და მაინც 18 ქულა აიღო ფგ-ში.თავიდან არ ჰყოლია ბარონა,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.სწორი ტატქიკა იყო-უმაგრესი პიჯის(ოღონდ ცუდი ფგ-იანის) დათრევა ისე,რომ ფგ-ში არ დაიკლო.
ღენიალნო! ძალიან ბევრს ნიშნავს ბოლო ფიქები და ძალიან ცდება ის,ვინც ფიქრობს,რომ მთავარი პირველი ოთხი ფიქია.ბოლო ფიქების ფგ,ფტ,3pt,stl და blk გადამწყვეტია ამ თამაშში.
საოცარია,მაგრამ ვინსის გუნდი სეზონის ბოლოსკენ გავიდა ფორმის პიკზე,ძალიან ნელა,მაგრამ ასევე მეთოდურად მიიწევდა ცხრილის ზედა ნაწილისკენ; და მისი ტრავმირებული გუნდით,ეს გმირობის ტოლფასი იყო!
ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი,რომ მისი გუნდი ჩემი გუნდის კონკურენტი იყო,თან მას მერე,რაც ბობოლები დაელეწა.
მან დამსახურებულად გადამასწრო ცხრილში და კიდევ ერთხელ რესპექტები!
გაიხარე,სანამ დროა : D ია უნიჩტოჟუ წებია,კლიანუს!

მომავალ წელს ჩემს kill-wish სიაში არიან: ირა,მადეირა და ვინსი.
და ვინსთან დაკავშირებით დავამატებდი ამას: ძაღლის ბედი აქვს : D შაკი როგორ ათამაშდა მასთან,აბალძეც მოჟნა! ფტ-საც კი კარგად ისროდა.რეი ალენი რომ ბრდღვნიდა წელს,ეს არახალია.სამი პიჯი ჰყავდა-რონდო,მილერი,ბარონა; ცენტრი-შაკი და ბაინუმი.ასეა ასე,პიჯი და ცენტრი იგებს ამ თამაშს.ზედაბალანსებული გუნდი ჰყავდა და შედეგიც სახეზეა.
geobests - არის ფენტეზის ლეგენდა და შეე^ი თუ გინდა : D კარგი,წელს მე გამოვიღებ,მაგრამ მომავალ წელს მაგ გამოღებულს უკან გაგთხრი : D
რა უნდა ვთქვა ახალი?! არც არაფერი! ეგ ახვარი სულ ბოლოზე რომ გავიდეს,მაინც მამაა : D პატარა ჩავარდნები ყველას აქვს,მთავარია ქარიზმა,ცოდნა,გამოცდილება.წელს მას ენთუზიაზმი აკლდა ერთადერთი,რაცხა უმარილოდ თამაშობდა,მიშიკოს ჩამოგდების მოახლოვებას განიცდიდა,ეტყობა : D სხვა მხრივ კი-ისევ ის ახვარი ჯეობესტი იყო : D
დაძეძგილი ჰყავდა გუნდი პიჯიებით.ჯეისონ კიდის აყვანა მაინც არ იყო სწორი სვლა,იმჰო.არც სპენსერ ჰოუსის : D მარა შუა და ბოლო ფიქები მაინც ძლიერი შეარჩია და გავიდა ფონს.მასზეც იგივეს ვიტყვი - ნელ-ნელა,მაგრამ მეთოდურად მიიწევდა ცხრილის ზედა ნაწილისკენ და სეზონის ბოლოს გავიდა პიკზე მისი გუნდი.ლუისმა მაგარი საქმე გაუკეთა,ძალიან უდაჩნი ფიქი იყო.წელს არ ყოფილა მისთვის საუკეთესო სეზონი,მას უკეთ შეეძლო თამაში,დრაფტზეც უკეთ შეეძლო მოქმედება,მაგრამ რაც არ უნდა იყოს,ის მაინც უმაგრესი მენეჯრია და ვერ წაართმევ.დაიმსახურა მესამე ადგილი,ეს ეჭვგარეშეა.ისე,ფრი აგენტებთან მაინცდამაინც არ აქტიურობდა.ის არც არასოდეს გამოირჩეოდა ზეაქტიურობით ფრი აგენტების ბაზარზე,მაგრამ წელს მაინც ვერ იყოჩაღა მაგ კომპონენტში.ტოჩეჩნი სელექცია ვერ გააკეთა და დასამახსოვრებელი ფრი აგენტი არ აუყვანია.მარტო ვილ ბაინამი არაა საკმარისი,თან სეზონის ბოლოსკენ...რაც შეეხება ლოურის,ის ვეივერიდან აიყვანა და თვალწინ ამახია.არადა, რა მაგრა მჭირდებოდა მაშინ პიჯი : (
მომავალ წელს ის ერთ-ერთი უმთავრესი ფავოროტი იქნება,მაგრამ თუ ისევ ისე უმარილოდ ითამაშა,მაშინ მას სამეულში შესვლაც გაუჭირდება.ზედმეტად დიდი კონკურენციაა უკვე.
