ინფორმაცია ჩვენი U21-ის ლიტვასთან ხვალინდელი მატჩისათვის მომზადების შესახებ:
სელექცია:
რუმინეთის შემდეგ სელექციის "ფართო" სიას დაემატა ორიოდე მოთამაშე, თუმცა არსებული "ვიწრო" სია (ნაკრების 13 კაცი) დღევანდელი DMI-ს მიხედვით ყველა ლიდერს უკვე შეიცავს. ამიტომ ლიტვისათვის ახალ ხალხს არ ავიყვანთ. პირველი ხუთეული უკეთესი დაცვის სკილების მქონე მოთამაშეებით დაკომპლექტდა (აქვე ვამაგრებ ექსელის ფაილს განაცხადის შესახებ მთელი ინფორმაციით).
ფორმა ისევ პრობლემად რჩება - უძლიერესი ფორმით პრაქტიკულად არა გვყავს ხალხი.
ტაქტიკა:
ჩვენი გეგმა იცით - ამ თამაშს ვერ მოვიგებთ (იგივე ეხება შემდეგ ორ თამაშსაც). რუმინელებთან მთელი ძალით მოგებამ ენთუზიაზმი 3-მდე დაგვიყვანა, ლიტვა კი მსოფლიოს მე-5 გუნდია რეიტინგით. ამიტომ მსუბუქად ვითამაშებთ (ენთუზიაზმი უნდა დავაგროვოთ ნელ-ნელა) და ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში ცოტათი წავაგოთ.
ლიტველებს უნივერსალური შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა ბიგმენები უფრო ძლიერები არიან. 3-2 დაცვას ვითამაშებთ, რათა დაბალანსებულად გავუწიოთ წინააღმდეგობა პერიმეტრიდან მტყორცნელებს და თან ვეცადოთ პასების გადაკეტვას ცენტრებისათვის.
შეტევის ტიპი - პრაქტიკულად სულ ერთია, რადგან ლიტვის დაცვა ამ პირობებში ჩვენთვის შეუვალი იქნება. ამიტომ ვითამაშებთ პოზიციურ შეტევას, რათა 1. დრო გავწელოთ და ცოტა ჩავაყრევინოთ, და 2. იქნებ გათამაშებისას ჯარიმები ავკიდოთ (თუ პრესინგი დაგვიყენეს) და ეგენი მაინც ჩავყაროთ.
პროგნოზი:
ჩვენი პირველი ხუთეულის ჯამური DMI 900K-მდეა; ლიტველთა პირველი ხუთეულისა - სამ მილიონს ზემოთ ადის. მსუბუქს ალბათ ორივე მხარე დააყენებს, მაგრამ ენთუზიაზმიც იმათკენაა. 100% წავაგებთ - იქნებ 40 ქულითაც.
სტრატეგია:
რუმინეთთან აღებული ქულა დიდ შანსს გვაძლევს, რათა 7 თამაშში 3 (2 მაინც) მოგება ავიღოთ და მე-7-მე-8 ადგილის ზემოთ ავიდეთ.
როგორც ადრე უკვე დავპოსტე, ლიტვას, პოლონეთს და უნგრეთს (ესენი მიყოლებით მოდის) მსუბუქად ვეთამაშებით და სერიოზული სხვაობით წავაგებთ. მერე ვნახავთ, რა ვქნათ ისლანდიასთან - რუმინული სიურპრიზის გაგორება ვცადოთ თუ დავუთმოთ და ბოლო ორ თამაშზე გადავიტანოთ აქცენტი. ეს გეგმა ძალაშია და ამას მივყვებით.
ეგაა.
This post has been edited by Roentgen on 24 Oct 2010, 17:54
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 62 )
U21_vs_Lietuva_v2.zip