dedabeasts - ამ გუნდს მომავალ წელს ერქმევა epic loosers.ვის ვაბრალებ,მარტო ჩემი ბრალია. ნუ,გაუმართლებლობის ფაქტორიც არის,მაგრამ მე არ ვიხსნი იმ წილ პასუხისმგებლობას,რაც მივქარე.
მივყვეთ თავიდან:
დრაფტი-პირველ ფიქად დირკ ნოვიცკის აყვანას არ ვთვლი კატასტროფულ შეცდომად ,თუმცა,რომ მცოდნოდა,ეგ სირი გერმანელი ბოლო 5 წელიწადში ყველაზე ცუდ სეზონს ჩაატარებდა,მას მაინც არ ავიყვანდი.სხვა ვინ უნდა ამეყვანა მეოთხე სვლაზე იმ დროს?! დენი გრეინჯერი?- კი ბატონო! მაგრამ ზედმეტად დიდი რისკი იქნებოდა. პორველ ფიქზე ექსპერიმენტების ჩატარება ცუდად დამიჯდებოდა,ვიცი.
საშინელებაა დრაფტზე მეოთხე ნომრობა,ვერც ლებრონას,ვეიდს,პოლს(ეს სამი და დანარჩენები,period) თრეულობ და მეორე ფიქის აღების დრო რომ მოვა,თითქმის ყველა კარგი იგროკი უკვე აღებული იქნება სხვების მიერ.მაგას ისევ მე-18 ნომრობა სჯობს,ყველაზე კარგი კი შუა ნაწილია,იმჰო.
მეორე ფიქი - ანტუან ჯემისონი - ჩემი უდიდესი შეცდომა,რომ არ ვიყვანე პიჯი.იმ დროს ჯემისონს ყველაზე კარგი სტატები ჰქონდა,მაგრამ ნეუდაჩნი ხოდი იყო.დუპლიკაცია მოვახდინე დირკ ნოვიცკისა,ორი პფ 1-2 ფიქებად არ იყო სწორი სვლა.ცოტა უარეს სტატებიანი უნდა ამეყვანა,მარა გამთამაშებელი.ეს ფორმულა ჩემი მოგონილია,წესებშიც გამოკვეთილად მიწერია და მაინც ვი&ლევე.პიჯის გარეშე ამ თამაშს ვერავინ მოიგებს.კარგ პიჯის აღარავინ დატოვებდა მომდევნო ფიქებზე.ეს ვიცოდი და მაინც მივქარე.
მესამე ფიქი-ცენტრი შიდი ვოლესი.აქაც არ ავიყვანე პიჯი.შიდიმ კი არ გაამართლა.წუთებიც შეუმცირეს...დეტროიტმა წელს ჩაისვარა და ამაში ლომის წვლილი შიდის მიუძღვის.ეს მის სტატებზეც აისახა და ფგ-ც ძალიან გამიფუჭა.უკეთესს ველოდი მაგ ფიქისგან.
მეოთხე ფიქი და ჩემი უდიდესი კრახი-მანუ ჯინობილი! აღარაა მანუ ის,რაც ადრე იყო,აღარც სან ანტონიოა ის...ვერ გავთვალე კარგად.წუთებიც შეუმცირდა(ტრავმირებული იყო სეზონის წინ და არ ვიცოდი,რამდენ წუთს მისცემდნენ და როგორ ითამაშებდა წელს).სეზონის ბოლოს კი გამოასწორა სიტუაცია მანუმ,მაგრამ მალევე მიიღო მეორე უმძიმესი ტრავმა და 1.5 თვე გაუცდა,მერე გამოვიდა და სეზონის დამასრულებელი ტრავმა მიიღო.არადა,მეგონა,მისი წინასასეზონო ტრავმა უკანასკნელი იქნებოდა მისთვის წელს,მარა...არ გამიმართლა მანუმ,არც სტატებში და არც ჯანმრთელობის მხრივ.
მეხუთე ფიქი - ჯონ სალმონსი.აქ საწუწუნო არაფერი მაქვს.ჩიკაგოში გადასვლამდე კარგად ყომარობდა მეხუთე ფიქის პირობაზე,მერე ჩიკაგოში გადავიდა და ზამენაზე დაჯდა,მარა დენგმა ტრავმა მიიღო და ისევ ჩაჯდა სასტარტოში,თუმცა,პოზიციები მელეოდა და ეს დიდად არ გამომდგომია.დრაფტზე ამეებს ვაქცევ უდიდეს ყურადღებას-stl,blk,3pt.დღესაც ვთვლი,რომ ეს სამი კატეგორია იგებს ყველაფერს.ადვილია მაგ კატეგორიებში მომატება/დაკლება,იგივე ქულებისგან განსხვავებით.სტილებში თუ რაზნიცა 2-5-ია ცხრილში მეზობლებს შორის,ქულებში 100-200 და მეტიც.მაგ კატეგორიებში უფრო გაქვს შანსი,რომ ფა-თი და ტრანსფერებით აქაჩო.უფრო ადვილად ემორჩილება ჩარევასა და შეცვლას,ვიდრე იგივე ქულები ან მოხსნები,თუნდაც პასები.
მეექვსე ფიქი-რიჩარდ ჯეფერსონი.კატასტროფა! ქულებს როგორ დავხამდი,ვერ ვინელებ.არასოდეს მომსვლია მსგავსი იაღლიში დრაფტზე და ქულებს არ დავხამებივარ.ჩემს ფგ-ს დედა უტირა,ასევე ა/ტ და ტო-ს.ნეუდაჩნი ფიქი იყო.მისგან ძალიან ცოტა სარგებელი ვნახე და მერე ხურდაში მივაყოლე ჯემისონს და ჯონსონში გავცვალე.სულაც არ ვნანობ,პირიქით.
მეშვიდე ფიქი-მერვინ ვილიამსი,ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელი,ძალიან დაუფასებელი,რატომღაც,ფენტეზი-მენეჯერებში.სულ მე-7-8 ფიქებზე ამყავს და წელს არ ვმაზავ,ეგ რომ არ ავიყვანო ხოლმე.ის ბევრად უფრო სარგებლიანია,ვიდრე ზოგიერთის მესამე ფიქი : ) გროსმეისტერული სტატები აქვს,არაფერს გიფუჭებს და ცოტ-ცოტას ყველაფერსი გმატებს.მას შეგიძლია თვალდახუჭული ენდო.მისმა ტრავმამ ბოლო მომიღო საერთოდ.ტრავმებზე საწუწუნო არაფერი მაქვს მაინც,მითუმეტეს წინა წლებთან შედარებით.კი,მანუს 1.5 თვიანი ტრავმა,მერვინას 1 თვიანი ტრავმა სეზონის ბოლოს(ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა),რაშიდას კაპრიზები და 1-2 კვირიანი მელკი ტრავმები და ჰასლემის დანა ზურგში სეზონის ბოლოს-სეზონის ბოლოს მიიღო ტრავმა და ცენტრის სამ პოზიციას ვეღარ ვიყენებდი მაგის გამო.მომიწია მერე ფა-დან სკინერების და გორტატების აყვანა.საერთო ჯამში,საწუწუნო არაფერი მაქვს ტრავმებთან დაკავშირებით,მაინც კმაყოფილი ვარ.
ჰასლემი ჩემი მერვე ფიქი იყო.არაფერს გიფუჭებს და შიგადაშიგ რაღაც სტატებიც აქვს,თუმცა,მასზე უკეთესის აყვანაც შეიძლებოდა,მარა მაგ დროს დრაფტზე ცენტრის დეფიციტი მქონდა და ამიტომ ავიყვანე.პრინციპში,არ ვნანობ.
მეცხრე ფიქი-ერლ ვოტსონი,ჩემი ღამის კოშმარი,ჩემი წარუმატებლობის მთავარი შემოქმედი.დააკვირდით,მეცხრე ფიქზე ავიყვანე პირველად პიჯი და ისიც ვინუჟდენი სვლა იყო.ამ გნდნს ხუთეულშიც არაფერი ესაქმებოდა,მხოლოდ მეცხრე სვლაზე რომ აიყვან პიჯის და ისიც ვოტსონს.ვოტსონი წელს რაც არის,სტატები ნახეთ.ფა-ს იგროკია.წინა წელთან შედარებაც არაა.უფრო მეტ ტო-ს აკეთებდა,ვიდრე ასისტს,ფგ-ს დედა უტირა,.384% კატასტროფაა,თან ჯიუტად მაინც ვაყენებდი,იმედი მქონდა,ათამაშდებოდა.სხვა გზა არც მქონდა,სხვა პიჯი არ მყავდა და ა/ტ-ს სხვანაირად ვერ ვქაჩავდი.დრაფტზე რომ ავიყვანე,სასტარტოს იგროკი მაინც იყო,მარა ორ დღეში ვესტბრუქი გახდა სასტარტო და აქაც არ გამიმართლა.ყველაფერი ჩემს საწინააღდმეგოდ "დაჯდა" ყველა სიკეთესთან ერთად.მეც მივქარე ბევრი რამ და ფორტუნამაც ზურგი მაქცია ბევრ რამეში.
მეათე ფიქი - ჯეისონ ტომპსონი-სეზონის დასაწყისში სასტარტო იყო და რამდენიმე სუპერ თამაშიც ჩაატარა,მაგრამ ამოვარდა მერე სასტარტოდან,საშინელი ა/ტ ჰქონდა და გავუშვი.არც ვნანობ.ვერ ვიტან ეგეთ იგროკებს.მოხსნები ისედაც არ მიჭირდა და ა/ტ-ს უფრო მეტად დედას ვეღარ მოვუხნავდი.კარგი ვქენი,რომ დროზე მივიღე ეგ გადაწყვეტილება.
მეთერთმეტე ფიქი - ფლიპ მიურეი-უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით,პირველ რიგში.ან არ უნდა ამეყვანა,ან თუ ავიყვანე,უნდა შემენახა.ხომ ვიცოდი,რომ სეზონის მეორე ნახევარში ათამაშდებოდა.ეგეც მალევე გავუშვი და არ იყო სწორი სვლა.თუმცა,ვერ გავრისკე იმის მოლოდინში,რომ ოდესმე ათამაშდებოდა.
მეთორმეტე ფიქი - სიჯეი ვოტსონი.ძალიან კმაყოფილი ვარ! მადლობა სიჯეის.მონტა ელისის გამოსვლამდე მან დიდებული საქმე გამიკეთა და მერვინ ვილიამსთან ერთად ჩემი გუნდის მოტორი და მთავარი მამოძრავებელი ძალაც იყო.მან თავისი საქმე გააკეთა და მერ ეგავუშვი,იასნია.
მეცამეტე ფიქი - ანტონიო დენიელსი.ვაშინგტოში, ასე თუ ისე, თამაშობდა და მეცამეტე ფიქის პირობაზე არ იყო ცუდი,მარა მერე ნიუ ორლეანში გადავიდა და ჩაკვდა.ეგეც მოვიშორე დროზევე.
ფრი აგენტებთან მუშაობა - კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც.კმაყოფილი იმიტომ ვარ,რომ აღმოავჩინე ისეთი იგრკები,როგორებიც არიან კრის ანდერსენი და დომინიკ მაკგუაიერი.ეს ორი მირჩევნია ჩემს მესამე-მეოთხე ფიქებს ერთად აღებულს.დიდი მადლობა კრის,ბლოკებში პირველზე გავედი ისე,რომ კარგი მბლოკავი ცენტრი არ ამიყვანია დრაფტზე.მხეცია ეგ ბიჭი.ჰოვარდის მერე მეორეა ბლოკებში ლიგაში.ძალიან უდაჩნი ფა იყო.კრის,ოფიციალურად ვაცხადებ,რომ მიყვარხარ!.დომინიკ,შენც ასევე! უნიკალური კალათბურთელი ხარ.მოხსნებიც შეგიძლია,პასებიც,სტილებიცა და ბლოკებიც.ძალიან დამეხმარე.
უკმაყოფილო იმიტომ ვარ,რომ ბევრი იაღლიში მომივიდა.ავიყვანდი ვიღაცას,დავიტოვებდი 2-3 დღეს,ვერ ითამაშებდნენ,გავუშვებდი,მერე აიყვანდა ირა და ბრდღვნიდნენ იქ ყველაფერს : D ამიტომაა ის ჩემპიონი და მე-არა. მაიკ ჯეიმსი მე ვითრიე პირველად NA ფა-დან.გავიგე,რომ ვაშინგტონი მასზე იმედებს ამყარებდა არენასის არყოფნაში,თან დენიელსიც გაუშვეს იმ დროს.მარა ხუან დიქსონი გახდა სასტარტო.ჯეიმსმა პირველივე მატჩში 0-6 ფგ მომართვა და ზამენის დონეც არ იყო.ვაცადე კიდიევ ორი ტური და გავუშვი.გავუშვი თუ არა,გამოაცხადეს,ჯეიმსი სტარტერი ხდება და ასე იქნება უახლოეს მოამვალშიო.ლამის გავგიჟდი,ირას ეგრევე აყვანილი ჰყავდა,ეგ მომენტს გაუშვებდა?! : D ფრენსისსთან დაკავშირებითაც არ გამიმართლა.ვეცი ეგრევე,ავიყვანე NA ფა-დან,ვინახე 2 კვირა როსეტერში და მაინც არ ათამაშა მემფისმა.დაანოსნებული იყო,რომ სასტარტო იქნებოდა ან ზამენის იგროკი,რომელიც 30 წუთამდე ითამაშებდა.
სეზონის ბოლოს რაში ავიყვანე და კარგი სტატებიც ჰქოდნა,მარა პოზიციებში ვიჭედებოდი და სკამზე მესვა ძირითადად.ასე რომ,დიდად ვერ გამოვიყენე.
ტრეიდები-ჯერ კიდევ როდის ვეცადე პიჯის დათრევას,მარა ყველა აჯდებოდა : D გადამრიეს.2/1-ში ვიძლეოდი და ხალხი მაინც არ მოდიოდა.თან ისეთ წინადადებებს ვუკეთებდი ხალხს,რომ დიდ მოგებაში რჩებოდნენ,მარა პიჯის ვერ ელეოდნენ.პრინციპში,მე პიჯის ტრეიდის იმედი მქონდა და ამიტომ არ ავიყვანე დრაფტზე,თუმცა ის ვერ გავთვალე,რომ ყველა დააჯდებოდა თავის პიჯის : D აწი მეცოდინება.
სეზონის შუისკენ ვითრიე ჯო ჯონსონი,გავცვალე ჯემისონსა და ჯეფერსონში და უდაჩნი სვლაც იყო.გაამართლა.მერე გავცვალე ნოვიცკი მეორე ფიქ როიში.პირველად ფენეტზის ისტორიაში მოხდა ასეთი რამ,პირველი ფიქი გადაიცვალა მეორე ფიქში და ამის ავტორი მე გახლავართ : D არ ვნანობ,ძალიან უდაჩნი სვლა იყო.ა/ტ-ში ძალიან მოვიმატე.ფტ-ში არ დამიკლია.ისევ 17 ქულა მქონდა..მოხსნებშიც კი ისევ პირველზე ვიყავი,სანამ ვოლესი არ დამელეწა და ზედ ჰასლემიც არ მიჰყვა.რამდენიმე დღით ადრე,სანამ სეზონი დასრულდებოდა,მოხსნებში ვიყავი პირველ ადგილზე.ეს მაშინ,როცა მოვიცილე ნოვიცკი,ჯემისონი,ჯეფერსონი : ) აქ ვიყოჩაღე ძალიან,წერტილოვანი გათვლები გავაკეთე,მათემატიკა მოვიხმარე : D ეს იყო წელს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა.ერთი შეხედვით,სასწაული ჩავიდინე და ვითრიე პიჯი ისე,რომ მოხსნებში არ დავიკელი და ვლიდერობდი მაგ კატეგორიაში,.ყველა მიწინასწარმეტყველებდა კრახს მოხსნებში,მარა...ჩემი ცენტრების ტრავმა რომ არა,18 ქულას არავის დავუთმობდი.ფა-დანაც ძალიან ტოჩეჩნი სელექცია გავაკეთე.მაკგუაიერს კიდევ ერთხელ მადლობა და შეინ ბატიესაც,რომელიც მაჯლაჯამ მოაყოლა ბოლო ფიქის სახით ჯემისონ/ჯეფერსონი - ჯო ჯონსონის ტრეიდს : D მაინც მამაა ბატიე-სამიამები,მოხსნები,ბლოკები,სტილები,საკაიფო ა/ტ-მეტი რაღა უნდა ქნას?! ნუ უყურებთ ქულებს : D ქულები არ იგებს ლიგას.არც ხუთეულის გარანტიაა მარტი ქულები.ვაბშეტა BNS(Big Number Syndrome) დამღუპველია ამ თამაშში.
ბრენდონ როი კი მომავალ წელს პირველი ფიქი იქნება.კარგად იყომარა ბიჭმა ჩემთან,მასთან არ მაქვს პრეტენზიები,პირიქით : )ნოვიცკი სულ არ მომნატრებია,მარა არ გამიმართლა იმ პონტში,რომ ნოვიცკი ბევრად უკეთ ათამაშდა მას მერე,რაც გავუშვი : ( ბედი არ გინდა?! მარა როი იმდენად კარგი იყო,რომ მაინც არ მინანია ეგ ტრეიდი.
წელს მე არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.მეტი შემეძლო,მაგრამ კანონზომიერია ჩემი მეხუთე ადგილი.მეტს არც ვიმსახურებდი.კი,ბევრი რამ არ დაჯდა ჩემს სასარგებლოდ,მაგრამ მაინც ვერ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე და მხოლოდ მე ვარ დამნაშავე.წელს ირა,ოლა,ვინსი და მადეირაც ჩემზე უკეთ გამოიყურებოდნენ საერთო ჯამში.კი,ვცადე სიტუაციის გამოსწორება,4 ტურით ადრე მესამე ადგილზეც ვიყავი,მარა მაქამდე არ უნდა მიმეყვანა საქმე და ბევრად ადრე უნდა გამენაღდებინა მესამე პოზიცია.ძალიან არ მინდა,რომ გაუმართლებლობას და ცენტრის ტრავმებს(ან ნეუდაჩნი დრაფტს) გადავაბრალო ყველაფერი.ამას არც ვიზამ.ეს მხოლდო ჩემი ბრალია.ისე, ბოლო ტურში ვოლესს უნდა ეთამაშა,მარა დაასვენეს,რატომღაც, და სკამის იგროკები ათამაშეს.ამის იმედი მქონდა სკინერთან დაკავშირებით,მარა კლიპერსში მაინც ბობოლები ათამაშეს ბოლო ტურში და სკიენრს 4 წუთი მისცეს მარტო.ბედი არ გინდა?! ბოლო ტურში ვოლესს და სკინერს როლები რომ გაეცვალათ,მოხსნებში +1 მექნებოდა.მარა არ იყო ეს ჩემი წელი.
პოზიციების დაზოგვაშიც დავუშვი შეცდომები და ვერ გავთვალე.(ამ მჯერა,რომ ამხელა გამოცდილების პატრონი მაინც ასეთ ნუბურ შეცდომებს ვუშვებ)
+3-ს არ უნდა ავცდენოდი თითო კატეგორიაში,მარა +6-ებით ვთამაშონდი ბოლოს და პირველ-მეორე ფიქების დასვენებაც კი მომიხდა ბოლო 2 კვირაში.ცენტრები კარგად გავთვალე,მარა გაუთვალისწინებელმა ტრავმებმა მაინც მაიძულა,ფა-ში მომეძებნა ბოლო ტურებისთვის ნაგავი ცენტრები.
ასე თუ ისე,სეზონით უკმაყოფილო ვარ.არა,არ მიტყდება მეხუთე ადგილი,არც ის უამრავი დაშვებული შეცდომა მიტყდება.ვის არ მოსვლია...მე შეცდომებზე ვსწავლობ და არაა ტრაგედია ეგ,ღირსეულად წაგება ვიცი,უბრალოდ,ბევრი ისეთი შეცდომა მომივიდა,მარტო რუქის რომ ეპატიება და ეს მაგიჟებს.
მომავალ წელს ისევ ხუთეულისთვის ვიბრძოლებს,ტოესწ-სამეულისთვის...ა დალშე პასმოტრიმ.ჩემპიონობას ვერ დაგეგმავ ასე,ბევრი რამ უნდა "დაჯდეს" შენს სასარგებლოდ+ცოდნა+გამოცდილება+ბევრი ენერგიის ჩადება.ასე ხდებიან ჩემპიონები : )
ვიბრძოლებ ჩემპიონობისთვის,ფრომის : )
მომავალ წელს ისე "მშიერი" ვიქნები,როგორც არასოდეს.ერთი მხრივ,კარგიც კი არის,სამეულში რომ ვერ შევედი და მადეირამაც გადამასწრო და ვინსმცა.ეს დამატებითი სტიმულია.სისხლი მწყურია : P
ისე,დააკავირდით,პირველ ხუთეულშიI ის ხალხი გავიდა,ვინც აქ ღამეებს ათენებდა, შრომობდა რასაც ჰქვია.ერთი მადეირაა გამონაკლისი და მანაც გამოცდილებით და ცოდნიც გაქაჩა.ასე რომ,ჩემთვის პატივია ღირსეულებს შორის მოხვედრა.1 ქულა დამაკლდა ბრინჯაომდე და წელს დუბლს შევასრულებდი.რა ვქნათ,არ გამოვიდა,გადავდოთ მომავალი წლისთვის : P მარა მომავალ წელს უფრო გაჭირდება,ბ ლიგიდანაც მაგარი ხალხი ამოდის.უი,კვალი აღარ იქნება და ეს მაგარია.არავინ იცის,დრაფტზე ვის გაუმართლებს და ვის- არა.ნამდვილი დრაფტი ბრუნდება,გილოცავთ! სტატებისა და რანკების შეხედვაზე მეტად,გამოცდილება და ინტუიცია უფრო დაგვეხმარება.
წეღან არგამართლება ვახსენე და ბარემ ამასაც დავწერ: ელიმოუმ წამართვა ქულა ასისტებში ბოლო ტურში,13 თუ 15 ასისტით ვუსწრებდი,მარა როუზმა 11 ასისტი გამოაცხო ბოლო ტურში(სიზნ ჰაი 13 ასისტია მისთვის და 11 ასტ სულ 2-ჯერ აქვს გაკეთებული ამ სეზონში).ბედი არ გინდა?! მისმა ვიღაც სფ-მა 5 ასტ დასვა და, მოკლედ, ყველა და ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა : D სეზონის ბოლოს განსაკუთრებით. პირველ რიგში,მე ვმუშაობდი საკუთარი თავის წინააღმდეგ და ის მეხუთე ადგილიც ზედმეტი იყო წელს ჩემთვის.
ასეთია ხუთეულის დახასიათება : ) თუ წაიკითხავთ ბოლომდე,მადლობელი დაგრჩებით : D მეც დავიღალე ცოტა.
კიდევ რამდენიმე მენეჯერს გამოვყოფ ორი სიტყვით:
LUCKY HOOLIGANS - იყო დრო სეზონის შუაში,როცა ეს კაცი მეორე ადგილზე გადავიდა,მაგრამ ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა : ( უფრო მეტად უნდა ეაქტიურა და შეენარჩუნებინა მიღწეული შედეგი.
This post has been edited by ტანკე on 17 Apr 2009, 05:12